Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

10 ყველაზე მდიდარი ქვეყანა – სამი სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით

by იზა გვარამაძე
August 11, 2025
in ეკონომიკა, მსოფლიო, რეიტინგი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
10 ყველაზე მდიდარი ქვეყანა – სამი სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკისა და UBS-ის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის 2024 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქვეყნის სიმდიდრის შეფასება მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს. შესაბამისად, სტატიაში მას სამი მაჩვენებლით შევაფასებთ:

  • მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (მშპ) – 2025 წლის პროგნოზით;
  • მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (მეშ) – 2024 წლის მონაცემებით;
  • მედიანური სიმდიდრე ერთ ზრდასრულზე – 2024 წლის მონაცემებით.

მარტივად რომ ვთქვათ, მშპ გვიჩვენებს, რამდენს აწარმოებს ეკონომიკა ერთ წელიწადში, მეშ – რამდენს გამოიმუშავებს მოსახლეობა, ხოლო მედიანური სიმდიდრე – რამდენს ფლობენ ადამიანები საერთო ჯამში, სესხებისა და ვალდებულებების გამოკლებით.

რაოდენობრივი თვალსაზრისით მეშ-ი მშპ-ისგან განსხვავდება იმით, რომ არ მოიცავს სხვა ქვეყნების რეზიდენტების მიერ ქვეყანაში მიღებულ შემოსავალს და მოიცავს ამ ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ მიღებულ შემოსავალს. მშპ-ის შემთხვევაში კი პირიქითაა.

ტოპ-10 ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით

მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით პატარა, თუმცა ძლიერი ეკონომიკები ლიდერობენ. ლუქსემბურგი, ირლანდია და შვეიცარია ერთ სულ მოსახლეზე 100 000 დოლარზე მეტ მთლიან შიდა პროდუქტს გამოიმუშავებენ, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. მათი ეკონომიკური წარმატება დიდწილად ფინანსური ცენტრებისა და შტაბ-ბინებისთის ხელსაყრელი საგადასახადო პირობების დამსახურებაა.

აღსანიშნავია, რომ მშპ-ის მაღალი მაჩვენებლები ყოველთვის არ ნიშნავს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის კეთილდღეობას. მაგალითად, ლუქსემბურგის ეკონომიკის დიდი ნაწილი იქ მომუშავე არარეზიდენტების მიერ იქმნება, ხოლო ირლანდიის მონაცემებს კომპანიების მოგების გადასახადზე ოპტიმიზაცია ზრდის.

ადგილი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მშპ (2025)
1 ლუქსემბურგი $140.9 ათასი
2 ირლანდია $108.9 ათასი
3 შვეიცარია $104.9 ათასი
4 სინგაპური $92.9 ათასი
5 ისლანდია $90.3 ათასი
6 ნორვეგია $89.7 ათასი
7 აშშ $89.1 ათასი
8 მაკაო $76.3 ათასი
9 დანია $75.0 ათასი
10 კატარი $71.7 ათასი
ტოპ-10 ქვეყანა მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით

რაც შეეხება მთლიან ეროვნულ შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, ამ შემთხვევაში ბერმუდა ლიდერობს, რომელსაც ნორვეგია, შვეიცარია, ლუქსემბურგი და აშშ მოჰყება. აქ წამყვან პოზიციებზე ენერგიის ექსპორტიორი ქვეყნები და გლობალური საინვესტიციო ცენტრები გვხვდება, სადაც შემოსავლები მხოლოდ შიდა წარმოებაზე არ არის დამოკიდებული.

ადგილი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მეშ (2024)
1 ბერმუდა $140.3 ათასი
2 ნორვეგია $98.3 ათასი
3 შვეიცარია $95.9 ათასი
4 ლუქსემბურგი $91.5 ათასი
5 აშშ $83.7 ათასი
6 ისლანდია $78.5 ათასი
7 ირლანდია $77.9 ათასი
8 კატარი $76.7 ათასი
9 სინგაპური $74.8 ათასი
10 დანია $73.8 ათასი
ტოპ-10 ქვეყანა ერთ ზრდასრულეზე მედიანური სიმდიდრის მიხედვით

UBS-ის მონაცემებით, ერთ ზრდასრულზე მედიანური სიმდიდრით რეიტინგში ლუქსემბურგი, ავსტრალია, ბელგია, ჰონგ-კონგი და დანია ლიდერობს. აქ უკვე წამყვანია ქვეყნები, რომლებიც უძრავი ქონების ფლობით, ძლიერი საპენსიო სისტემითა და სოციალური დაცვის მექანიზმებით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ ევროპა მედიანური სიმდიდრით კვლავ დომინირებს. ქვემოთ მოცემულ ტოპ-10-ში ნახევარზე მეტი ევროპული ქვეყანაა. ჩრდილოეთ ამერიკიდან ათეულშია კანადა, ხოლო აზიიდან – ჰონგ-კონგი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია.

ადგილი ქვეყანა მედიანური სიმდიდრე ერთ ზრდასრულზე (2024)
1 ლუქსემბურგი $395.3 ათასი
2 ავსტრალია $268.4 ათასი
3 ბელგია $253.5 ათასი
4 ჰონგ-კონგი $222.0 ათასი
5 დანია $216.1 ათასი
6 ახალი ზელანდია $207.7 ათასი
7 შვეიცარია $182.2 ათასი
8 დიდი ბრიტანეთი $176.4 ათასი
9 კანადა $151.9 ათასი
10 საფრანგეთი $146.0 ათასი
Previous Post

20 უმსხვილესი კრიპტოვალუტა საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-11 ნაკადის გადამზადება დასრულდა

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-11 ნაკადის გადამზადება დასრულდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-11 ნაკადის გადამზადება დასრულდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

Recent News

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result