Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

4-5 სექტემბერს ბათუმში კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

by იზა გვარამაძე
July 22, 2025
in ბიზნესი, ეკონომიკა, რეგიონი, საქართველო, სიახლეები, ღონისძიებები, ყველა სიახლე
0
4-5 სექტემბერს ბათუმში კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს Forbes Georgia და Caspian Energy Club-ი რეგიონში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი Hilton Batumi-ში გაიმართება და აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და შავი ზღვა–კასპიის რეგიონიდან 100-ზე მეტ მაღალი რანგის სტუმარს უმასპინძლებს.

ღონისძიების მთავარი მიზანია, კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაეხმაროს რეგიონში ეკონომიკური, ლოგისტიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიზნესგამოწვევების გადაჭრასა და საპორტო თუ სატრანსპორტო ინოვაციური პროექტების წახალისებაში. 

Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა და სს Media Partners-ის  დირექტორმა, შოთა დიღმელაშვილმა და Caspian Energy Club-ის მმართველმა დირექტორმა, გიუნელ გულიევამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 

შოთა დიღმელაშვილის თქმით:

„Forbes Georgia-ში Caspian Energy Club-თან თანამშრომლობას განვიხილავთ არა უბრალო პარტნიორობად, არამედ კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის კერძო სექტორებში ახალი ინტელექტუალური და ეკონომიკური დიალოგის დასაწყისად. საქართველო ენერგეტიკული და სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთის სტრატეგიული წერტილია, თუმცა გეოგრაფიული მოცემულობა საკმარისი არ არის, თუ მას  სტრატეგიული აზროვნება არ უმაგრებს ზურგს.

ჩვენი ნამდვილი პოტენციალი აზერბაიჯანისა და საქართველოს კერძო სექტორების საერთო ძალისხმევაშია, ხელი შევუწყოთ ინოვაციების დანერგვას და შევქმნათ სისტემები და პარტნიორობები, რომლებიც არა მხოლოდ რეაგირებენ ცვლილებებზე, არამედ თავად არიან ცვლილებების გამომწვევი. მადლობას ვუხდით Caspian Energy Club-ს ფორუმისთვის, რომელიც გარდამტეხ იდეებს რეალურ, ხანგრძლივ შედეგებად აქცევს. შევეცდებით ერთად შევქმნათ სივრცე, სადაც ინოვატორები, ინვესტორები და გადაწყვეტილების მიმღებნი იდეებს ინფრასტრუქტურად გარდაქმნიან, ხოლო სტრატეგიას — ქმედებად”.

აღსანიშნავია, რომ ორდღიანი ფორუმის განმავლობაში გაიმართება დახურული შეხვედრები მწვანე ენერგეტიკის, რეგიონული ლოგისტიკისა და შუა დერეფნის სტრატეგიული როლის გარშემო. დამსწრეებს შორის იქნებიან კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასოციაციების, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ენერგეტიკის დარგის პროფესიონალები.

ფორუმი დავოსის ფორმატში ჩატარდება. განიხილება შემდეგი თემები: 

  • შავი ზღვა როგორც სტრატეგიული ენერგეტიკული კორიდორი
  • მწვანე ენერგია: წარმოება, ტრანსმისია და ფინანსირება”,  
  • პორტები და ლოგისტიკა: შუა დერეფნის მთავარი კვანძები
  • ბიზნესის როლი რეგიონის კლიმატ-ტექისთვის

მოხსენებებისა და პანელური დისკუსიების გარდა, ფორუმი მოიცავს რეგიონული ნეტვორკინგისა და გრძელვადიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას.

Caspian Energy Club-ის მმართველი დირექტორი, გიუნელ გულიევა წლევანდელ ფორუმს რამდენიმე ნიშნით გამოარჩევს:

„Forbes Georgia-სთან პარტნიორობა, პირველ რიგში, წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონული ძალისხმევის გასაერთიანებლად, ის ასევე ზრდის ჩვენს საერთაშორისო წვდომას, ხელს უწყობს მდგრადი მედიასისტემისა და გრძელვადიანი საკომუნიკაციო განრიგის შექმნას. ამგვარი პარტნიორობის მნიშვნელობა მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხსა და პრაქტიკული იმპლემენტაციის შესაძლებლობაშია. 

ფორუმზე აქცენტს სამ კომპონენტზე გავაკეთებთ: ინდუსტრიის მოთამაშეებს შორის დიალოგზე, ინვესტიციების მოზიდვასა და რეგიონული კონსორციუმის შექმნისთვის პრაქტიკულ რეკომენდაციებზე. 2025 წლის ფორუმი ნაკლებად საჯარო და დახურულ კარს მიღმა დიალოგზე, რეალურ ნაბიჯებზე ორიენტირებული იქნება”.

სს Media Partners-ი არის Forbes-ის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი საქართველოში და პასუხისმგებელია ჟურნალ Forbes Georgia-ს გამოცემასა და ციფრული პლატფორმების მართვაზე. კომპანია მოქმედებს Forbes Media LLC-თან გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში და იცავს ბიზნესჟურნალიზმის, სარედაქციო დამოუკიდებლობისა და ბრენდის მართვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ბეჭდვით და ციფრულ გამოცემებთან ერთად, სს Media Partners-ი ავითარებს Forbes-ის ბრენდული ღონისძიებების მიმართულებას, ორგანიზებას უწევს კონფერენციებსა და სპეციალურ სარედაქციო პროექტებს, რომლებიც ინოვაციაზე, ლიდერობასა და ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, და მისი დირექტორია შოთა დიღმელაშვილი.

კასპიის ენერგეტიკული ფორუმის ინიციატორი Caspian Energy Club-ია, რომელიც უკვე 22 წელზე მეტია, ფუნქციონირებს, აერთიანებს 50 ქვეყნის 5000-ზე მეტ კომპანიას და მიზნად ისახავს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას. ორგანიზაციის ოფისები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ენერგეტიკული ფორუმი, როგორც წესი, ტარდება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქეთსა და საქართველოში. წლევანდელ ლოკაციად ბათუმი მისი გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო შეირჩა.

ღონისძიების მხარდამჭერებს შორის არიან აზერბაიჯანის ბიზნესასოციაცია და სხვა რეგიონული ბიზნესორგანიზაციები.

Previous Post

რომელი პროფესიებია AI-ის მიერ ჩანაცვლების რისკისგან ყველაზე დაცული?

Next Post

Batumi Hosts 13th Caspian Energy Forum on September 4-5

იზა გვარამაძე

Next Post

Batumi Hosts 13th Caspian Energy Forum on September 4-5

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result