Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართულმა სტარტაპმა Edumentors-მა AI-მასწავლებლის შესაქმნელად $2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

by იზა გვარამაძე
აგვისტო 12, 2025
in საქართველო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ქართულმა სტარტაპმა Edumentors-მა AI-მასწავლებლის შესაქმნელად $2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა
0
SHARES
0
VIEWS

ბრიტანულ-ქართულმა ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა Edumentors-მა მსოფლიოში პირველი, ადამიანის მსგავსი AI-მასწავლებლის შესაქმნელად $2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ამ დაფინანსებით სტარტაპი შეძლებს შეცვალოს სწავლების მეთოდები და მაღალი ხარისხის განათლება გახადოს მასშტაბურად ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.

ქართველი ანტრეპრენიორი მსოფლიოში სწავლების ახალ მეთოდს ნერგავს

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცოდნის მიღების უამრავი გზა არსებობს, საკუთარი წარმატებული გამოცდილებით სხვისთვის სწავლებაზე უკეთესი მეთოდი არ არსებობს.

სწორედ ამ უნიკალური მიმართულებით შეიქმნა ბრიტანული საგანმანათლებლო პლატფორმა – Edumentors-ი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აკავშირებს სტუდენტ-რეპეტიტორებთან მსოფლიოს ისეთი წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა Oxford-ი, Cambridge-ი, LSE და სხვა.

წარმატებული სტუდენტები, რომლებმაც იგივე გამოცდები ცოტა ხნის წინ თვითონ ჩააბარეს უმაღლესი ქულებით, მოსწავლეებს მისაბაძ მაგალითად ევლინებიან. სტუდენტი და მოსწავლე ერთმანეთს იოლად უგებენ და ციფრული ხელსაწყოების დახმარებით სწავლებაც გაცილებით უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. სწორედ ამ მეთოდით, Edumentors-ი უკვე 35 ქვეყანაში ათასობით ბავშვს დაეხმარა ცოდნის გაღრმავებაში. მენტორები გზას უკვალავენ ახალგაზრდებს საკუთარი წარმატებული გამოცდილებით.

საბედნიეროდ, დღეს ხელოვნური ინტელექტი ისე განვითარდა, რომ მას ნებისმიერ ენაზე შეუძლია მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება. ამისთვის საჭიროა სწორი მონაცემთა ბაზა LLM-მოდელების დასატრენინგებლად, მომხმარებლის საჭიროებების კარგად ცოდნა და ძლიერი, კომპეტენტური გუნდი. Edumentors-ი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც AI-მასწავლებელს შექნის. ამ ხელოვნური ინტელექტის მასწავლებელს Edu AI ჰქვია და მისი საშუალებით კომპანია შეძლებს, მილიონობით ბავშვს ბრიტანული სტანდარტის განათლება მიაწოდოს.

ადამიანის მსგავსი პირველი AI–მასწავლებელი მსოფლიოში

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების მიუხედავად, ხარისხიან განათლებაზე წვდომა კვლავ გამოწვევად რჩება. ინდივიდუალური რეპეტიტორების ღირებულება და ადამიანური რესურსების უკმარისობა განათლებას იშვიათ ფუფუნებად აქცევს. შედეგად, მილიონობით ბავშვს არა აქვს წვდომა ხარისხიან განათლებაზე. Edumentors-ი კი სწორედ ამ პარადიგმის შეცვლას გეგმავს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს მაღალი ხარისხის განათლების მიღებას მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს და როგორია მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ჩვენი ახალი AI-მასწავლებელი საშუალებას მისცემს მილიონობით მოსწავლეს, მიიღონ ბრიტანული ხარისხის განათლება“, – ამბობს Edumentors-ის დამფუძნებელი და დირექტორი თორნიკე ასათიანი.

აქამდეც ბევრმა კომპანიამ სცადა AI-მასწავლებლის შექმნა, თუმცა ვერცერთი პროდუქტი ვერ გასცდა პასიურ ვიდეოგაკვეთილებს, წინასწარ ჩაწერილ ვიდეოებს ან ანიმაციის მსგავსი ავატარის მქონე მასწავლებლებს. ამ ხელსაწყოებმა ვერ შეძლეს ადამიანური ურთიერთობების ჩანაცვლება. საჭიროა მიდგომა, რომელიც ერთი-ერთში აკოპირებს რეალური ადამიანის გაკვეთილებს და მოსწავლეს არ გაუჩნდება შეგრძნება, რომ მას პროგრამა ასწავლის. Edu AI-ის შექმნა მოსწავლისთვის სწორედ ისეთი გაკვეთილების ჩატარებას ისახავს მიზნად, რომლებსაც ადამიანი მასწავლებელი ჩაატარებდა. კომპანია გეგმავს არსებული სასწავლო პლატფორმის გამოყენებას და ხელოვნური ინტელექტის ისე დამატებას, რომ მოსწავლეებმა კომფორტულად შეძლონ მასთან სწავლა. ეს იქნება ახალი სიტყვა მსოფლიო განათლების სფეროში.

AI-მასწავლებელს შეეძლება ადაპტირდეს თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და სწავლის სიჩქარეზე, მოამზადოს მოსწავლეები სკოლის ყველა საგანში ბავშვისთვის გასაგებ ენაზე და ყურადღება მიაქციოს ისეთ არავერბალურ მინიშნებებს, როგორიცაა სხეულის ენა და სახის გამომეტყველება.

საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ფონდებისა და ანგელოზი ინვესტორების მხარდაჭერა

$2 მილიონი დოლარის საინვესტიციო რაუნდის წამყვანი ინვესტორია Magna Investments-ი, აბუ-დაბიში დაფუძნებული ვენჩერული კაპიტალის ფონდი. ფონდის დაფინანსებას კი სხვადასხვა ქვეყნის ანგელოზი ინვესტორების დაინტერესებაც მოჰყვა. Edumentors-ის ინვესტორებს შორის არიან წარმატებული ქართველები: კალათბურთელი თორნიკე შენგელია, Kaspi Kz-ის დირექტორი, Pulsar AI-ის დამფუძნებელი, საქართველოს ბანკის ყოფილი CEO და სხვები.

ინვესტიცია მოხმარდება არსებული საგანმანათლებლო პლატფორმის განვითარებას, ახალი ბაზრების ათვისებასა და Edu AI-ის შექმნას. Edumentors-ის პლატფორმაზე უკვე გაიყიდა 100,000-ზე მეტი ონლაინ გაკვეთილი და კომპანია განაგრძობს მონაცემების დაგროვებას ყველაზე ეფექტიანი AI-მასწავლებლის დასატრენინგებლად.

„დაფუძნების დღიდან Edumentors-მა დაიკავა უნიკალური ნიში. პლატფორმა აკავშირებს ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტებს იმ მოსწავლეებთან, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება სასკოლო საგნებში. სანამ სხვა კომპანიები ამ წარმატებულ სტუდენტებს არც კი განიხილავენ, Edumentors-მა მათ გარშემო ბრენდი შექმნა და უკვე $3 მილიონზე მეტი ღირებულების გაკვეთილები გაყიდა 35 ქვეყანაში. Edumentors-ის ზრდის ტემპის და AI-ის დახმარებით ინოვაციური პროდუქტების შედეგად, კომპანიას პოტენციალი აქვს, გახდეს მომდევნო საგანმანათლებლო Unicorn-ი”, – ამბობს სტარტაპის წამყვანი ინვესტორი რიჩარდ ჰარგრივსი.

ტრადიციული საგანმანათლებლო ბაზრის მიღმა

Edumentors-ის მომსახურების შედეგად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მშობლების 98% დიდ პოზიტიურ გავლენას ხედავენ საკუთარი შვილის აკადემიურ მოსწრებაზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Edumentors-მა უკვე დაამტკიცა ინოვაციური მიდგომის ეფექტიანობა, კომპანიის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ საგანმანათლებლო სფეროში ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია. Edumentors-ი კი ამ ცვლილებების ფრონტის პირველ ხაზზე იბრძვის.

კომპანიამ უკვე წარმატებით შექმნა და გაუშვა 3 AI-ხელსაწყო: გამოცდების შესაფასებელი აპლიკაცია, ავატარი მშობელ-ინფლუენსერი და ონლაინ მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების AI-აგენტი. რიგში შემდეგია Edu AI და AI Co-pilot-ი, რომლებიც ონლაინ განათლებას ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

მსოფლიო ონლაინ რეპეტიტორობის ბაზარი დაახლოებით $27 მილიარდს უახლოვდება საშუალოდ წლიური 14.5%-იანი ზრდის ტემპით. ეს ბაზარი საგრძნობლად გაიზრდება, როდესაც ხელოვნური ინტელექტი შეძლებს გაკვეთილების ეფექტიანად ჩატარებას გაცილებით დაბალ ფასად. Edumentors-ი მომდევნო Series A საინვესტიციო რაუნდის შემდეგ აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავს, ხოლო მანამდე Edu AI-ის შექმნით კომპანია მიზნად ისახავს, გასცდეს ტრადიციული განათლების ფარგლებს და სრულიად ახალი მოთხოვნა შექმნას მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე.


Edumentors-ის დამფუძნებელი, თორნიკე ასათიანი Forbes Georgia-ს პროექტ 30 Under 30-ის 2022 წლის გამარჯვებულია. ის Forbes-ის რჩეულთა კატეგორიაში მოხვდა.

Previous Post

კომპანიების მიერ ChatGPT-ის გამოყენების სიხშირე პირველად შემცირდა

Next Post

ცნობილი სახეები ამერიკის უმდიდრესი ქალების 2025 წლის სიაში

იზა გვარამაძე

Next Post
ცნობილი სახეები ამერიკის უმდიდრესი ქალების 2025 წლის სიაში

ცნობილი სახეები ამერიკის უმდიდრესი ქალების 2025 წლის სიაში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

აგვისტო 6, 2026

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026

Recent News

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

აგვისტო 6, 2026

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result