დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა და 41 მილიარდი ლარი (16 მილიარდი დოლარი) შეადგინა. 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 4.8% იყო.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (13.5%) საფინანსო საქმიანობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე კომინალური და პერსონალური მომსახურებაა 13.2%-ით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონებით უპირატესობებია 7.2%-ით.
ეკონომიკა შემცირდა მხოლოდ მშენებლობაში – 3.1%-ით.
2018 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორი ვაჭრობა და მრეწველობა იყო 17-17%-ით. მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.2%-ით.
ცხრილი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2018 წელი
|
ეკონომიკის სექტორები |
2018 |
|
საფინანსო საქმიანობა |
13.5% |
|
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა |
13.2% |
|
ოპერაციები უძრავი ქონებით |
12.1% |
|
სასტუმროები და რესტორნები |
9.7% |
|
ტრანსპორტი |
9.4% |
|
სამთომოპოვებითი მრეწველობა |
7.6% |
|
ჯანმრთელობის დაცვა |
6.2% |
|
ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი |
5.9% |
|
კავშირგაბმულობა |
5.8% |
|
განათლება |
3.4% |
|
დამამუშავებელი მრეწველობა |
3.2% |
|
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ |
2.8% |
|
საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა |
1.2% |
|
სახელმწიფო მმართველობა |
0.9% |
|
სოფლის მეურნეობა |
0.7% |
|
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება |
0.1% |
|
მშენებლობა |
-3.1% |
წყარო: საქსტატი












