Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თბილისი 2025 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ევროპულ ქალაქად დასახელდა

by იზა გვარამაძე
ივლისი 14, 2025
in მსოფლიო, რეიტინგი, საქართველო, ყველა სიახლე
0
თბილისი 2025 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ევროპულ ქალაქად დასახელდა
0
SHARES
0
VIEWS

Bounce.com-მა 2025 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ევროპული ქალაქები გამოავლინა. გუნდმა ევროპის 70 ქალაქში სასტუმროების, კვების, სასმელებისა და ტრანსპორტის საშუალო ფასები, ასევე უფასო ღირსშესანიშნაობების რაოდენობა გააანალიზა და კატეგორიების მიხედვით ქულების მინიჭებისა და დათვლის შემდეგ რეიტინგი შემოგვთავაზა.

2025 წელს მოგზაურებისთვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად თბილისი დასახელდა, რომელმაც 10-დან 8.37 ქულა მიიღო. როგორც Bounce.com-ის კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს დედაქალაქში შაბათ-კვირას სასტუმროში გაჩერება საშუალოდ დაახლოებით 162 ევრო ღირს. აქვე ნათქვამია, რომ ქალაქში 110-ზე მეტი უფასო ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის ნარიყალას ციხე, სამების საკათედრო ტაძარი და მშვიდობის ხიდი.

„თბილისის მრავალ უფასო ღირსშესანიშნაობამდე მისასვლელად შეგიძლიათ ტაქსით ისარგებლოთ, რომლის ღირებულებაც საშუალოდ 1.95 ევროა, სტანდარტული ტარიფით 1-კილომეტრიანი მგზავრობისთვის, პლუს საწყისი ღირებულება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლის ბილეთის საშუალო ღირებულება მხოლოდ 0.32 ევროა.

თბილისში კვებაც ძალიან ხელმისაწვდომია, საშუალო დონის რესტორანში ორი ადამიანისთვის სამკერძიანი სადილი 39 ევროზე ნაკლები ჯდება“, – წერია Bounce.com-ის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივი ლუდის ერთი კათხა საშუალოდ 1.95 ევრო ღირს, ხოლო ერთი ბოთლი ღვინის ფასი დაახლოებით 6.50 ევროა.

2025 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ევროპული ქალაქები:
რეიტინგი ქალაქი ქვეყანა სასტუმრო (2 ღამე) 2 პერსონაზე 2-3-კერძიანი კვება 4 სადილი 8 კათხა ადგილობრივი ლუდი 2 ბოთლი ღვინო ტაქსი (ორი გზა) ტრანსპორტი (4 ბილეთი) უფასო ღირსშესანიშნაობები ხელმისაწვდომობა
1 თბილისი საქართველო €162.00 €77.94 €38.96 €15.60 €13.00 €3.90 €1.28 114 8.37
2 ორადეა რუმინეთი €180.00 €89.48 €31.80 €15.92 €11.92 €2.88 €2.40 15 8.05
3 კრაიოვა რუმინეთი €220.00 €83.50 €31.80 €16.00 €11.92 €2.62 €2.40 6 7.83
4 ბუდაპეშტი უნგრეთი €362.00 €99.32 €39.72 €19.84 €9.94 €7.64 €4.48 304 7.70
5 ტიმიშოარა რუმინეთი €158.00 €99.42 €31.80 €18.32 €13.92 €3.02 €3.20 39 7.65
6 პრაღა ჩეხეთი €354.00 €80.28 €33.56 €19.28 €12.04 €7.62 €4.80 387 7.62
7 კორდობა ესპანეთი €296.00 €75.00 €48.00 €24.00 €8.00 €5.56 €5.20 68 7.52
7 ბრნო ჩეხეთი €224.00 €76.26 €32.12 €17.68 €11.64 €7.70 €4.00 27 7.52
9 ზაგრები ხორვატია €208.00 €115.00 €40.00 €25.60 €12.00 €6.00 €2.12 123 7.48
10 გდანსკი პოლონეთი €234.00 €93.62 €37.44 €26.24 €11.70 €5.14 €4.48 91 7.47

საპირისპიროდ, 2025 წელს მოგზაურთათვის ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომ ევროპულ ქალაქად ჟენევა დასახელდა, რომელმაც 10-დან მხოლოდ 0.94 ქულა მიიღო. ქალაქის სასტუმროში შაბათ-კვირის (ორი ღამე) გატარება დაახლოებით 552 ევრო ჯდება, რაც თბილისის ფასს თითქმის სამნახევარჯერ აღემატება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ქალაქში 65 უფასო ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის ჟენევის ტბა, სენ-პიერის ტაძარი და გატეხილი სკამის ქანდაკება.

Bounce.com-ის თანახმად, ქალაქში ტაქსით ორი 1-კილომეტრიანი მგზავრობა დაახლოებით 19.96 ევრო ღირს, პლუს საწყისი ფასი. რაც შეეხება ადგილობრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ოთხი ცალმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით 12.80 ევროა.

ჟენევაში გარეთ კვებაც შედარებით ძვირი ჯდება. ანგარიშის თანახმად, ორი ადამიანისთვის სამკერძიანი სადილი დაახლოებით 128.09 ევრო ღირს. ალკოჰოლური სასმლის შემთხვევაში, ადგილობრივი ლუდის ერთ კათხაში დაახლოებით 34.16 ევროს გადახდა მოგიწევთ, ღვინის ბოთლში კი – თითქმის 13 ევროს.

Previous Post

რომელ ქვეყნებს აქვს ნავთობის უდიდესი დადასტურებული რეზერვები?

Next Post

საქსტატი: ექვს თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $12 მილიარდს მიაღწია

იზა გვარამაძე

Next Post
საქსტატი: ექვს თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $12 მილიარდს მიაღწია

საქსტატი: ექვს თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $12 მილიარდს მიაღწია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Baloo Goksite – Dutch High‑Intensity Slot & Live Action Experience

აგვისტო 11, 2026

Oz2Win: Quick Mobile Wins and Pulse‑Pounding Slots

აგვისტო 9, 2026

Ruby Reels Online Casino – Quick‑Hit Slots and Instant Wins for Rapid Play

აგვისტო 8, 2026

Red Dog Casino – Fast‑Paced Slots & Instant Wins for the Modern Player

აგვისტო 8, 2026

Recent News

Baloo Goksite – Dutch High‑Intensity Slot & Live Action Experience

აგვისტო 11, 2026

Oz2Win: Quick Mobile Wins and Pulse‑Pounding Slots

აგვისტო 9, 2026

Ruby Reels Online Casino – Quick‑Hit Slots and Instant Wins for Rapid Play

აგვისტო 8, 2026

Red Dog Casino – Fast‑Paced Slots & Instant Wins for the Modern Player

აგვისტო 8, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result