დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 2017 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. მესამე კვარტლის საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 069 ლარი შეადგინა. 2016 წლის მესამე კვარტალთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 9%-ით არის გაზრდილი.
2017 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში – 2000 ლარი. მეორე ადგილზეა საფინანსო საქმიანობა – 1861 ლარით, ხოლო მესამეზე სამთომომპოვებითი მრეწველობაა – 1338 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 566 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა – 743 ლარით.
2016 მესამე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად მშენებლობაში გაიზარდა – 36.9%-ით. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა 25.5%-ით. ხელფასი შემცირდა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობაში – 4.8%-ით.
ცხრილი – საშუალო თვიური ხელფასი 2017 წლის მესამე კვარტალში (ლარებში)
|
|
2016, III კვარტალი |
2017, III კვარტალი |
ზრდა |
|
სულ |
981 |
1069 |
9.0% |
|
მშენებლობა |
1460 |
2000 |
36.9% |
|
საფინანსო საქმიანობა |
1613 |
1861 |
15.4% |
|
სამთომოპოვებითი მრეწველობა |
1283 |
1338 |
4.3% |
|
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა |
1243 |
1330 |
7.0% |
|
სახელმწიფო მმართველობა |
1362 |
1296 |
-4.8% |
|
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება |
1149 |
1224 |
6.5% |
|
ოპერაციები უძრავი ქონებით |
1122 |
1222 |
8.8% |
|
ჯანმრთელობის დაცვა |
912 |
958 |
5.1% |
|
ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმის რემონტი |
869 |
936 |
7.6% |
|
დამამუშავებელი მრეწველობა |
839 |
919 |
9.5% |
|
კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა |
810 |
839 |
3.5% |
|
სასტუმროები და რესტორნები |
759 |
819 |
7.9% |
|
სოფლის მეურნეობა |
592 |
743 |
25.5% |
|
განათლება |
523 |
566 |
8.1% |
წყარო: საქსტატი










