Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა მიდგომით იღებს ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს

by Anina Tepnadze
ივლისი 23, 2025
in Forbes EDU, პრესრელიზი, სიახლეები
0
რა მიდგომით იღებს ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს
0
SHARES
0
VIEWS

ბრიტანულ-ქართული აკადემიის გუნდი ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება და აკადემიის მიზნებზე საუბრობს. მთავარი მიზანია მოსწავლეებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა, სადაც ბავშვები შეძლებენ განვითარებას და მათი პოტენციალის რეალიზებას. ყოველწლიურად, აკადემიის კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ხვდებიან. 

“როგორ ვაღწევთ ამას? პირველ რიგში იმით, რომ გვყავს ძალიან მაღალკვალიფიციური გუნდი. ჩვენ თითოეულ მოსწავლეზე ვართ ორიენტირებული და ვცდილობთ, მივცეთ მას ის ცოდნა, განვავითაროთ მასში ის უნარები, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს პასუხობს. ამიტომ ჩვენს სასწავლო გეგმაში IB (საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა) მიდგომები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ვუვითარებთ უნარებს და ვაძლევთ შესაძლებლობას, დასვან კითხვები, იფიქრონ კრიტიკულად და შემოქმედებითად, იყვნენ აქტიურები, ემპათიურები, მზად იყვნენ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რათა ჩამოყალიბდნენ ძლიერ, დამოუკიდებელ, თანამგრძნობ და აქტიურ გლობალურ მოქალაქეებად”, – აცხადებს სკოლის აკადემიური დირექტორი სალომე დანელია.

დღეისათვის ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სამი საგანმანათლებლო პროგრამა არსებობს: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამა (ბაღიდან საბაზო საფეხურის ჩათვლით), IB ანუ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა და ქართული პროგრამა (დამამთავრებელი კლასებისთვის). 

ბრიტანულ-ქართული აკადემია ბავშვებს ბაღის ასაკიდან იღებს – აკადემიის სკოლამდელი განათლების ცენტრი და შემდეგ უკვე დაწყებითი საფეხური ერთ სივრცეში თანაარსებობს, რაც  ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის ჰარმონიული ტრანზიციის პროცესს. 

ბაღის ასაკობრივი კატეგორიიდან მე-5 კლასის ჩათვლით საფეხურს თემო ვაშაკიძე ხელმძღვანელობს. 

 “ბრიტანულ–ქართული აკადემია ბავშვების ჰარმონიული და სწორი განვითარებისთვის კომფორტული და საუკეთესო გარემოა. სკოლამდელი განათლების ცენტრშიც და დაწყებით საფეხურზეც მოქმედებს მოსწავლეთა ქცევის წახალისების სისტემა, რაც შესაძლებლობას აძლევს ადრეულ ასაკში, ბავშვებმა საკუთარი შრომის, მონდომების ხარჯზე წვლილი შეიტანონ კლასის წარმატებაში, გამოიმუშაონ ურთიერთთანამშროლობის, პატივისცემისა და ემპათიის უნარები. პერიოდულად ტარდება ასამბლეები, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას და ცოდნას. გარდა ამისა, მნიშვნელოვან ღონისძიებად მიმაჩნია პერიოდულად მშობლების ჩართულობა მოსწავლეების როლში – ეს აჩენს საოცარ შესაძლებლობას, მეტად ჩაერთონ მოსწავლეების აკადემიურ ცხოვრებაში და ეფექტურად ითანამშრომლონ მასწავლებლებთან. დამატებით, ჩვენ ვზრუნავთ მშობლების ინფორმირებაზე მათთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ქცევის მართვა, აკადემიურ პროცესში მხარდაჭერა, კიბერუსაფრთხოება, ჯანსაღი კვება და სხვა. ხშირად ამ ინფორმაციას სპეციალურად მოწვეული სპეციალისტები უზიარებენ მშობლებს” – თემო ვაშაკიძე.

მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ აკადემიაში მიღების ეტაპზეც მთავარ პრინციპს წარმოადგენს. თითოეულ დაინტერესებულ პირს აკადემია უკავშირდება და უგეგმავს ინდივიდუალურ შეხვედრას მოსწავლეთა მიღების დირექტორთან. 

“ჩვენი მიღების პროცესი გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ ოჯახსა და მოსწავლესთან. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ მისაღები ტესტების შედეგებს – თითოეულ დაინტერესებულ კანდიდატთან იგეგმება ინდივიდუალური გასაუბრება, რათა უკეთ გავიცნოთ ისინი, შევაფასოთ მათი ინტერესები და განვსაზღვროთ მათი საჭიროებები და პოტენციალი.  „ბრიტანულ–ქართული აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს ქართულ კონტექსტზე მორგებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ გლობალური სტანდარტების შესაბამისად და, ამავე დროს, შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა”, – ამბობს მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დადუნა დოლიძე.

აკადემიის მფლობელი კომპანია, საქართველოს განათლების ჯგუფი დამატებით საინვესტიციო გეგმებზე საუბრობს. ინვესტირება განხორციელდება 2 მიმართულებით: საუკეთესო მასწავლებლების შესანარჩუნებლად და მოსაზიდად, ასევე, ზოგადი ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი ბევრ ისეთ ცვლილებას გეგმავენ, რომელიც მოსწავლეების და პედაგოგების ყოველდღიურობას მეტად კომფორტულს გახდის. 

Tags: ახალი სასწავლო წელიბრიტანულ ქართული აკადემია 2025ბრიტანულ-ქართული აკადემიაინვესტიციებისაქართველოს განათლების ჯგუფისაქართველოს კაპიტალი
Previous Post

Cybersecurity Expert Kayode AyinOluwa on AI Enterprise Defense Strategies

Next Post

Prestige Consulting Unlocks Opportunities in Dubai’s Real Estate Market

Anina Tepnadze

Next Post
Prestige Consulting Unlocks Opportunities in Dubai’s Real Estate Market

Prestige Consulting Unlocks Opportunities in Dubai's Real Estate Market

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result