Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

პროგრამა Social Impact Award 2020-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in კომპანიები
0
პროგრამა Social Impact Award 2020-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს. 

პროგრამის ფარგლებში 94 საკონკურსო განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ, მათ შორის, ექვსი საუკეთესო პროექტი შეარჩია. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, რეგიონების გაძლიერების მიზნით, ძირითადი ფინალისტების გარდა საქართველოს რეგიონებიდან დამატებით  ოთხი ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.

ათივე ფინალისტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და  მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნესგეგმებს შეიმუშავებენ. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

2020 წლის ფინალისტი პროექტებია:

  • Qandle – ონლაინ სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ონლაინ კურსები. სწავლება ხდება Live Video-ს მეშვეობით.
  • Village 200 (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურეობას.
  • ge – პლატფორმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.
  • World United Care – საერთაშორისო პლატფორმა/ფონდი,  რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს  განათავსოს პროექტი და მიიღოს დაფინანსება ან დონაცია.
  • UnLimited – აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება რუკაზე ნახოს თუ რამდენად ადაპტირებულია ესა თუ ის ობიექტი შშმ პირთათვის.
  • Green Space – უბრანულ მაღლივ შენობებში განთავსებული ვერტიკალური ფერმა, სადაც შესაძლებელი იქნება ჯანსაღი პროდუქციის მოყვანა, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.
  • ბაბახი (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – ქართული წარმოების ბიოდეგრადირებადი კონფეტი (confetti), რომელიც არ ახდენს გარემოზე მავნე ზეგავლენას.
  • თაფლი ლეჩხუმიდან (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) – პროექტი ხელს უწყობს ლეჩხუმში მეფუტკრეობის განვითარებას და გვთავაზობს ადგილობრივ, ნატურალურ თაფლს, რომლის დამზადებაზეც ადგილობრივი ახალგაზრდები იმუშავებენ.
  • ცოდნის ქარხანა (ქვემო ქართლი) – პროექტის იდეაა, სადღვები კარაქის წარმოება სოფელში მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების მიერ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის ქართული ენის შესწავლას.
  • კერია (გურია) – მულტიფუნქციური კაფე-გალერეა, სადაც დასაქმდებიან შშმ პირები.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, წელს Social Impact Award სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრების სერია უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 580 ახალგაზრდა დარეგისტრირდა.

Social Impact Award ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში პარალელურად მიმდინარეობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე.

პროგრამა მეორე წელია ხორციელდება გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

Previous Post

საინფორმაციო ტექნოლოგია უძრავ ქონებაში

Next Post

BMG ახალ პროექტს იწყებს – ინგლისურენოვანი ყოველკვირეული გადაცემა The CheckPoints

მაგდა დოლიძე

Next Post
BMG ახალ პროექტს იწყებს – ინგლისურენოვანი ყოველკვირეული გადაცემა The CheckPoints

BMG ახალ პროექტს იწყებს – ინგლისურენოვანი ყოველკვირეული გადაცემა The CheckPoints

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Recent News

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result