Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

ინჟინერია საზღვრებს მიღმა

by იზა გვარამაძე
October 20, 2025
in ბიზნესი, ყველა სიახლე
0
ინჟინერია საზღვრებს მიღმა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
უკვე ათწლეულზე მეტია, „მეპერსი“ ადგილობრივ ბაზარს საინჟინრო კომუნიკაციების სრულ პროექტირებას, წამყვანი ბრენდების აღჭურვილობის მიწოდება–მონტაჟს და შემდგომ სერვისებს სთავაზობს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის წყალობით, კომპანიამ უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა საქართველოში. ახლა კი „მეპერსი“ ახალ ეტაპზე გადადის  – თავის პირველ საერთაშორისო პროექტს ერევანში, Dalan Technopark-ის ინოვაციურ ბიზნესცენტრში იწყებს.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

MEP-საინჟინრო სამუშაოები ნებისმიერი თანამედროვე შენობის საფუძველს წარმოადგენს, რადგან სწორედ ეს სისტემები უზრუნველყოფს მის ფუნქციურობას, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობას. მექანიკური, ელექტრო- და სანტექნიკური სისტემების სწორად დაგეგმვა და დამონტაჟება არა მხოლოდ შენობის ტექნიკურ გამართულობას განსაზღვრავს, არამედ – მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და მდგრადობასაც.

სწორედ ამ მისიისადმი ერთგულებამ განაპირობა „მეპერსის“ სწრაფი განვითარება – კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 150-ზე მეტი მასშტაბური პროექტი წარმატებით განახორციელა. „მეპერსმა“ ახალ გამოწვევად რეგიონში გაფართოება დაისახა, საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უკვე ერევანში 150,000 კვ/მ  ფართობზე დაგეგმილ, 110-მეტრიან Dalan Technopark-ის ინოვაციურ ბიზნესცენტრში წარმოაჩენს.

„სომხეთის ბაზარზე „მეპერსი“ შევიდა მიზნად დასახული გეგმით – გავავრცელოთ ის მაღალი საინჟინრო სტანდარტი, რომელიც საქართველოში წარმატებით გვაქვს დანერგილი“, – გვეუბნება კომპანიის გენერალური დირექტორი, ივა კონტრიძე. მისივე თქმით, ამ პროექტმა „მეპერსი“ არა მხოლოდ დაამკვიდრა ახალ ბაზარზე, არამედ კომპანიას მისცა შესაძლებლობა, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომები რეგიონულ ასპარეზზე გაეტანა.

როდესაც „მეპერსმა“ დაინახა, რომ საქართველოში MEP-ბაზარი უკვე კარგად იყო გაჯერებული, საკუთარ თავს გამოწვევად ახალი მიზანი დაუსახა – რეგიონში განვითარებადი ბაზრებისთვის მიეკვლია. ასეთი კი სომხეთი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო წლებში აღნიშნული მიმართულებით სწრაფად დაიწყო განვითარება.

ბაზრის უპირატესობებს შორის რესპონდენტი ახალი ინვესტიციების ნაკადსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მზარდ რაოდენობას ასახელებს, რაც, მისივე თქმით, ინჟინერიას უფრო მასშტაბურ პერსპექტივას აძლევს. „ამ პროცესში ვხედავთ შესაძლებლობას, გადავიტანოთ ჩვენი ცოდნა რეგიონში და გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა საქართველოსა და სომხეთის ბაზრებს შორის“, – დასძენს იგი.

აღნიშნული მისიის შესრულებას კომპანია Dalan Technopark-ის მასშტაბური პროექტით იწყებს, რომელიც რეგიონში ინოვაციის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ის სრულფასოვანი ბიზნესეკოსისტემის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს წამყვანი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების რეგიონულ ოფისებს, ბიზნესლაუნჯებს, შეხვედრების ოთახებს, საკონფერენციო დარბაზებსა და საერთო სამუშაო სივრცეებს. გარდა ამისა, კომპლექსში განლაგდება დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, მათ შორის რესტორნები, კაფეები და მწვანე სივრცეები, ​​სამუშაო დღის შემდეგ შეკრებებისა და სხვადასხვა განსატვირთი აქტივობისთვის.

ამ მრავალფეროვან ეკოსისტემაში MEP-საინჟინრო სამუშაოები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მექანიკური, ელექტრო- და სანტექნიკური სისტემა უნდა იყოს ინტეგრირებული ისე, რომ შენობის ყველა ნაწილი ფუნქციონირებდეს ოპტიმალურად, უზრუნველყოს კომფორტი და უსაფრთხოება თანამშრომლებისა თუ სტუმრებისთვის, შექმნას მდგრადი ინფრასტრუქტურა მთელი კომპლექსის მასშტაბით.

ამის უზრუნველსაყოფად კი „მეპერსი“ პროექტში საინჟინრო კომუნიკაციების სრულ ციკლს განახორციელებს – საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს მექანიკური, ელექტრული, სუსტი დენების, წყალგაყვანილობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, მსგავს კომპლექსზე მუშაობა, ერთი მხრივ, „მეპერსისთვის“ გამოწვევაა, მეორე მხრივ კი, შესაძლებლობა, ახალ ბაზარზე თავი რეგიონული მნიშვნელობის პროექტით დაიმკვიდროს, რომელიც საერთაშორისო LEED- და BOMA-სტანდარტებს შეესაბამება. თუმცა კომპანიაში ეს გამოწვევა არ აშინებთ, რადგან, როგორც აღნიშნავენ, საერთაშორისო სტანდარტებს მათ მიერ განხორციელებული ყველა პროექტი აკმაყოფილებს.

„ჩვენი ყველა პროექტი ენერგოეფექტურობისა და ეკოლოგიური მდგრადობის სტანდარტებს პასუხობს. ვიყენებთ მხოლოდ საერთაშორისო სერტიფიცირებულ მასალებს, ვაკონტროლებთ CO-სა და ჰაერის ხარისხს, რათა გარემო იყოს უსაფრთხო ადამიანებისა და ეკოსისტემისთვის. ISO 9001:2015 სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ჩვენი შიდა პროცესები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“, – გვეუბნება ივა კონტრიძე და დასძენს, რომ ასეთ საპასუხისმგებლო პროექტში „მეპერსისთვის“ ნდობის გამოცხადება სწორედ ამას უკავშირდება.

„მეპერსის“ ხარისხის უკან კი საერთაშორისო გამოცდილების პროფესიონალთა გუნდი დგას, რომელიც დაახლოებით 100 მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს – ინჟინრებს, პროექტ-მენეჯერებსა და ტექნიკურ ექსპერტებს, რომლებიც მუდმივად გადიან ტრენინგებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„ჩვენთვის ინჟინერია მხოლოდ პროფესია არ არის – ეს შემოქმედებაა ტექნოლოგიაში“, – აღნიშნავენ კომპანიაში და „მეპერსის“ უნიკალურობად სწორედ ამ შემოქმედებით მიდგომას მიიჩნევენ: ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას გუნდი ეძებს არასტანდარტულ გზებს, სადაც ტექნოლოგიური ცოდნა და გამოცდილება თანხვდენილია. ტრადიციული მიდგომების გადაფასება, მოვლენების მრავალმხრივი ხედვა და უახლესი ტექნოლოგიების სრულყოფილი ცოდნა საშუალებას აძლევს კომპანიას, მუდმივად მყარი ნაბიჯები გადადგას მომავალში და თანამედროვე, ეფექტიანი და ინოვაციური გადაწყვეტილებები უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზოს.

აქედან გამომდინარე, კომპანიის ხედვა განვითარებასა და გაფართოებაზეა ორიენტირებული, პირველ რიგში – რეგიონული მასშტაბით. სომხეთის შემდეგ „მეპერსი“ აქტიურად აფასებს შესაძლებლობებს კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ  – ყველგან, სადაც თანამედროვე MEP-სერვისებზე მოთხოვნა მაღალია.

„ჩვენი მიზანია, გუნდის საერთაშორისო გამოცდილება გადავიტანოთ იქაც, სადაც ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებები ჯერ მხოლოდ ყალიბდება, მომხმარებლებს დავანახოთ MEP-გამოწვევების გადაჭრის შემოქმედებითი და ტექნოლოგიური გზები და გავხდეთ მათი გრძელვადიანი პარტნიორები“, – აღნიშნავს „მეპერსის“ გენერალური დირექტორი.

S

Previous Post

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

Next Post

პაკისტანი და ავღანეთი დოჰაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

იზა გვარამაძე

Next Post
პაკისტანი და ავღანეთი დოჰაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

პაკისტანი და ავღანეთი დოჰაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result