Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ელ-სიგარეტებზე მითებს აქარწყლებს

by მაგდა დოლიძე
February 15, 2021
in ქართულად
0
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ელ-სიგარეტებზე მითებს აქარწყლებს
0
SHARES
0
VIEWS

ბლოგის ავტორია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს (PHE) მოწვეული ექსპერტი თამბაქოს პროდუქტებისა და თამბაქოს ზიანის შემცირების დარგში მარტინ დოკრელი (Martin Dockrell). ბლოგი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

ბევრს ალბათ წაგიკითხავთ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს (PHE) მიერ ელექტროსიგარეტების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში, ან გინახავთ მის შესახებ მედიაში მომზადებული მასალა. შეიძლება ითქვას, რომ ელექტროსიგარეტები ცოტათი მარმაიტის ჯემს წააგავს, რომელიც ასევე იწვევს უთანხმოებას, როგორც საზოგადოებაში ისე მედიაში.

გასაკვირი არ არის, რომ არსებობს მრავალი უზუსტობა და ცდომილება ელექტროსიგარეტების მოხმარების შესახებ. წინამდებარე ბლოგი განიხილავს რამოდენიმე ყველაზე გავრცელებულ მითს და მათ შესახებ წარმოადგენს ფაქტებს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევები, ისევე როგორც სხვა მრავალი აკადემიური ნაშრომი აჩვენებს, რომ ელექტროსიგარეტები, მართალია არ არიან ურისკო პროდუქტები, მაგრამ არსებული მტკიცებულებები ნათლად უსვამენ ხაზს, რომ  ისინი მოწევასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად მავნე ალტერნატივას წარმოადგენენ.

მიმოხილვაში გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების შეფასებები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთის სიმსივნეთა კვლევის ორგანიზაცია (Cancer Research UK), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია (Action on Smoking and Health), ექიმების სამეფო კოლეჯი (Royal College of Physicians), ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაცია (British Medical Association), ასევე აშშ-ის მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემია (National Academies of Sciences, Engineering, and Medicine).

მითი 1 – ელექტროსიგარეტები არ რეგულირდება და არ ვიცით რა შედის მათ შემადგენლობაში

დიდ ბრიტანეთში მოქმედებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები ელექტროსიგარეტებთან მიმართებით. 2016 წელს მიღებული რეგულაციების თანახმად (Tobacco and Related Products Regulations 2016), ელ-სიგარეტები უნდა აკმაყოფილებდეს როგორც შემადგენლობითა და უსაფრთხოების ზომებით, ასევე შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნებით სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. ამასთანავე, კანონმდებლობა ხაზს უსვამს, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია რათა, მან ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს .

პროდუქტის სრული შემადგენლობა მწარმოებლებმა უნდა გააცნონ დიდი ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ სააგენტოს (MHRA).

მითი 2 – ელექტროსიგარეტები მავნებელია, რადგანაც მათ შემცველობაში ნიკოტინი შედის

სოციოლოგიური კვლევები აჩვენებენ, რომ ათიდან ოთხი მწეველი ფიქრობს, რომ სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ნიკოტინი იწვევს. მაშინ როდესაც სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მატარებელია, ვიდრე ათობით სხვა ქიმიური ნივთიერება, რომელიც სიგარეტის კვამლში შედის.

ელექტროსიგარეტების ორთქლი არ შეიცავს კუპრსა თუ ნახშირბადის მონოქსიდს – თამბაქოს კვამლში შემავალ ორ ყველაზე მავნე ნივთიერებას, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული მძიმე დაავადებების განვითარებასთან.

ამასთანავე, ელექტროსიგარეტის ორთქლი შეიცავს სიგარეტის მოწევით გამოყოფილ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, თუმცა ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით, გაცილებით შემცირებული რაოდენობით.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო – ელექტროსიგარეტების შესახებ 

მითი 3 – ელ-სიგარეტების ორთქლის შესუნთქვა მავნეა გარშემომყოფთათვის

მტკიცებულებები აჩვენებს, რომ პასიური მწეველობა მავნეა და სწორედ ამიტომ, დიდ ბრიტანეთში მოქმედებს შესაბამისი კანონი, რომელიც კრძალავს დახურულ საზოგადეობრივი თავშეყრის ადგილებსა და სამუშაო ადგილებზე მოწევას.

თუმცა, ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით,  ეს აკრძალვები არ მოიცავენ ვეიპინგს და ორგანიზაცები თავისუფალნი არიან საკუთარი პოლიტიკის შემუშავებაში, საკუთარ ტერიტორიაზე, ელ-სიგარეტების გამოყენების შესახებ.

ელექტროსიგარეტების სითხე, ჩვეულებრივ, შედგება ნიკოტინის, პროპილენგლიკოლის ან/და გლიცერინის და არომატიზატორისგან.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს მიერ, 2018 წელს მომზადებულმა ანგარიშმა, ვერ გამოავლინა იდენტიფიცირებული რისკის „პასიური ვეიპინგთან“ მიმართებით.

თუმცა, ამასთანავე, სამინისტრო მიუთითებს, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ასთმა ან რესპირატორული სისტემის სხვა დაავადებები, შესაძლოა მგრძნობიარენი იყვნენ  ბუნებრივი გარემოს სხვადასხვა გამაღიზიანებლის მიმართ, როგორიცაა ყვავილის მტვერი, ცივი ჰაერი და სხვა. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო ურჩევს ორგანიზაციებს მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თუ საჭიროა, შეცვალონ მიდგომა ელ-სიგარეტების გამოყენების შესახებ პოლიტიკის შემუშავებისას.

მითი 4 – ელექტროსიგარეტებმა შესაძლოა, არასრულწლოვნებში თამბაქოს მოხმარების ზრდას შეუწყონ ხელი

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულა ანგარიშმა, ჯერჯერობით, ვერ აჩვენა ვერანაირი მტკიცებულება იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ელ-სიგარეტები ახალგაზრდა ადამიანებისათის მოწევის დაწყების გზას წარმოადგენს. კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების მხრიდან ელექტროსიგარეტების გამოყენებას მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი აქვს, თუმცა რეგულარული გამოყენება იშვიათია და მხოლოდ უკვე მწეველებისთვისაა დამახასიათებელი. ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის ახალგაზრდა პოპულაციაში მოწევის დამწყებთა რაოდენობა წლების განმავლობაში ინარჩუნებს დაღმავალ ტრენდს.

ასევე არ არსებობს მტკიცებულება იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ვეიპინგი „ნორმალიზებას უკეთებს მოწევას.“ უკანასკნელი წლების განმავლობაში – ანუ იმ პერიოდში, როდესაც ვეიპინგი შედარებით უფრო გავრცელებული გახდა, იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მოწევა „არ არის კარგი“ ასევე მზარდი ხასიათის მატარებელია.

რასაკვირველია, ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო მომავალშიც  გააგრძელებს სიგარეტებისა და ელექტროსიგარეტების გამოყენების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, ისევე როგორც მოწევის ტენდენციების მონიტორინგს.

მითი 5 – თამბაქოს ინდუსტრია, ელ-სიგარეტებს ტროას ცხენის მსგავსად იყენებს, რათა ადამიანებმა გააგრძელონ მოწევა

ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ელექტროსიგარეტები ადამიანებს უბიძგებენ მოწევის გაგრძელებისაკენ – დიდ ბრიტანეთში არსებული სურათი ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ელ-სიგარეტების მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც წარსულში მწეველები იყვნენ, გაცილებით გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში.

დიდ ბრიტანეთში, სადაც ელექტროსიგარეტების ზრდასრულ მომხმარებელთა რაოდენობა 3.2 მილიონს შეადგენს, მათმა ნახევარზე მეტმა მთლიანად დაანება მოწევას თავი. 770 000-მა მწეველმა თავი დაანება როგორც მოწევას, ასევე ვეიპინგსაც. ამავე დროს, დანებების წარმატების სტატისტიკური მონაცემები უმჯობესდება და ვხედავთ მწეველთა როდენობის აჩქარებულ კლებას, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში შეადგენს რეკორდულად დაბალ – 14.9%-ს. ამ მაჩვენებლით, დიდი ბრიტანეთი დასავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე კარგ პოზიციაზეა.

მითი 6 – ელექტროსიგარეტები მომხმარებლებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში არ ეხმარება

ჩვენი მიმოხილვისაგან დამოუკიდებლად,  2019 წლის თებერვალში, გამოქვეყნდა ჯანდაცვის კვლევების ეროვნული ინსტიტუტუტის (NIHR) დაფინანსებით ჩატარებული მსხვილი კლინიკური გამოკვლევის შედეგები. ნაშრომმა, რომელიც 900-მდე მონაწილეს აკვირდებოდა გამოავლინა, რომ მოწევისათვის თავის დანებების საშუალებებით სარგებლობისას,  სტანდარტული ელ-სიგარეტი იყო ორჯერ უფრო ეფექტური მოწევისათის თავის დანებებაში – იმ კომბინაციასთან შედარებით, რომელსაც თავად მწეველი ირჩევდა, ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიის ფარგლებში (NRT). 

მიმოხილვის მიგნებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ ბლოგი: E-cigarette evidence update – patterns and use in adults and young people.

 

Previous Post

როგორ აპირებს “მანნა“, გახდეს ეროვნული ბრენდი

Next Post

ახალი სუნთქვა

მაგდა დოლიძე

Next Post
ახალი სუნთქვა

ახალი სუნთქვა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result