რამდენად არის დამოკიდებული აშშ უცხოურ კრიტიკულ მინერალებზე?

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

აშშ-ის ეკონომიკა უცხოეთიდან იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. კრიტიკული მინერალები ისეთი ინდუსტრიებისთვის აუცილებელი ნედლეულია, როგორებიცაა: ტექნოლოგია, ენერგეტიკა და თავდაცვა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ქვეყნის უცხოურ მინერალებზე დამოკიდებულების ხარისხს გვიჩვენებს.

2024 წელს აშშ 100%-ით იყო დამოკიდებული 11 მთავარი კრიტიკული მინერალის იმპორტზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გრაფიტი, მანგანეზი, კალციუმის ფტორიდი და დარიშხანია, რომლებიც ფოლადის, ელემენტებისა და ქიმიური პროდუქტების წარმოებისათვისაა საჭირო.

ამ მიმართულებით, აშშ-ის უმსხვილესი პარტნიორი კვლავ ჩინეთია. განსაკუთრებით იშვიათი მიწამეტალების იმპორტში, სადაც აშშ სრულად პარტნიორებზეა დამოკიდებული. ამჟამად, აშშ-ის იშვიათი მიწამეტალების 80% სწორედ ჩინეთიდან იმპორტირდება. ცნობისათვის, იშვიათი მიწამეტალების მსოფლიო რეზერვების 70% ჩინეთში მდებარეობს, რის გამოც ქვეყანას ამ კრიტიკული მინერალების მოპოვებასა და გადამუშავებაზე მონოპოლია აქვს. იშვიათი მიწამეტალები ისეთ ინდუსტრიებში გამოიყენება, როგორებიცაა: შეიარაღების წარმოება, ელექტროძრავები და მომდევნო თაობის ელექტრონული მოწყობილობები. მათ უმსხვილესი ამერიკული კომპანიები, Lockheed Martin-ი, Tesla და Apple-ი ყველაზე აქტიურად მოიხმარენ.

აპრილში დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთისათვის გამოცხადებული საპასუხო მაღალპროცენტიანი ტარიფების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ში იშვიათი მიწამეტალების ექსპორტს მკაცრი შეზღუდვები დაუწესა. აღნიშნული შეზღუდვების გამო სხვადასხვა ტიპის ამერიკულ ბიზნესებს მიწოდების ჯაჭვის პრობლემები უკვე გაუჩნდა.

იშვიათი მიწამეტალების გარდა, აშშ ისეთი კრიტიკული მინერალების იმპორტზეა სრულად დამოკიდებული, როგორებიცაა: გრაფიტი (100%-ით იმპორტზე დამოკიდებული – გამოიყენება ლითიუმის ელემენტის ანოდების წარმოებაში), მანგანეზი (100%-ით იმპორტზე დამოკიდებული – გამოიყენება ფოლადის წარმოებაში) და კალციუმის ფტორიდი (100%-ით იმპორტზე დამოკიდებული – აუცილებელია ალუმინისა და ფტორწყალბადმჟავას წარმოებისთვის).

მინერალი

იმპორტის წილი, მომწოდებელი

ადგილობრივი მიწოდება

ქრომი 77%, სამხრეთი აფრიკა 23%
კობალტი 76%, ნორვეგია 24%
ბარიტი 75%, ინდოეთი 25%
მაგნიუმი 75%, ისრაელი 25%
თუნუქი 73%, პერუ 27%
თუთია 73%, კანადა 27%
გერმანიუმი 50%, ბელგია 50%
ლითიუმი 50%, ჩილე 50%
ვოლფრამი 50%, ჩინეთი 50%
ნიკელი 48%, კანადა 52%
ალუმინი 47%, იამაიკა 53%
ვანადიუმი 40%, კანადა 60%
პალადიუმი 36%, რუსეთი 64%
ტელურიუმი 25%, კანადა 75%
ცირკონიუმი 25%, სამხრეთი აფრიკა 75%

 

More to read