Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისი ბანკმა ბოლო 2 კვირაში 425 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
თიბისი ბანკმა ბოლო 2 კვირაში 425 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო
0
SHARES
0
VIEWS

425 მილიონი დოლარი ბოლო ორი კვირის განმავლობაში – სწორედ ამ მოცულობის თანხის მოზიდვა შეძლო თიბისი ბანკმა ობლიგაციების გამოშვებით.

19 ივნისს, თიბისი ბანკის მიერ  300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების  ევროობლიგაციები როგორც ირლანდიის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟებზე განთავსდა. ამჯერად კი თიბისი ბანკი 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს.   ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 3 ივლისს განთავსდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული  ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში. ამ ნაბიჯით თიბისი ბანკი საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარებას ელოდება.

“უპრეცედენტო შემთხვეაა, როდესაც ევროობლიგაციები განთავსდება, როგორც ევროპის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟაზე. შედეგად, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ტრანზაქციები განახორციელოს როგორც ევროპაში, ამავე დროს საქართველოში.  საკმაოდ რთული მექანიზმი გავიარეთ სამართლებრივი და იურიდიული კუთხით, თუმცა ამ ნაბიჯით გვსურდა კიდევ ერთი ინიციატივა გამოგვეჩინა:  განვავითროთ თბილისის საფონდო ბირჟა.”, – ამბობს ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, პირველადი კაპიტალის ობლიგაციებზე  ინვესტორების მხრიდან  თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,75 %-ით განისაზღვრა. ეს კი იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ემისია კავკასიის რეგიონში, ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით.

“მსგავსი მოთხოვნა მიანიშნებს იმაზე, რომ ინვესტორების სურვილი ძალიან დიდია. ძირითადი მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აღნიშნული ტრანზაქცია დაგვეხმარება კაპიტალის გაზრდაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საქმიანობის გააქტიურებას”, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე და დასძენს, რომ დამატებითი კაპიტალი და ევროობლიგაციები მათ საშუალებას მისცემს ერთი მხრივ,  გააგრძელონ ბანკის სწრაფი და დინამიური ზრდა და ამავე დროს, ხელი შეუწყონ ეკონომიკის და  ქართული ბიზნესების განვითარებას.

რაც შეეხება 300 მლნ დოლარის ევროოობლიგაციებს, ამ შემთხვევაშიც მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალი იყო და მან 700 მლნ დოლარი შეადგინა. თიბისი 5.75%  წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის,  რაც საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოზიდული სახსრები კი კორპორატიული ბიზნესის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ინფრასტრუქტურის გადაიარაღების პარალელურად ბანკში ელოდებიან, რომ მომდევნო წლებში ტრანზაქციების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რისი მომსახურებისთვისაც ბირჟა მზად იქნება.

“გვაქვს არა ძვრები, არამედ ძალიან დიდი ნაბიჯები, თუკი გავითვალისწინებთ, იმას თუ რა ზომის ეკონომიკაა საქართველო. საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიმდინარეობს პლატფორმის და ანგარიშწორების სისტემის დახვეწა. მხოლოდ შარშან ლოკალურ ბაზარზე 10 ობლიგაცია განვათავსეთ. რაც შეეხება 300 და 125 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციებს, ევროპის ბირჟების პარალელურად, მას შეგნებულად ვათავსებთ საქართველოშიც, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარებას”, – ამბობს გიორგი შაგიძე, თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორი. მისივე თქმით, თიბისი ბანკი საფონდო ბირჟის ერთ–ერთი აქციონერია და ამ შემთხვევაში მათ მთავარ მიზანს არა მოგების მიღება, არამედ ადგილობრივი ბირჟის განვითარება წარმოადგენს.

“ბაზრის განვითარებასთან ერთად, სარგებელს მივიღებთ როგორც ჩვენ, ასევე საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც”, – ამბობს გიორგი შაგიძე და დასძენს, რომ ბოლო პერიოდში ბაზარი კორპორაციული ბონდების გამოშვების კუთხითაც გააქტიურებულია.

“ვხედავთ, რომ კომპანიების მხრიდან ბონდების გამოშვების ტრენდი მზარდია. თუკი კომპანიების რესურსი დივერსიფიცირებული იქნება, დივერსიფიცირებული იქნება ჩვენი რისკებიც, ასე რომ ამ პროცესს მივესალმებით და ხელს ვუწყობთ”.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის საჭირო რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ საფონდო ბირჟის პლატფორმის განვითარების პარალელურად, პროცესს ხელს შეუწყობს საპენსიო ფონდის არსებობა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.

“2020 წლიდან კიდევ მეტ ტრანზაქციას ველოდებით. მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური გვაქვს რამდენიმე მიზეზის გამო. ბაზარზე სულ უფრო მეტი კომპანია ჩნდება, რომლებიც ლარის ბონდების გამოშვების გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენ, როგორც თიბისი ბანკი, ასევე თიბისი კაპიტალი, ხელს ვუწყობთ ამ პროცესს. თიბისი კაპიტალი ამ ბაზარზე ერთ–ერთი აქტიური მოთამაშეა და შედეგად ბაზრის განვითარებასაც უწყობს ხელს.

კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი კომპანიებს აძლევს საშუალებას ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ფასიანი ქაღალდების დაგირავება მოახდინონ ეროვნულ ბანკში”, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე. მისივე თქმით, მსგავს კრიტერიუმებს დღეს საქართველოში რამდენიმე ათეული კომპანია აკმაყოფილებს.

თიბისი ბანკის ტრანსაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები:  J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია – თიბისი კაპიტალთან ერთად.  Baker & McKenzie და  Dentons  Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიული მრჩევლები, ხოლო, LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებს წარმოადგენენ. მსგავსი ორგანიზაციების მონაწილეობა კი კიდევ ერთი დასტურია საფინანსო ინსტიტუტის მიმართ ნდობის.

Previous Post

ელიტური ბროკერი

Next Post

ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარი გახდა

მაგდა დოლიძე

Next Post
ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარი გახდა

ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარი გახდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result