Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვინ მონაწილეობს ქართულ ტენდერებში? – დიპლომატიური კორპუსი სახელმწიფო შესყიდვებს აფასებს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
ვინ მონაწილეობს ქართულ ტენდერებში? – დიპლომატიური კორპუსი სახელმწიფო შესყიდვებს აფასებს
0
SHARES
0
VIEWS

არარეზიდენტ კომპანიებთან 2018 წლის მანძილზე ტენდერების გზით დაიდო 61 ხელშეკრულება, რომელთა ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამაც 122 მილიონ ლარზე მეტს გადააჭარბა.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით კრიტერიუმებისა და გამჭვირვალობის პრობლემაზე საუბრობენ. კერძოდ, ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა:

“ჩვენ ხშირად ვაწყდებით გამჭვირვალობის ნაკლებობას გადაწყვეტილებების მიღებისას, იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იგებს ტენდერს. ამ საკითხების ნაწილის გადაწყვეტა მოხდა ევროკავშირის TWINNING პროგრამის ფარგლებში, ვიმედოვნებ ეს სამომავლოდ მეტ შედეგს გამოიღებს”, – ამბობს ელჩი.

ტენდერებში არსებული კრიტერიუმების ხარვეზებზე მიანიშნებს იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი:

“შესყიდვებთან მიმართებით მხოლოდ გამჭვირვალობაში არ არის საქმე, არამედ საყურადღებოა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება შერჩევა.  ასეთია მაგალითად ხარჯების დინამიკა და ის, რომ ყველაზე მნიშნელოვანი ფასის სიმცირე არ არის. აი მაგალითად როდესაც აშენებთ მაგისტრალს ან ხიდს, თანხა შეგიძლია გაანაწილო ორი მიმართულებით. მშენებლობის ეტაპზე დახარჯო ნაკლები, თუმცა შემდგომ ნაგებობის შენარჩუნებისა და რენოვაციისთვის დახარჯო გაცილებით მეტი, და მეორე გზა, როდესაც გადაწყვეტ რომ მოაწყო უფრო მდგრადი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაძლებს უფრო დიდხანს”, – ამბობს ელჩი ინტერვიუში და დასძენს, რომ ეს არამხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების გამოწვევაა.

“მაგალითად 100 კილომეტრი მანძილის გზას გაიყვანენ პირობითად 100 დოლარად როცა ამ ფასად მხოლოდ 80 კილომეტრის გაყვანაა შესაძლებელი. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ თუ 80 კილომეტრს გაიყვანს ამ ფასად, ეს გზა უფრო გამძლე და ეფექტიანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ შემთხვევაში ფოიერვერკის გაშვება და იმაზე აპელირებამ, რომ გზისთვის გადასახადების გადამხდელების თანხა იხარჯება, არასწორია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს თანხა ადრე თუ გვიან დასაბრუნებელია და ისევ და ისევ იმის დასაბრუნებელია, ვინც ამ პროექტებს ახორციელებს.

ჩვენ ვიცით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უმეტეს შემთხვევაში უცხოურ, გამოცდილ კომპანიებს ქირაობს სახელმწიფო. მათი დაქირავება ხდება იმიტომ რომ მათ აქვთ გამოცდილება გზატკეცილებისა და ხიდების აშენების კუთხით. ადგილობრივმა მწარმოებლებმაც უნდა ისწავლონ, რათა მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ აშენება.  ახლა უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ მათ გვერდით ისეთმა ქართველმა პარტნიორებმა იმუშაონ, რომლებსაც აქვთ მათგან სწავლის პირობები და უნარები. თუ ყოველთვის იგივე მეთოდით მიუდგებით შესყიდვებს და შერჩევის პროცესს, რა გამოვა, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე ჯგუფს არგებთ ამ გადაწყვეტილებით. ერთი მხრივ უნდა იყოს შესაძლებლობები ადგილობრივი კომპანიებისთვის და ასევე სამომავლოდ ეს გახდება მამოძრავებელი ადგილობრივი კომპანიების ზრდისთვის”, – ამბობს ელჩი.

რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, 2018 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 4,087,214,400 ლარი შეადგინა. მათგან ელექტრონული პროცედურებით განხორციელდა 3,308,643,197 ლარის შესყიდვები, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ კი 778,571,203 ლარი შეადგინა.

გამოდის, რომ განხორციელებული შესყიდვების ღირებულების 81% სწორედ გამარტივებულ ხელშეკრულებებზე მოდის.

შესყიდვების სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს უცხოელი მიმწოდებლების რაოდენობამ 1,700-ს მიაღწია. არარეზიდენტ კომპანიებთან 2018 წლის მანძილზე ტენდერების გზით დაიდო 61 ხელშეკრულება, რომელთა ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამაც 122 მილიონ ლარზე მეტს გადააჭარბა, რამაც შეადგინა საქართველოში ტენდერებით შესყიდული მთლიანი მოცულობის 4%.

სისტემაში რეგისტრირებულ არარეზიდენტი მიმწოდებლების რაოდენობა ტოპ-10 ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

უკრაინა – 302

თურქეთი – 210

რუსეთი – 163

აზერბაიჯანი – 111

ჩინეთი – 89

გერმანია – 86

იტალია – 76

დიდი ბრიტანეთი – 52

სომხეთი – 45

აშშ – 35

Previous Post

Gürcistan Demiryolu’nun gelirleri ile taşımacılık oranı azalıyor

Next Post

როგორ გავზომოთ ეკონომიკური ზრდა და ინკლუზიურობა – ინტერვიუ EBRD-ის მთავარ ეკონომისტთან

მაგდა დოლიძე

Next Post
როგორ გავზომოთ ეკონომიკური ზრდა და ინკლუზიურობა – ინტერვიუ EBRD-ის მთავარ ეკონომისტთან

როგორ გავზომოთ ეკონომიკური ზრდა და ინკლუზიურობა - ინტერვიუ EBRD-ის მთავარ ეკონომისტთან

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Как безопасно использовать кракен ссылку даркнет

June 16, 2026

В 2026 году: безопасный и удобный kraken вход

June 16, 2026

Работает в 2026: актуальная кракен даркнет ссылка

June 16, 2026

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Recent News

Как безопасно использовать кракен ссылку даркнет

June 16, 2026

В 2026 году: безопасный и удобный kraken вход

June 16, 2026

Работает в 2026: актуальная кракен даркнет ссылка

June 16, 2026

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result