Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ტერაბანკმა 2019 წელი წარმატებული ფინანსური შედეგებით დახურა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in კომპანიები
0
ტერაბანკმა 2019 წელი წარმატებული ფინანსური შედეგებით დახურა
0
SHARES
0
VIEWS

ტერაბანკი 2019 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს აქვეყნებს. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ბანკმა ყველა მთავარი პარამეტრის მიხედვით მზარდი და პოზიტიური შედეგები აჩვენა. 

2019 წელს ტერაბანკის აქტივების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, მოგებამ კი – 20 მილიონ ლარს. საცალო სეგმენტზე ბანკის დეპოზიტები 33%-ით, 92 მილიონი ლარით გაიზარდა და აღსანიშნავია, დეპოზიტების ნაზრდით ტერაბანკმა მთლიანად სექტორში მესამე პოზიცია დაიკავა. 

პოზიტიური დინამიკაა ნაჩვენები მომგებიანობის პარამეტრების თვალსაზრისითაც. კერძოდ, ROE – 15%, ROA კი – 2,04%. ორივე პარამეტრით ტერაბანკი 10 უმსხვილეს ბანკს შორის მეოთხე ადგილზეა. სტაბილურად იზრდება ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტის, მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელიც. 2019 წელს ამ მიმართულებით ზრდამ 84 მილიონი ლარი შეადგინა. 

გაუმჯობესებული მომგებიანობა და საკრედიტო პორტფელის ხარისხის ზრდა, ასევე კაპიტალისა და ლიკვიდურობის თვალსაზრისით ბანკის მიერ ნაჩვენები შედეგები 2019 წელს საერთაშორისო რეიტინგზეც აისახა. ავტორიტეტულმა სააგენტო Fitch Ratings-მა ტერაბანკს სტაბილური პროგნოზით გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B + მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო შეფასება ბანკის დადებით ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად, იმ  სტრატეგიასაც ეყრდნობა, რომელიც მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მიკრო და საცალო დაკრედიტებას ითვალისწინებს. 

“ტერაბანკი სტაბილურად მზარდი და წარმატებული ფინანსური შედეგების წარდგენას განაგრძობს. 2019 წლის მაჩვენებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მომხმარებლებისთვის საიმედო პარტნიორები ვართ და ჩვენ მიმართ ნდობა მაღალია”,- აღნიშნავს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.  

2019 წელი ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დისტანციური მომსახურების არხების დახვეწის თვალსაზრისითაც გამორჩეული  აღმოჩნდა. ტერაბანკმა ფიზიკური პირებისთვის მობაილბანკი განაახლა და იგი კიდევ უფრო კომფორტული და მრავალფუნქციური გახდა.  განსაკუთრებით ხაზგასასმელია ინოვაციური ტერა ბოტის დანერგვა, რომელიც პირველი ანალიტიკური ბოტია საქართველოში და მომხმარებლებს ფინანსურ ასისტენტობას უწევს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დისტანციურად განხორციელებული ტრანზაქციების წილი 83%-ს შეადგენს. 

2019 წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა ტერაბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ზაფხულში ბანკმა საფუძველი ახალ წამოწყებას, ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერას ჩაუყარა. წარმატებით განხორციელდა კამპანია “გახდი ტერამოგზაური”, რომელიც ტურიზმის სფეროში მოქმედი ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობდა. ამ მიმართულებით ბანკი სხვადასხვა ინიციატივას სამომავლოდაც გეგმავს. 

2020 წელს ტერაბანკის მთავარ სტრატეგიულ სეგმენტად კვლავაც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება რჩება. გაგრძელდება ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა,  ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზება და დისტანციური არხების განვითარება. იგეგმება კაპიტალის ალტერნატიული წყაროების შექმნაც, კერძოდ, უვადო ბონდების გამოშვება და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტიდან სუბორდინირებული სესხის მიღება. 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერაბანკის ფილიალების განახლებაც დასრულდება.

Previous Post

Georgian Airways-ის წილი ქართულ ბაზარზე

Next Post

ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

მაგდა დოლიძე

Next Post
ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result