საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 31 357 ექიმი მუშაობდა, რაც 11 950-ით (62%-ით) მეტია 2012 წლის ექიმების რაოდენობაზე. 2002-2012 წლებში ექიმების რაოდენობა მნიშვნელოვანი ცვლილებებით არ ხასიათდებოდა და წელიწადში საშუალოდ 20 600 ექიმი იყო დასაქმებული. 2013-2018 წლებში კი ექიმების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 2 000-ით იზრდებოდა. 2018 წელს დასაქმებული 31 357 ექიმიდან 2 579 სტომატოლოფი იყო, რომელთა რაოდენობა ბოლო 6 წელიწადში 869-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად ქირურგების რაოდენობაა გაზრდილი – 1 133 ქირურგით.
რაც შეეხება საავადმყოფოების და სამედიცინო ცენტრების რაოდენობას, 2012 წლის შემდეგ 50 ერთეულით არის გაზრდილი. 2018 წელს საქართველოში 271 საავადმყოფო ან სამედიცინო ცენტრი იყო. ამასთან ერთად, ფუნქციონირებდა 2 283 ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულება.
ამავე პერიოდში 4 ათასით გაიზარდა ექთნების რაოდენობა, რაც 3-ჯერ ჩამოუვარდება ექიმების რაოდენობის ზრდას.
ცხრილი: ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მაჩვენებლები
|
|
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
საავადმყოფო საწოლების რაოდენობა, ათასი |
11.3 |
11.6 |
11.7 |
12.8 |
13.8 |
15.1 |
16 |
|
ექიმების რიცხოვნობა, ათასი |
19.4 |
22.4 |
24.3 |
22.9 |
26.6 |
27.4 |
31.4 |
|
ექთნების რიცხოვნობა, ათასი |
14.1 |
15.5 |
15.6 |
16.4 |
17.6 |
18 |
18.1 |
|
ექიმთან მიმართვების რიცხვი, ათასი |
9 495 |
10 975 |
11 881 |
13 244 |
13 079 |
11 493 |
12 261 |
წყარო: საქსტატი