Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ილონ მასკის ქონება $17 მილიარდით შემცირდა

by იზა გვარამაძე
ივლისი 25, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ილონ მასკის ქონება $17 მილიარდით შემცირდა
0
SHARES
0
VIEWS

ხუთშაბათს, Tesla-ს აქციების ფასის მკვეთრი ვარდის შედეგად, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და აქციონერის, ილონ მასკის წმინდა 17 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა. აქციების გაუფასურება ავტომწარმოებლის მეორე კვარტალის არასახარბიელო ფინანსურმა შედეგებმა და მასკის გაფრთხილებამ გამოიწვია – მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის თქმით, ავტომწარმოებელს, სავარაუდოდ, წინ კიდევ „რამდენიმე რთული კვარტალი“ ელის.

გუშინ Tesla-ს აქციების ღირებულება 9%-ზე მეტით დაეცა და 302 დოლარს ოდნავ ჩამორჩა. აქციების მკვეთრი გაუფასურება 23 ივლისს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის შემდეგ დაიწყო, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ II კვარტალში მიღებულმა შემოსავლებმა $22.5 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 12%-იან კლებას გულისხმობს. ამ ვარდნას მეორე კვარტალში ავტომობილების მიწოდებაში 13%-იან კლებას უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ  წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, Tesla-ს მოგება 16%-ით შემცირდა და $1.17 მილიარდი შეადგინა.

აქვე უნდა ითქვას, რომ Tesla-ს მიერ მარეგულირებლებისაგან მიღებული სუბსიდიების მოცულობა მეორე კვარტალში $439 მილიონით განისაზღვრა, რაც პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის $600 მილიონით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულის მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ წინა ადმინისტრაციის ელექტრომობილების პოლიტიკის ცვლილებაა, რის მიხედვითაც აშშ-ის საჯარო სამსახურებს ავტოპარკის ელექტრიფიცირების ვალდებულება მოეხსნათ.

აქციების ფასის ვარდის ფონზე, ავტომწარმოებელში ილონ მასკის დაახლოებით 12%-იანი წილის ღირებულება 136.3 მილიარდი დოლარიდან 123.7 მილიარდ დოლარზე ჩამოვიდა. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებას 12.6 მილიარდი დოლარი გამოაკლდა. გარდა ამისა, მასკის დარჩენილი 9%-იანი ბონუს-კაპიტალის ღირებულება, რომელიც Forbes-ის მიერ 50%-იანი განაკვეთით არის შეფასებული, 5 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკი მოცემული დროისთვის $399.5 მილიარდს ფლობს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს უნარჩუნებს.

Previous Post

სექტემბერში საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს

Next Post

საქართველოში სტრიმინგ-პლატფორმა HBO Max გაეშვა

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოში სტრიმინგ-პლატფორმა HBO Max გაეშვა

საქართველოში სტრიმინგ-პლატფორმა HBO Max გაეშვა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Fat Pirate Online Casino Recenzja: Szybkie Automaty i Ekspresowe Wygrane

ივლისი 28, 2026

Bitstake Casino: Quick‑Play Slots, Live Games & Instant Wins

ივლისი 28, 2026

BetAlice Short‑Game Play: Quick Wins, Big Thrills

ივლისი 28, 2026

BDM Bet Mobile Gaming: Schnelle Treffer, Große Nervenkitzel

ივლისი 28, 2026

Recent News

Fat Pirate Online Casino Recenzja: Szybkie Automaty i Ekspresowe Wygrane

ივლისი 28, 2026

Bitstake Casino: Quick‑Play Slots, Live Games & Instant Wins

ივლისი 28, 2026

BetAlice Short‑Game Play: Quick Wins, Big Thrills

ივლისი 28, 2026

BDM Bet Mobile Gaming: Schnelle Treffer, Große Nervenkitzel

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result