Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

სსფ-ს მისიამ საქართველოს პროგრამის მიმოხილვა დაასრულა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
სსფ-ს მისიამ საქართველოს პროგრამის მიმოხილვა დაასრულა
0
SHARES
0
VIEWS

• ქვეყნის ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში  გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებაზე და ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელებაზე. ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობის და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებას საჭიროებს.

• ქვეყნის გარეთ ვითარების გაუარესების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მედეგია და 2019-2020 წლებში ეკონომიკის მდგრადი ზრდა არის მოსალოდნელი. 

• გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის გაგრძელება ეფუძნება ხელისუფლების პირობას განაგრძოს გონივრული  მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების გატარება. 

ამა წლის 23 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო საქართველოში სსფ-ს მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვა; ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელება; და ჩამოსარიცხი თანხის გადანაწილება ახალ ვადაზე.  ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი: 

 “პროდუქტიული განხილვების შედეგად საქართველოს ხელისუფლებასა და სსფს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებაზე და ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელებაზე. ეს შეთანხმება საჭიროებს დამტკიცებას სსფ-ს ხელმძღვანელობისა და სსფ-ს აღმასრულებელ დირექტოთა საბჭოს მიერ. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს ამა წლის დეკემბერში განიხილავს. ამ მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ეს დე ერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). ამით, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში 180 მილიონ ეს დე ერ-ს (დაახლოებით 249.5 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება. 

“სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი რეფორმების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა 2019 წლის პირველ ნახევარში დამაკმაყოფილებელია. მეხუთე მიმოხილვის დასასრულებლად საჭირო პირობების უმრავლესობა შესრულებულია. 

“საქართველოს ეკონომიკა მდგრადია გარეშე შოკების მიმართ. 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე (მშპ-ს 4.6 პროცენტი) შემცირდა. კორპორატიულმა სესხებმა და ლარის იპოთეკებმა ხელი შეუწყო დაკრედიტების ზრდის შენარჩუნებას. ლარის გაუფასურებამ გაზარდა წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტამდე ოქტომბრის მდგომარეობით. 

“ჩვენ ველით რომ 2019 წელს ეკონომიკა 4.6 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2020 წელს 4.3 პროცენტით. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედებს უარყოფითი რისკები, რომელიც ძირითადად საგარეო ვითარებით არის გამოწვეული. 

“ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მიმართ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2019 წლის სექტემბრიდან პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა და მართებულად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გეგმას, სანამ ინფლაციის მოლოდინი ინფლაციის თარგეთს არ მიუახლოვება. 

“ფისკალური პოლიტიკა მართებულად აბალანსებს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, სოციალურ ხარჯებს და ფისკალურ დისციპლინას. ბიუჯეტის თანაბარმა შესრულებამ წლის განმავლობაში განაპირობა სახელმწიფო ინვესტიციების აჩქარება წლის პირველ ნახევარში. საგადასახადო შემოსავლები პროგნოზებს აღემატება, ნაწილობრივ ადმინისტრირების გაუმჯობესების გამო. დაუფასოებელ თამბაქოზე აქციზის გაზრდა გაათანაბრებს აქციზის განაკვეთებს თამბაქოს ნაწარმზე და დაიცავს გადასახადის ბაზას. სსფ-ს მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება 2020 წლის ბიუჯტის ძირითად პარამეტრებზე, სადაც დეფიციტი მშპ-ს 2.7 პროცენტი იქნება. ბიუჯეტის ეს დონე შეესაბამება ფისკალურ დისციპლინას, თუმცა ტოვებს ადგილს სოციალური ხარჯების ზრდისთვის. სახელმწიფო საწარმოებიდან და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან მომდინარე ფისკალური რისკების მონიტორინგის გაგრძელება უზრუნველყოფს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას.

“საბანკო სექტორი კვლავაც კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი, ლიკვიდური და მომგებიანია. მივესალმებით ხელისუფლების ძალისხმევას გააძლიეროს ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის არასაბანკო ინსტიტუტების ზედამხედველობის გაძლიერებით. ბანკების ახალი სარეზოლუციო ჩარჩოს დროული ამოქმედება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კიდევ უფრო გაძლიერებს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას. 

“შემდგომი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ხელისუფლების რეფორმის გეგმის განუხრელი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ისეთ ზრდას, სადაც კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს ზრდის ინკლუზიურობას. განათლების რეფორმის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება გააუმჯობესებს სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაო ძალის პროდუქტიულობას და ხელფასებს.  მიმდინარე ინიციატივები გაკოტრების შესახებ და კაპიტალის ბაზრის რეფორმის, სრულად ამოქმედებულ საპენსიო რეფორმასთან ერთად ინვესტიციების მობილიზებას შეუწყობს ხელს. 

“სსფ-ს მისია მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას, განსაკუთრებით ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებს ეკონომიკური პროფილის სტუქტურებში, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის.”

Previous Post

Uber-მა 1.1 მილიარდი დოლარი დაკარგა

Next Post

Apple-ი 2.5 მილიარდი დოლარით დააფინანსებს ხელმისაწვდომი საცხოვრებლების პროექტს

მაგდა დოლიძე

Next Post
Apple-ი 2.5 მილიარდი დოლარით დააფინანსებს ხელმისაწვდომი საცხოვრებლების პროექტს

Apple-ი 2.5 მილიარდი დოლარით დააფინანსებს ხელმისაწვდომი საცხოვრებლების პროექტს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result