Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პრესრელიზი

 Alpha Architecture-ის ბათუმის ჭადრაკის სასახლის პროექტმა A’ Design Award-ი მიიღო

by იზა გვარამაძე
August 25, 2025
in პრესრელიზი, სიახლეები, ყველა სიახლე
0
 Alpha Architecture-ის ბათუმის ჭადრაკის სასახლის პროექტმა A’ Design Award-ი მიიღო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“ეს ახალი სტილი და ახალი სიტყვაა არქიტექტურაში“, – სწორედ ასე დაახასიათეს Irakli Emiridze • Alpha Architecture -ის გამარჯვებული პროექტი ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე A’Design Award & Competition.

კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და ავლენს საუკეთესო საერთაშორისო პროექტებს. ამჯერად კი ეს საყოველთაო აღიარება ქართულმა კომპანიამ Alpha Architecture დაიმსახურა. კომოში, Teatro Sociale-ს ისტორიულ შენობაში გამართულ ცერემონიაზე ალფა არქიტექტურამ ხარისხისა და ინოვაციისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო, ჯილდო გადაეცა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ირინა ჭყონიას.

Alpha Architecture-ის ეს გამორჩეული პროექტია ბათუმის ჭადრაკის სასახლე. პროექტმა თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რაც Alpha Architecture-ისთვის ორმაგად სასიხარულოა. ბათუმის ჭადრაკის სასახლე პირველ რიგში სწორედ ქვეყანას ეკუთვნის და მისი ეროვნული ინტერესების განვითარებას ემსახურება. 

უნიკალური დიზაინის მქონე შენობა მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია და მისი არსით საერთაშორისო მასშტაბის პროექტია. ის უმასპინძლებს ჭადრაკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან, აქ ჩატარდება მსოფლიო დონის საჭადრაკო ტურნირები და გამოფენები. ეს ყოველივე დადებითად აისახება როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე, ისე კონკრეტულად საჭადრაკო ტურიზმის განვითარებაზე.

შენობის კონცეფცია სრულად ეფუძნება ჭადრაკს, რის შესამჩნევადაც აუცილებელი არ არის პროფესიონალური ხედვა. სათამაშო დაფის ალუზია, კვადრატული უჯრები, თუ შავ–თეთრი ელემენტები ქმნიან პირდაპირ ასოციაციას ჭადრაკთან. ეს ისახება როგორც შენობის ფასადზე და მოცულობაზე, ისე ინტერიერზე.

ბათუმის ჭადრაკის სასახლე, მიუხედავად მისი მასშტაბისა, ჰარმონიულად ერწყმის გარემოს, სწორედ ისე, როგორც პარკში გადაშლილი ჭადრაკის დაფა. სიმბოლურია, რადგან თუ შენობას ზემოდან დახედავთ, ის სწორედ ჭადრაკის გადაშლილ დაფას მოგაგონებთ. სახურავი დაფის მსგავსად უჯრებად არის დაყოფილი: ნაწილი მწვანე გადახურვის, ხოლო ნაწილიც მზის პანელების სახით, რაც თავის მხრივ პროექტის ენერგოდამოუკიდებლობისთვისაა განკუთვნილი.

შენობის დაფის ამ ორი ნაწილის შუაში მინით შეფუთული ზამთრის ბაღია, რომელიც მწვანე მოსასვენებელი სივრცეა ადამიანებისთვის.

გამორჩეულია შენობის შესასვლელიც, რომელშიც შეგეგებებათ ბრინჯაოსფერი ჭადრაკის ფიგურა – ეტლი (ტურა). ეს მასშტაბური სკულპტურული ინსტალაცია კიდევ ერთი გამოკვეთილი კავშირია ჭადრაკთან და ამავდროულად საოცრად აცოცხლებს ფასადს. 

შენობაში 2 სატურნირო დარბაზისა (თითოეული 600 კვ.მ.) და 8 სამეცადინო ოთახის გარდა, განთავსებულია 3 ადმინისტრაციული, 2 სამედიცინო და ერთიც 20 მონაწილეზე გათვლილი საკონფერენციო ოთახი.

ამას გარდა, ბათუმის ჭადრაკის სასახლეში ინტეგრირებულია სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები: სპორტულ–ლიტერატურული სივრცე, საგამოფენო სივრცე,  კვების ობიექტი, საჭადრაკო ბიბლიოთეკა და სპორტული მაღაზია. 

აგრეთვე შენობაშია სასტუმროს 15 ორადგილიანი ნომერი და ასევე  შშმ პირებისთვის ადაპტირებული 2 ნომერი. სასტუმროს მობინადრეებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიტნეს დარბაზითაც. 

საქართველოს მდიდარი საჭადრაკო ისტორია აქვს, რაც ყოველთვის იყო ქართველების სიამაყის ერთ–ერთი გამორჩეული მიზეზი. პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ ბათუმის ჭადრაკის სასახლეც ასეთივე საამაყო გახდება მთელი ქვეყნისთვის და აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე. 

Previous Post

ტრამპის ტარიფებმა აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი $4 ტრილიონით შეიძლება შეამციროს

Next Post

ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ოფიციალურად მილიარდერია

იზა გვარამაძე

Next Post
ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ოფიციალურად მილიარდერია

ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ოფიციალურად მილიარდერია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result