Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

კორონავირუსის $1-მილიარდიანი დარტყმა ტრამპის ქონებას

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in მსოფლიო
0
კორონავირუსის $1-მილიარდიანი დარტყმა ტრამპის ქონებას
0
SHARES
0
VIEWS

1 მარტის მონაცემებით, დოკუმენტების განხილვასა და 50-ზე მეტ წყაროსთან საუბარში გატარებული თვეების შემდეგ, Forbes-მა დონალდ ტრამპის ქონება $3.1 მილიარდად შეაფასა. მერე ბაზრებმა კოლაფსი განიცადეს და ჩვენც ახლიდან შევუდექით საქმეს. მიახლოებით რომ გვენახა, რამდენად დააზარალა კორონავირუსმა პრეზიდენტის სიმდიდრე, მისი ბიზნესის ყოველი სეგმენტის შესაბამისი აქციების ფასების ცვლილებებს მივადევნეთ თვალი. კომერციული უძრავი ქონება ცალსახა ვარდნას განიცდიდა და რამდენიმე კომპანიის აქციები საშუალოდ 37%-ით დაცემულიყო 1 მარტიდან 18 მარტამდე მონაკვეთში. სწორედ ამ პერიოდში დავთვალეთ ქონებები ჩვენი მილიარდერთა რეიტინგისთვის. მსგავსმა ვარდნამ სასტუმრო კომპანიების, ბინათმფლობელებისა და გოლფის ბიზნესების ღირებულებაც შეამცირა. ჩვენ ამ მაჩვენებლებით ვიხელმძღვანელეთ და ვარდნები ტრამპის კორონავირუსამდელ მონაცემებს შევადარეთ, ცვლილებები კი ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად განვიხილეთ. მოკლედ, სურათი ასეთია: პრეზიდენტის ქონებამ $2.1 მილიარდი შეადგინა, რაც $1-მილიარდიანი კლებაა თვეზე უფრო მცირე ინტერვალში. ვითარება, ცხადია, შეიცვლება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი ინდექსი ელექტროკარდიოგრამასავით იქცევა. მაგრამ ნიუ- იორკის უძრავი ქონების ბროკერის, ერიკ ენტონის თქმით, „ეს ანალიზი კარგია, თანაც – ყოველმხრივ“.

რეზიდენციული უძრავი ქონება

500-ზე მეტი ერთეული ხუთ შტატში კორონავირუსამდე: $235 მილიონი პანდემიის შემდეგ: $148 მილიონი გაძლიერებული კარანტინი, მგზავრობის შეზღუდვა და თვითიზოლაცია შემცირებულ მყიდველებს ნიშნავს. „ნაკლები შანსია, მყიდველებმა ცხოვრების უმსხვილესი ფინანსური ინვესტიცია ვირტუალური ექსკურსიის შედეგად განახორციელონ”, – ამბობს ნიუ- იორკის რეზიდენციული უძრავი ქონების ექსპერტი, ჯონათან მილერი. ნაღდი ფული

კორონავირუსამდე: $160 მილიონი პანდემიის შემდეგ: $160 მილიონი ტრამპმა სააქციო ჰოლდინგები კარგა ხნის წინ მოიცილა თავიდან, დღეს კი, გათვლების თანახმად, $160 მილიონი აქვს უსაფრთხოდ შენახული ნაღდი ფულის ანგარიშებში, რაც, ამჟამად, მისი პორტფოლიოს ყველაზე ეფექტიანი კომპონენტია.

სასტუმრო ჰოლდინგები

სასტუმრო ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) და კურორტი მაიამიში კორონავირუსამდე: $107 მილიონი პანდემიის შემდეგ: $38 მილიონი მარტში, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრამპს მის ბიზნესზე კორონავირუსის გავლენასთან დაკავშირებით დასმული კითხვისთვის პასუხის გაცემა მოუხდა: „ვალებისგან თავისუფალი ვარ, ასე რომ, ეს კარგია“. თუმცა ვერ ვიტყოდით, რომ ეს ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) Trump International Hotel-სა და მაიამის Trump National Doral-საც ეხება. პირველის რემონტისთვის Deutsche Bank-მა ტრამპს $170 მილიონი გადასცა, მაიამის გოლფის კურორტისთვის კი $125 მილიონი, რამაც 2018-ის მოგების $9.7 მილიონი შეადგინა (გაზომილი შემოსავლის სახით პროცენტის, გადასახადებისა და ამორტიზაციის გარეშე). „ვალებისგან საკმაოდ არათავისუფლად ჟღერს“, – ამბობს სატუმრო სექტორის ანალიტიკოსი დენ ვაზიოლეკი.

სასტუმროთა ლიცენზირება და მენეჯმენტი

ბრენდინგისა და მენეჯმენტის გარიგებები ჰავაიში, ურუგვაიში, ინდოეთში და სხვაგან კორონავირუსამდე: $80 მილიონი პანდემიის შემდეგ: $42 მილიონი გასულ კვირებში Hilton-ის, Hyatt-ისა და Marriott-ის აქციათა ფასები 50%-ზე მეტად დავარდა. ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტის სასტუმრო ბრენდს გაცილებით უკეთ მისდიოდეს საქმე.

სხვა უძრავი ქონება და აქტივები

მარ- ა-ლაგო, Trump Tower-ის პენტჰაუზი, Trump Winery და სხვა აქტივები კორონავირუსამდე: $348 მილიონი პანდემიის შემდეგ: $295 მილიონი ტრამპის ყველაზე კაშკაშა ნადავლი მარ- ა-ლაგოა – პალმ- ბიჩის კლუბი. ის (და მისი ღირებულება) უფრო მილიარდერის სათამაშოდ განიხილება, ვიდრე ოპერაციულ ბიზნესად, რაც მას შედარებით უვნებელს ტოვებს ამ მოულოდნელად შეცვლილ ვითარებაში.

გოლფის მოედნები

ათი გოლფის კლუბი აშშ- -ში, სამი – ევროპაში კორონავირუსამდე: $271 მილიონი პანდემიის შემდეგ: $217 მილიონი ერთი კარგი ამბავი: გოლფის მოედანზე ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება ადვილია. ერთიც ცუდი: ძვირ კლუბებს საქმე კარგად არ მისდით რეცესიების დროს. „პირველი, რასაც რაციონიდან იღებენ, გოლფისთვის განკუთვნილი ბიუჯეტია”, – ამბობს გოლფის საბროკერო ფირმა Fairway Advisors-ის მმართველი დირექტორი, ჯეფ დევისი.

Previous Post

TikTok’s parent company reportedly saw $5.6 billion in revenue during the first three months of 2020

Next Post

HSBC-მა თანამშრომელთა მასობრივი გაშვების გეგმა განაახლა

მაგდა დოლიძე

Next Post
HSBC-მა თანამშრომელთა მასობრივი გაშვების გეგმა განაახლა

HSBC-მა თანამშრომელთა მასობრივი გაშვების გეგმა განაახლა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result