2019 წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 4.7%-ით გაიზარდა (შედარებისთვის, 2018 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდა 5.4% იყო).
ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრანსპორტის (15.5%) და უძრავი ქონებით ოპერაციების (14.2%) სექტორებში დაფიქსირდა. მესამე ადგილზე სასტუმროების რა რესტორნების სექტორია 13.6%-ით.
წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის სამ სექტორში დაფიქსირდა კლება, ესენია: მშენებლობა 6.8%-ით შემცირდა, სამთომოპოვებითი მრეწველობა 5.8%-ით, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობა 3.2%-ით.
ცალკე აღებულ მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) ყველაზე მაღალი ზრდა (18%) ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი კლება განათლების სექტორში (-8%).
ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2019 წლის პირველი ნახევარი
|
ეკონომიკის სექტორები |
ზრდის ტემპი |
|
ტრანსპორტი |
15.5% |
|
ოპერაციები უძრავი ქონებით |
14.2% |
|
სასტუმროები და რესტორნები |
13.6% |
|
კავშირგაბმულობა |
11.6% |
|
ჯანმრთელობის დაცვა |
10.3% |
|
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება |
7.5% |
|
ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი |
7.1% |
|
კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა |
5.0% |
|
სახელმწიფო მმართველობა |
4.2% |
|
საფინანსო საქმიანობა |
4.1% |
|
განათლება |
3.0% |
|
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ |
2.2% |
|
სოფლის მეურნეობა |
1.1% |
|
დამამუშავებელი მრეწველობა |
-3.2% |
|
სამთომოპოვებითი მრეწველობა |
-5.8% |
|
მშენებლობა |
-6.8% |









