Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ეკონომიკა

კასპიის ენერგეტიკული ფორუმი 2025 — რა გელოდებათ ღონისძიებაზე? 

by იზა გვარამაძე
September 2, 2025
in ეკონომიკა, ეკონომიკა, ინდუსტრია, რეგიონი, სიახლეები, ფინანსები, ღონისძიებები, ყველა სიახლე
0
კასპიის ენერგეტიკული ფორუმი 2025 — რა გელოდებათ ღონისძიებაზე? 
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს Forbes Georgia და Caspian Energy Club-ი რეგიონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი Hilton Batumi-ში გაიმართება და აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და შავი ზღვა–კასპიის რეგიონიდან 100-ზე მეტ მაღალი რანგის სტუმარს უმასპინძლებს.

ღონისძიების მთავარი მიზანია, კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაეხმაროს რეგიონში ეკონომიკური, ლოგისტიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიზნესგამოწვევების გადაჭრასა და საპორტო თუ სატრანსპორტო ინოვაციური პროექტების წახალისებაში. 

ფორუმი დავოსის ფორმატში ჩატარდება და მოიცავს მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, CEO-ტურს, რეგიონული ნეტვორკინგისა და გრძელვადიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას. დამსწრეებს შორის იქნებიან კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასოციაციების, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ენერგეტიკის დარგის პროფესიონალები.

Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა და სს Media Partners-ის  დირექტორმა, შოთა დიღმელაშვილმა და Caspian Energy Club-ის მმართველმა დირექტორმა, გიუნელ გულიევამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 

შოთა დიღმელაშვილის თქმით, ეს პარტნიორობა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის კერძო სექტორებში ახალი ინტელექტუალური თუ ეკონომიკური დიალოგის დასაწყისია და oს მადლობას უხდის Caspian Energy Club-ს ფორუმისთვის, რომელიც გარდამტეხ იდეებს რეალურ შედეგებად აქცევს. გიუნელ გულიევამ კი აღნიშნა, რომ Forbes Georgia-სთან პარტნიორობა წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონული ძალისხმევის გასაერთიანებლად, ხელს უწყობს მდგრადი მედიასისტემისა და გრძელვადიანი საკომუნიკაციო განრიგის შექმნას.

ღონისძიების მხარდამჭერებს შორის არიან აზერბაიჯანის ბიზნესასოციაცია და სხვა რეგიონული ბიზნესორგანიზაციები. ფორუმის სპონსორები არიან: PASHA Bank, Socar, CMC, Achar Energy, CCEH,  Caspian Service.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.

კასპიის ენერგეტიკულ ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან:  

  • თელმან ალიევი ­– Caspian Energy Club-ის თავმჯდომარე;
  • ოსმან ჩალისკან ­– Georgia Business Council and Georgia International Investors Association, DEIK Türkiye-ის თავმჯდომარე;
  • გური ქოიავა ­– Forbes Georgia-ს წარმომადგენელი;
  • მაია მელიქიძე ­– GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.
  • რამილ იმამოვი – PASHA Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, PASHA Bank Georgia-ს CEO. 

ღონისძიებაზე იქნება ორი მოხსენება და სამი პანელური დისკუსია. პირველი მოხსენების თემაა საქართველო, როგორც სტრატეგიული ენერგეტიკული კორიდორი, ხოლო სპიკერი გიორგი აბრამიშვილი – საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე და Energysolutions-ის მმართველი პარტნიორი. მეორე მოხსენების თემა კი ESG-ია, მომხსენებელი: ნანა ბერძენიშვილი – Caucasus Clean Energy Holding CCEH-ის ESG-ისა და მდგრადობის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება პანელურ დისკუსიებს, პირველი მათგანის თემა მწვანე ენერგია: წარმოება, ტრანსმისია, ფინანსირებაა, მონაწილეები კი არიან:

  • ლევან ვეფხვაძე ­– საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი (მოდერატორი);
  • ჩაღათაი ულქერი ­– Eksim Holding-ის Achar Energy-ის გენერალური დირექტორი;
  • ელმირ მუსაევი ­– SOCAR Green-ის გენერალური დირექტორი;

მეორე პანელური დისკუსიის თემაა ენერგია და ტექნოლოგია: ახალი მოდელები ჭკვიანი ინფრასტრუქტურისა და ინოვაციებისთვის. მონაწილეები არიან:

  • დავით ციცქიშვილი ­– Tstitsko Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი (მოდერატორი);
  • თორნიკე დარჯანია ­– Helios Energy-ის დამფუძნებელი და მზის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელი;
  • მურმან პატარაია ­– Biodiesel Georgia LLC-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი;
  • ლევან კოკაია ­– GREDA-ს იურისტი.

მესამე პანელური დისკუსიის თემაა ინვესტირება მწვანე ენერგიის მომავალში: რას უნდა ხედავდნენ გლობალური ინვესტორები, მონაწილეები კი არიან:

  • მაია მელიქიძე ­– GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი (მოდერატორი);
  • ნადირ ბაბაზადე ­– ABB Invest Investment Company-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • მარიამ ჩახვაშვილი ­– Galt & Taggart-ის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი
  • ანდრო თვალიაშვილი ­– TBC Capital-ის ვიცე-პრეზიდენტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიება მოიაცავს CEO-ტურებს ენერგოსაწარმოებში, ფორუმი კი ნეტვორკინგითა ვახშამით დასრულდება.

ცნობისთვის, Forbes-ის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი საქართველოში სს Media Partners-ია და ბეჭდვით და ციფრულ გამოცემებთან ერთად, ის ავითარებს Forbes-ის ბრენდული ღონისძიებების მიმართულებას, ორგანიზებას უწევს კონფერენციებსა და სპეციალურ სარედაქციო პროექტებს, რომლებიც ინოვაციაზე, ლიდერობასა და ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული.

კასპიის ენერგეტიკული ფორუმის ინიციატორი კი Caspian Energy Club-ია, რომელიც უკვე 22 წელზე მეტია, ფუნქციონირებს, აერთიანებს 50 ქვეყნის 5,000-ზე მეტ კომპანიას და მიზნად ისახავს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას. ორგანიზაციის ოფისები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიცაა. ენერგეტიკული ფორუმი, როგორც წესი, ტარდება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქეთსა და საქართველოში. წლევანდელ ლოკაციად ბათუმი მისი გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო შეირჩა. 

Previous Post

ევროპულ ბაზრებზე Tesla-ს გაყიდვები მერვე თვეა, მცირდება – ტენდენცია მხოლოდ სამ ქვეყანაში დაირღვა

Next Post

Caspian Energy Forum 2025 — What to Expect

იზა გვარამაძე

Next Post

Caspian Energy Forum 2025 — What to Expect

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result