საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა) 4.6% შეადგინა.
ბოლო ერთ წელიწადში, ანუ 2018 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე მეტად – 71%-ით მწავნე ლობიო გაძვირდა, შემდეგ მოდის ხახვი 66%-ით. ბადრიჯანი 58%-ით გაძვირდა, პომიდორი 39%-ით. დაახლოებით 30%-ითაა გაძვირებული სიგარეტი.
მნიშვნელოვანი პროდუქტებიდან ასევე გაძვირებულია შაქარი 25%-ით, კარტოფილი 23%-ით, პური 15%-ით, ყველი 11%-ით, ძროხის ხორცი 12%-ით, რძე 8%-ით, ბრინჯი 8%-ით და წიწიბურა 8%-ით.
ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2018 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მეტად გაძვირდა
|
საქონელი და მომსახურება |
გაძვირების % |
|
მწვანე ლობიო |
71% |
|
ხახვი |
66% |
|
ბადრიჯანი |
58% |
|
პომიდორი |
39% |
|
მუზეუმის ბილეთი |
32% |
|
ნიორი |
30% |
|
ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი |
30% |
|
იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი |
30% |
|
ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი |
26% |
|
შაქარი |
25% |
|
წიწაკა |
23% |
|
კარტოფილი |
23% |
|
გაყინული თევზი |
21% |
|
მსხალი |
18% |
|
შებოლილი თევზი |
18% |
|
ყვავილი |
17% |
|
ხორბლის ფქვილი |
15% |
|
თვითმფრინავით მგზავრობა |
15% |
|
ხორბლის პური |
15% |
|
ახალი მსუბუქი ავტომობილი |
14% |








