Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში წლის უმსხვილესი გარიგება თიბისი კაპიტალის ჩართულობით განხორციელდა – ინტერვიუ ოთარ შარიქაძესთან

by იზა გვარამაძე
აგვისტო 14, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში წლის უმსხვილესი გარიგება თიბისი კაპიტალის ჩართულობით განხორციელდა – ინტერვიუ ოთარ შარიქაძესთან
0
SHARES
0
VIEWS

აგვისტოში საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა – „სილქ როუდ ჯგუფმა” “აჭარა ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობა შეიძინა. სექტორის ორ უმსხვილეს კომპანიას შორის შეთანხმება თიბისი კაპიტალის ჩართულობით განხორციელდა. ტრანზაქციის დეტალებსა და შერწყმა/შეძენის მიმართულების განვითარებაზე თიბისი კაპიტალის დირექტორმა ოთარ შარიქაძემ ისაუბრა.

რა იყო თიბისი კაპიტალის როლი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან და მსხვილ გარიგებაში?

თიბისი ჯგუფს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარული ვარ, რომ მათ შორის გარიგებაც სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა – ჩვენ ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის ფუნქცია გვქონდა. თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის მეშვეობით შეთანხმება ორ თვეზე ნაკლებ დროში განხორციელდა, რაც უჩვეულოდ მოკლე ვადაა შერწყმა-შეძენის(M&A) ტრანზაქციებისთვის. M&A ტრანზაქციებში ჩვენი გუნდის ჩართულობა მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობას, კლიენტისთვის შესაბამისი სტრატეგიული რჩევის გაცემას, ტრანზაქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცესის მართვასა და  ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.  ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებთან ერთად შერწყმა/შეძენის გარიგებაზე მუშაობა ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

რას ცვლის ეს გარიგება როგორც სტუმამასპინძლობის, ასევე შერწყმა/შეძენის ბაზარზე?

საქართველოში შერწყმა/შეძენის სექტორი მაღალი აქტივობით არ ხასიათდება – M&A-ზე მეტად, კომპანიები ორგანულ ზრდას ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ მსგავსი გარიგებები კარგი მაგალითი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე აქტივის გამყიდველებისთვის: ერთი მხრივ, ინვესტორები დაინახავენ, რომ სტრატეგიული ინვესტიციები შეიძლება იყოს გაფართოებისა და ახალ ბაზარზე შესვლის სწრაფი და ეფექტიანი გზა; მეორე მხრივ, ბიზნესის გაყიდვის მსურველები დარწმუნდებიან, რომ აქტივის სწორად პოზიციონირება ზრდის მაღალხარისხიანი მყიდველების მოძიების ალბათობას. თიბისი კაპიტალის M&A დეპარტამენტში სწორედ ამაზე ვმუშაობთ – ვაკავშირებთ გამყიდველსა და მყიდველს ერთმანეთთან და ვეხმარებით ტრანზაქციის წარმატებით დასრულებაში.

რა გამოცდილება დააგროვა წლების განმავლობაში თიბისი კაპიტალმა შერწყმა/შეძენის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე?

ჩვენი გუნდი კლიენტებს მუდმივად ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში. 4 წელია, რაც  თიბისი კაპიტალში M&A დეპარტამენტი შეიქმნა და ამ პერიოდის განმავლობაში 9 გარიგების წარმატებით დახურვა შევძელით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გამოცდილება სცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს ტრანზაქციებს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის უკრაინასა და უზბეკეთში; ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის M&A ტრანზაქციები გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა სექტორში: სტუმარმასპინძლობა, ფინტექი, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, უძრავი ქონება და სხვა.

როგორია თიბისი კაპიტალის სამომავლო ხედვა ამ მიმართულებით – როგორ აპირებთ განვითარებას?

თიბისი კაპიტალი მუდმივად მუშაობს მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სწორედ ამიტომ ვავითარებთ შერწყმა/შეძენის ბაზარს საქართველოში. M&A ტრანზაქციები კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მსგავსი შეთანხმებები სწორედ პროფესიონალი შუამავლებისა და მრჩევლების ჩართულობით ხორციელდება – მრჩევლების ჩართულობა ხელს უწყობს გაყიდვის პროცესის ეფექტიანად მართვას და ზრდის გარიგების წარმატებით დასრულების ალბათობას. ყველაფერთან ერთად, M&A ტრანზაქციები ზრდის ლიკვიდურობას ბაზარზე, რაც დადებითი სიგნალია მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის: ეს ნიშნავს, რომ ბაზარი მოქნილია და არსებობს სექტორიდან გასვლის, ხოლო ინვესტორებისთვის ამ სფეროში შესვლის შესაძლებლობები. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შერწყმა/შეძენის გარიგებების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკონომიკისთვის.

თიბისი კაპიტალი, როგორც M&A ბაზრის ლიდერი, აქტიურად მუშაობს სექტორის განვითარებისთვის: გვინდა, ბიზნესს სრულად დავანახოთ შერწყმა/შეძენის გარიგებების სარგებელი და ამ შეთანხმებებში თიბისი კაპიტალის გუნდის ჩართულობის მნიშვნელობა; სამომავლოდ, კი ახალი შესაძლებლობების პოვნაში დავეხმაროთ, რომელიც სარგებლიანი იქნება არამხოლოდ კონკრეტული ბიზნესისთვის, არამედ ინვესტორების მოზიდვისა და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისთვის.

S

Previous Post

საიდან მიიღო Apple-მა III კვარტალში $94 მილიარდის შემოსავალი?

Next Post

ყველაზე პოპულარული AI-ჩატბოტები

იზა გვარამაძე

Next Post
ყველაზე პოპულარული AI-ჩატბოტები

ყველაზე პოპულარული AI-ჩატბოტები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Funbet Casino: Tragamonedas de Rápida Suerte y Ganancias Rápidas para el Jugador Moderno

ივლისი 29, 2026

Fat Pirate Online Casino Recenzja: Szybkie Automaty i Ekspresowe Wygrane

ივლისი 28, 2026

Bitstake Casino: Quick‑Play Slots, Live Games & Instant Wins

ივლისი 28, 2026

BetAlice Short‑Game Play: Quick Wins, Big Thrills

ივლისი 28, 2026

Recent News

Funbet Casino: Tragamonedas de Rápida Suerte y Ganancias Rápidas para el Jugador Moderno

ივლისი 29, 2026

Fat Pirate Online Casino Recenzja: Szybkie Automaty i Ekspresowe Wygrane

ივლისი 28, 2026

Bitstake Casino: Quick‑Play Slots, Live Games & Instant Wins

ივლისი 28, 2026

BetAlice Short‑Game Play: Quick Wins, Big Thrills

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result