Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკი x თბილისის მშრალი პორტი: 22-მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ცვლის რეგიონულ ლოგისტიკას

by იზა გვარამაძე
October 15, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკი x თბილისის მშრალი პორტი: 22-მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ცვლის რეგიონულ ლოგისტიკას
0
SHARES
0
VIEWS

გეოგრაფიული მდებარეობა ყოველთვის იყო საქართველოს უდიდესი უპირატესობა. ისტორიულად, ჩვენი ქვეყანა აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, დღეს კი ეს პოტენციალი თანამედროვე ინფრასტრუქტურით რეალიზდება.

წარმოიდგინეთ ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც აერთიანებს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო მარშრუტებს, ამცირებს ტვირთების მიწოდების დროს და საქართველოს აქცევს ევრაზიის სატრანზიტო დერეფნის ცენტრალურ კვანძად. სწორედ ეს არის თბილისის მშრალი პორტი (TDP – Tbilisi Dry Port) – მულტიმოდალური ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც უკვე ცვლის რეგიონის სატრანსპორტო რუკას.

რა არის მშრალი პორტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ლოგისტიკური ტერმინალი ხმელეთზე, რომელიც საზღვაო პორტის ფუნქციებს ასრულებს. ის რკინიგზით და საავტომობილო გზით პირდაპირ არის დაკავშირებული ფოთისა და ბათუმის პორტებთან, რაც ტვირთების დედაქალაქში სწრაფ და ეფექტიან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ეს ამცირებს დამოკიდებულებას საავტომობილო ტრანსპორტზე და განტვირთავს საზღვაო პორტებს. ასევე დედაქალაქის გარდა ემსახურება აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებს და მეზობელი ქვეყნების ტვირთნაკადებს.

პროექტის მასშტაბი: ციფრები და პარტნიორები

პროექტი ქინძმარაულის ქუჩაზე, 28 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ვითარდება. მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 22 მილიონი დოლარია, საიდანაც 15 მილიონი საქართველოს ბანკის დაფინანსებაა.

პროექტის სანდოობასა და საერთაშორისო მასშტაბს განაპირობებენ მისი სტრატეგიული ინვესტორები:

  • Abu Dhabi Ports Group (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) – გლობალური ლიდერი პორტების, ლოგისტიკისა და ინდუსტრიული ზონების მართვაში
  • Wilhelmsen Ports Services SA (ნორვეგია) – 160-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის გიგანტი
  • Inveco (საქართველო) – ადგილობრივი სტრატეგიული საინვესტიციო კომპანია

4 მთავარი სარგებელი ბიზნესისთვის (I ფაზა)

პროექტის პირველი ფაზა უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და ბიზნესს სთავაზობს შემდეგ კონკრეტულ უპირატესობებს:

  • სისწრაფე და პროგნოზირებადობა: ტვირთები საზღვაო პორტებიდან პირდაპირ რკინიგზით, სპეციალური ბლოკ-მატარებლების საშუალებით, შემცირებულ დროში ჩამოდის თბილისში.
  • ხარჯების შემცირება: გამარტივებული ლოგისტიკა და დროის ეკონომია პირდაპირ აისახება ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებაზე, ვინაიდან ზოგადად რკინიგზით ტრანსპორტირება ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული ვიდრე საავტომობილო გზით.
  • გაფართოებული სატრანზიტო შესაძლებლობები: პორტი იძლევა საშუალებას, ტვირთები სარკინიგზო ან საავტომობილო გზით მიიღოთ არა მხოლოდ შავი ზღვის პორტებიდან, არამედ პირდაპირ ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან „შუა დერეფნის“ (სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის) გავლით, ასევე აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
  • „ერთი ფანჯრის“ პრინციპი: ტვირთის მიღება, გადატვირთვა, დასაწყობება და საბაჟო პროცედურები ერთ, ორგანიზებულ სივრცეში ხორციელდება.

II ფაზა და ახალი შესაძლებლობები

პირველი ფაზის წარმატებამ და ბიზნესის მაღალმა ინტერესმა განაპირობა განვითარების შემდეგი ეტაპის დაწყება, რომელიც პორტის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის:

  • A-კლასის საწყობი: იწყება 10,000 კვ.მ. ფართობის თანამედროვე, A-კლასის დახურული საწყობის მშენებლობა, რაც გულისხმობს უმაღლესი სტანდარტის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასაწყობე სივრცეს შესაბამისი ტექნიკით და უსაფრთხოების მაღალი დონით.
  • გაორმაგებული გამტარუნარიანობა: პორტის სიმძლავრე წლიურად 100,000-დან 200,000 TEU-მდე გაიზრდება (Twenty-foot Equivalent Unit – სტანდარტული 20-ფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტი, რომელიც ტვირთბრუნვის გასაზომად გამოიყენება).
  • ავტომობილების იმპორტის სერვისი: უახლოეს მომავალში პორტი დაიწყებს მეორადი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავებას. ამისთვის უკვე მოეწყო 1,000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი, საბაჟო კონტროლის სადგომის ზონა და ცალკე გამშვები პუნქტი, რაც პროცესს გაამარტივებს და გააიაფებს. აღნიშნული სერვისის მიღება პირველად იქნება შესაძლებელი თბილისში, რაც ადგილობრივ ავტოიმპორტიორებს კიდევ მეტად დაეხმარება თავიანთი ბიზნესის განვითარებაში.
  • ფინანსური სერვისები ადგილზე: მომხმარებლების კომფორტისთვის, პორტის ადმინისტრაციულ ოფისში ოპერირებას დაიწყებს საქართველოს ბანკის ფილიალი.
  • საკანონმდებლო ბაზა: მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მშრალი პორტის ცნება საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს, რაც სექტორის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს და საშუალებას მისცემს საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებს კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ საქართველოზე გამავალი მარშრუტები.

თბილისის მშრალი პორტი არის პრაქტიკული პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა აქციოს საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა რეალურ ეკონომიკურ სარგებლად.

პროცესები, რომლებიც აქამდე გაუთვალისწინებელ ხარჯებთან და დროის კარგვასთან ასოცირდებოდა, თბილისში გადმოტანით პროგნოზირებადი და ეფექტიანი ხდება. ეს ცვლის არა მხოლოდ ტვირთის გადაადგილების ლოგიკას, არამედ ბიზნესის კეთების მიდგომას – აქცენტი კეთდება სისწრაფეზე, მოქნილობასა და გლობალურ ბაზრებზე მარტივ წვდომაზე.

საბოლოო ჯამში, ეს არის ახალი რეალობა, რომელიც დედაქალაქიდან მთელ რეგიონზე ვრცელდება.

S

Previous Post

მილიარდერები, რომელთა ქონებაც წელს AI-გარიგებების გავლენით ყველაზე მეტად გაიზარდა

Next Post

სექტემბერში ფულადი გზავნილები 12.1%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

იზა გვარამაძე

Next Post
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

სექტემბერში ფულადი გზავნილები 12.1%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result