Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home რეიტინგი

100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია

by Forbes.ge
July 1, 2025
in რეიტინგი
0
100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
საქართველოში 90 ათასამდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მხოლოდ 0.6% მსხვილ, ხოლო 2.5% საშუალო ზომის საწარმოდ არის კლასიფიცირებული. დანარჩენი მცირე ზომის კომპანიებია. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში წარმოდგენილ კომპანიებს შორის ასი ყველაზე ძვირადღირებულის ჯამური ღირებულება 77.6 მლრდ ლარს აჭარბებდა. 

წარმოგიდგენთ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ასეულს. რეიტინგში კომპანიების ღირებულება მათ ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით, Forbes Georgia-ს ანალიტიკური გუნდის მიერ სრულიად დამოუკიდებლად შეფასდა.

კომპანიების ღირებულების შეფასება და რეიტინგის მომზადება ეფუძნება მათი 2023 წლის ფინანსურ ანგარიშებს, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან. 

შენიშვნა 

რეიტინგი არ მოიცავს კომპანიებს, სადაც საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს საკონტროლო წილი გააჩნია (მაგალითად, ასეთია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (სოკარი) კონტროლის ქვეშ კომპანიები და რუსეთის ფედერაციის Интер РАО-ს 75.11%-იანი წილის მქონე „თელასი“). ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებში იგულისხმება ისეთი იურიდიული პირები, რომლებსაც დაფუძნებული/რეგისტრირებული და საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილი აქვთ საქართველოში. კომპანიის მფლობელების შესახებ დეტალები წარმოდგენილია 15.05.2025-ისთვის საჯარო წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.

1. ენერგო – პრო ჯორჯია

ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში 2006 წლიდან არის წარმოდგენილი, რომელიც, თბილისის გარდა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდებას, დისტრიბუციასა და გენერირებას ახორციელებს. კომპანია ხსენებულ არეალში წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიას. ენერგო-პრო ჯგუფს DK Holding Investments s.r.o-ს საშუალებით სრულად ფლობს და აკონტროლებს იარომირ ტესარი.

2. თიბისი ბანკი

თიბისი ყველაზე ძველი კომერციული ბანკის ლიცენზიის მფლობელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს. კომპანია 9 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რითაც ერთ-ერთი უმსხვილესია შრომის ბაზარზე. სს თიბისი ბანკის 99.88%-ს ფლობს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული TBC Bank Group PLC. სს თიბისი ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები მამუკა ხაზარაძე (9.51%), ბადრი ჯაფარიძე (5.87%) და სხვები არიან.

3. საქართველოს ბანკი

1994 წლიდან საქართველოს ბანკი მომხმარებელს საბანკო სერვისებს აწვდის. კომპანიის 1.9 მლნ-ზე მეტ აქტიურ კლიენტს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 189 ფილიალში 8.5 ათასი დასაქმებული უწევს მომსახურებას. სს საქართველოს ბანკის 99.96%-ს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული Lion Finance Group PLC ფლობს. Lion Finance Group PLC -ის კაპიტალში 1.77%-იანი აქციების ინტერესს კომპანიის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ფლობს.

4. საქართველოს კაპიტალი

სს საქართველოს კაპიტალის 100%-იან წილს ამავე სახელწოდების დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია ფლობს, რომლის კაპიტალში 7.1%-იანი ინტერესი გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურს აქვს. (ჯერჯერობით აქციების 4.66%-იანი წილის საკუთრებას ფლობს). საქართველოს კაპიტალი ქართულ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ჯგუფია, რომლის მსხვილი პორტფელი საფინანსო და სამედიცინო სექტორს უკავშირდება.

5. სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი

სილქ როუდი ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია, რომელიც ტრანსპორტის, ვაჭრობის, უძრავი ქონების, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებშია წარმოდგენილი. კომპანიის 61.8% მფლობელი და მაკონტროლებელი გიორგი რამიშვილია, ხოლო დანარჩენი 38.2%-ის მესაკუთრე იერკინ ტატიშევია.

6. ენთეინ ჯორჯია (კრისტალბეთი)

კომპანიის 100%-იან წილს მალტაში რეგისტრირებული Bwin Holdings-ი ფლობს. ენთეინ ჯორჯია შპს მარსის საშუალებით ორგანიზებას უწევს აზარტულ თამაშობებს. კომპანია სათამაშო ბიზნესის სექტორში წარმოდგენილია კრისტალბეთის სახელით. კრისტალბეთი ერთ-ერთი უმსხვილესი აზარტული თამაშობების მომწყობი ქსელის ნაწილია.

7. ქართული ცემენტი

ქართული ცემენტი ბაზარზე ჰაიდელბერგცემენტის სახელით ოპერირებდა, მაგრამ 2024 წლიდან ახალი ბრენდის – ჰანიველ ცემენტის სახელით განაგრძობს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. 2023 წლის ბოლოსთვის კომპანიის 90%-ს ეკატერინე ხვედელიძე ფლობდა, ხოლო 10%-ს – სვეტლანა ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი. 2024 წლის ბოლოს საბოლო ბენეფიციართა სტრუქტურა შეიცვლა, მაგრამ დეტალები უცნობია.

8. ეპამ სისტემს (ჯორჯია)

ეპამ სისტემს (ჯორჯია) საქართველოში 2021 წლიდან ოპერირებს და  საქართველოდან საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურებას უწევს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაკავშირებულ მხარეებს. ეპამ სისტემს (ჯორჯია) ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი აშშ-ში რეგისტრირებული EPAM Systems Inc. არის.

9. მაგთიკომი

მაგთიკომმა, როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა, კომერციული საქმიანობა 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო. დღეს კი კომპანია 3 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს სატელეკომუნიკაციო სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. კომპანიას აშშ-ში რეგისტრირებული International Telcell Cellular-ი და Telcell Wireless-ი ფლობს, ხოლო კომპანიას აკონტროლებს დირექტორი გიორგი ჯოხთაბერიძე.

10. თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი თბილისში გაზის დისტრიბუციის ლიცენზიის საფუძველზე ბუნებრივ მონოპოლიას ფლობს. 2023 წლის მდგომარეობით კომპანიის მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული ვოლთბეის საშუალებით ნასიბ ჰასანოვი (50%), ხვიჩა მაქაცარია (25%) და მამუკა ტოგონიძე (25%) ფლობდნენ. თუმცა საჯარო რეესტრში არსებული ბოლო დოკუმენტაციით ვოლთბეის 100%-იანი მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.

# დასახელება ინდუსტრია ღირებულება (მლნ ლარი) მფლობელი
1 ენერგო – პრო ჯორჯია (3) ელექტროენერგია 6529.9 იარომირ ტესარი (100%)
2 თიბისი ბანკი კომერციული ბანკი 5792.2 მამუკა ხაზარაძე (9.52%); ბადრი ჯაფარიძე (5.88%)
3 საქართველოს ბანკი კომერციული ბანკი 5470.2 ირაკლი გილაური (0.9%)*
4 საქართველოს კაპიტალი მულტისექტორული 5466.5 ირაკლი გილაური (5.62%)
5 სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი მულტისექტორული 2312.1 გიორგი რამიშვილი (61.8%)
6 ენთეინ ჯორჯია (კრისტალბეთი) აზარტული თამაშობები 2112.6
7 ქართული ცემენტი ცემენტის წარმოება 1649.7 ეკატერინე ხვედელიძე (90%); სვეტლანა ლამპიანოვა ბეჟუაშვილი (10%)**
8 ეპამ სისტემს (ჯორჯია) კომპიუტერული მომსახურება 1529.8
9 მაგთიკომი კავშირგაბმულობა 1370.6
10 თბილისი ენერჯი გაზის მიწოდება 1356.8 ხვიჩა მაქაცარია (25%); მამუკა ტოგონიძე (25%)
11 არ ემ ჯი (2) სამთო მრეწველობა 1332.4 დიმიტრი ტროიცკი (100%)
12 ნიკორა სასურსათო ქსელი 1294.8 ვასილ სუხიაშვილი (29%); ოლეგ ბუგანოვი (16%); დავით დუმბაძე (10.75%); ვასილ ტარადინი (10%); თალიკო ცირეკიძე (9%); მაკა სალუქვაძე (6.25%)
13 ფოთის საზღვაო ნავსადგური ტრანსპორტი 1257.5
14 ალმა სარეკლამო 1170.0 ლევან ფხაკაძე (50%); სამსონ ფახაკაძე (50%)
15 ლუკოილ-ჯორჯია ავტოგასამართი სადგური 1151.1
16 ორი ნაბიჯი სასურსათო ქსელი 978.9 გოჩა ცქიტიშვილი (33.34%); გიორგი ჩხეიძე (33.33%); კახა ბექაური (33.33%)
17 პსპ ფარმა მედიკამენტები 947.3 კახაბერ ოქრიაშვილი (95%); თენგიზ ჯამელაშვილი (5%)
18 ეი ბი ჯორჯია (აჭარაბეთი) აზარტული თამაშობები 938.5
19 ტოიოტა კავკასია ავტოვაჭრობა 935.3
20 თ და კ რესტორნები (მაკდონალდსი) სწრაფი კვება 933.8 თემურ ჭყონია (90%); თენგიზ კაპანაძე (10%)
21 ავერსი-ფარმა მედიკამენტები 915.9 პაატა კურტანიძე (67%); ნიკოლოზ კურტანიძე (33%)
22 ჯეთთიქლაუდ კომპიუტერული მომსახურება 907.0 დავიდ სლონიმსკიი (100%)
23 გორგია სამშენებლო მაღაზია 889.4 გია გორგოშაძე (100%)
24 კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია უალკოჰოლო სასმელი 768.0 თემურ ჭყონია (87.47%)
25 ბეთლაივი აზარტული თამაშობები 736.5 სულიკო ვარსემაშვილი (38%); ნანა ჯანაშია (19%); სულიკო წულუკიძე (12%)
26 აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია უძრავი ქონების მართვა 718.9 მინდია საბანაძე (100%)
27 თეგეტა მოტორსი ავტო ვაჭრობა 713.7 თემურ კოხოძე (92.2%)
28 იუ-ჯი-თი კომპიუტერული მომსახურება 670.1 გრიგოლ ჭირაქაძე (85%)
29 ჯი-თი გრუპი ავტოვაჭრობა 652.7 გიორგი გველესიანი (33.34%); გიორგი თავდიშვილი (33.33%); თემურ უსტიაშვილი (33.33%)
30 შარმ ტრეიდინგი დისტრიბუცია 640.6 დიმитრი ნიშნიანიძე (34%); ლევან კაკაბაძე (30%); გიორგი ჩივაძე (16%)
31 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყლის მიწოდება 635.1 ირაკლი გილაური (0.93%)*
32 თოდუას კლინიკა სამედიცინო დაწესებულება 600.0 გიორგი დიასამიძე (100%)
33 თიბისი ფეი გადახდების მომსახურება 596.1 მამუკა ხაზარაძე (9.52%); ბადრი ჯაფარიძე (5.88%)
34 მიქსორი მულტისექტორული 594.0 ცეზარ ჩოჩელი (50%); იზოლდა ჩარიგოგდიშვილი (50%)
35 ფუდმარტი სასურსათო ქსელი 593.0 არჩილ გეგენავა (23.25%); ზურაბ ზაქარიაძე (20.07%); დავით კუხალაშვილი (18.25%)
36 ევოლუშენ ჯორჯია B2B სტრიმინგი 570.0
37 ელიზი ჯგუფი დისტრიბუცია 558.5 ზაურ ელიზბარაშვილი (20%); გია ელიზბარაშვილი (20%); ზურაბ ზურაბიშვილი (20%); თორნიკე ელიზბარაშვილი (20%)
38 ევროპაბეთი აზარტული თამაშობები 555.4
39 ავერსის კლინიკა სამედიცინო დაწესებულება 533.5 პაატა კურტანიძე (67%); ნიკოლოზ კურტანიძე (33%)
40 თრეიდ სთოუნ იბერია სამშენებლო სფერო 489.3 მაკა ასათიანი (90%)
41 მეიჯერელ საქართველო საინფორმაციო მომსახურება 460.7
42 ჯორჯიან ქარდი გადახდების მომსახურება 442.2
43 ისთ ფოინთი სავაჭრო ცენტრი 432.4 ოლეგ პავლოვი (100%)
44 ბაზის ბანკი კომერციული ბანკი 416.6 მი ზაიქი (56.27%); მიე ენხვა (41.75%)
45 ლიბერთი ბანკი კომერციული ბანკი 396.6 ირაკლი ოთარ რუხაძე (31.38%); იგორ ალექსეევი (31.38%); ბენჯამინ ალბერტ მარსონი (31.38%)
46 Hualing სამშენებლო სფერო 392.3
47 სუფთა სახლი საცალო ვაჭრობა 375.8 იოსებ თათარაშვილი (96%)
48 იმპექსფარმი მედიკამენტები 373.6 დავით კოხრეიძე (100%)
49 აი სი არ ტრეიდი ტანსაცმლით ვაჭრობა 371.9 კახა ხაზარაძე (29.73%); ნანი ანდიაშვილი (25.27%)
50 ელსივაიკიკი გე ტანსაცმლით ვაჭრობა 368.2
51 მერსედეს-ბენცი საქართველო ავტოვაჭრობა 366.2 ლუიზა თავართქილაძე (46%); მაკა ასათიანი (27%); სალომე ასათიანი (27%)
52 ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე უძრავი ქონება 363.8 ლაშა პაპაშვილი (50%); სულხან პაპაშვილი (50%)
53 ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ავტოგასამართი სადგური 363.3 ლევან ფხაკაძე (37.72%); სამსონ ფახაკაძე (30.98%); გიორგი რამიშვილი (15.5%)
54 კრისტალ ბილდინგი სამშენებლო სფერო 361.1 ელბრუს ნაბიევი (90%); ვანო ლომიძე (10%)
55 ანაგი სამშენებლო სფერო 360.3 ნანა აროშაძე (100%)
56 ლილო-მოლი უძრავი ქონების მართვა 354.5 გია ანდღულაძე (14.29%); ილია შონია (13.79%); ბაჩო კაპანაძე (11.53%); გიორგი გაგუა (11.29%)
57 ვიმ-ბილ-დან საქართველო რძის პროდუქტები 354.4
58 ევროპროდუქტი სასურსათო ქსელი 347.0 ნინო ბრეგვაძე (50%)
59 კარფური სასურსათო ქსელი 343.8
60 ბანკი ქართუ კომერციული ბანკი 333.4 უტა ივანიშვილი (35%)
61 სელფი მობაილ კავშირგაბმულობა 330.6 ხვიჩა მაქაცარია (100%)
62 სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგი სამთო მრეწველობა 329.6 გიორგი ჭელიძე (100%)
63 პეის ჯორჯია ტრანსპორტი 319.9 ლაურა ლარიონი (38%); ირაკლი კერვალიშვილი (38%)
64 ალტა ელექტრონიკა 319.7 ირაკლი კაკაბაძე (47.8%); თეა კაკაბაძე (28.61%)
65 ელიტ ელექტრონიქსი ელექტრონიკა 313.4
66 მნკორპი სამთო მრეწველობა 311.8 გურამ თალაკვაძე (100%)
67 აგროჰაბი სასურსათო ქსელი 299.2 აკაკი ახვლედიანი (100%)
68 DAR BUILDING სამშენებლო სფერო 272.1 რევაზი დარჩიძე (100%)
69 ასკანელი ძმები ალკოჰოლური სასმელები 268.2 გოჩა ჩხაიძე (100%)
70 ზუმერი ჯორჯია ელექტრონიკა 261.1 გიორგი მუშკუდიანი (24%); ვაჟა რეხვიაშვილი (20%); დიმიტრი კიკაჩეიშვილი (20%)
71 ჯი არ სი სამშენებლო მასალები 252.8 გიორგი აღდგომელაშვილი (40%); მერაბი ნიქაბაძე (30%)
72 ტოიოტა ცენტრი თბილისი ავტოვაჭრობა 251.4 დავით ტაკიძე (33.3%); ირაკლი გურჩიანი (29.2%)
73 გლობალფარმი მედიკამენტები 244.6 ანტონ ობოლაშვილი (100%)
74 ჩაჩावას კლინიკა სამედიცინო დაწესებულება 244.6 ელგუჯა გოცირიძე (76.19%); ნიკოლოზ კინტრაია (14.04%)
75 რიკო ექსპრესი მიკროსაფინანსო 243.0 დალი ურუშაძე (100%)
76 პროკრედიტ ბანკი კომერციული ბანკი 240.6
77 ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია დისტრიბუცია 233.4 დავით ალავიძე (3%)
78 საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია ენერგეტიკა 230.5 დავით ბეჟუაშვილი (100%)
79 ჰელსიკორი სამედიცინო დაწესებულება 228.0 თამარ ემუხვარი (36%); რონ კარმელი (32.4%)
80 თრეიდლაინი ტანსაცმლით ვაჭრობა 227.3 ალექსანდრე ხელმარაძე (88%)
81 კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის… სამედიცინო დაწესებულება 208.6 პაატა კურტანიძე (67%); ნიკოლოზ კურტანიძე (33%)
82 აჭარა ტექსტილე ტანსაცმლის წარმოება 204.0 ჯემალ & ქემალ ბილგინგულლუოღლუ (each 50%)
83 მოდუსი სამშენებლო მასალები 198.1 ამირან დარჩიძე (100%)
84 იბერია რეფრეში უალკოჰოლო სასმელი 197.9
85 გეა მედიკამენტები 192.5 ირინა ჭელიძე (33.5%); ხათუნა მანჯგალაძე (33.5%); ანა გველესიანი (25%)
86 აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის… სამედიცინო დაწესებულება 192.3 გიგი გოცირიძე (70%); ელგუჯა ქებურია (30%)
87 ბკ ქონსთრაქშენი სამშენებლო სფერო 190.4 ირაკლი ბურდილაძე (50%); შოთა ბერეკაშვილი (50%)
88 ასკანელი ვაინერი & დისტილერი ალკოჰოლური სასმელები 189.8 გოჩა ჩხაიძე (100%)
89 ჯიდიაი დისტრიბუცია 186.8
90 მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი სამედიცინო დაწესებულება 185.6 მუხამედ ართმელაძე (100%)
91 ომეგა ელექტრონიკა 185.5 გრიგორი გუდავაძე (50%); თამარა გაბრიელაშვილი (40%)
92 New Road სამშენებლო სფერო 185.5 დავით ჟღენტი (50%); გივი ჩოჩია (50%)
93 ჯი ემ ფარმასიუთიკალი მედიკამენტები 178.3 კახაბერ ოქრიაშვილი (100%)
94 დომინო სამშენებლო მასალები 171.8 ოლეგ პავლოვი (100%)
95 ნოვა სამშენებლო მასალები 166.4 ზვიად აბულაძე (20%); ჯემალ ბოლქვაძე (20%); ემზარ ირემაძე (20%); ჯემალ ანთაძე (20%); რამაზ ირემაძე (20%)
96 ბაკური უძრავი ქონების მართვა 164.1 თენგიზ ბაკურიძე (60%); ნონა ბაკურიძე (40%)
97 ლაქტალის ჯორჯია დისტრიბუცია 163.5
98 ფერი სამშენებლო სფერო 162.3 იოსებ მჭედლიშვილი (96%)
99 მეგაკო დისტრიბუცია 159.5 კახა გოგავა (23.33%); სოფიო ხაზარაძე (15%); ირინე ხაზარაძე (15%)
100 ჰიუნდაი ავტო საქართველო ავტოვაჭრობა 154.9 დავით გიორგობიანი (100%)

* წილს ფლობს სს „საქართველოს კაპიტალის“ საშუალებით;
** 2024 წლიდან ბენეფიციარების სტრუქტურა შეიცვლა, მაგრამ დეტალები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის; 2 და 3 (აღნიშნავს რაოდენობას) თუ ფორმალურად დაყოფილი კომპანიების საქმიანობა, სახელწოდება და მფლობელი ერთი და იგივეა. ასეთი იყო დიმიტრი ტროიცკის 100%-იან მფლობელობაში არსებული „არ ემ ჯი“. „ენერგო – პრო ჯორჯიას“ ფორმალურად დაყოფა საკანონმდებლო ცვლილებით იყო გამოწვეული.

მეთოდოლოგია

კომპანიის ღირებულების შეფასებისთვის გამოყენებულია EV/EBITDA-მიდგომა. კერძოდ, კომპანიის ღირებულება გამოთვლილია საოპერაციო მოგებას (ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია) და განვითარებული ეკონომიკების ცალკეული ინდუსტრიებისთვის გაანგარიშებული მულტიპლიკატორის ნამრავლით, რომელსაც შემდეგ აკლდება კომპანიის წმინდა ვალი. საბოლოოდ მიღებული სიდიდე განხილულია, როგორც კომპანიის ღირებულება. იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას საოპერაციო ზარალი აქვს (უარყოფითი მაჩვენებელი) და შემოსავლების დინამიკა იძლევა მომავალში მოგების მიღების პერსპექტივას, ღირებულების შესაფასებლად ვიყენებთ EV/Sales-მიდგომას. კერძოდ, კომპანიის ამონაგებსა და მულტიპლიკატორს შორის ნამრავლს ვაკლებთ წმინდა ვალების მოცულობას. 

ფინანსური ინსტიტუტებისთვის (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა) P/B Ratio-მიდგომას. კერძოდ, 2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ევროპის მასშტაბით საფინანსო სექტორის მულტიპლიკატორსა და კომპანიის საკუთარ კაპიტალს შორის ნამრავლი მიღებული სიდიდე მიჩნეულია, როგორც კომპანიის ღირებულება (კომერციული ბანკები 0.8; სადაზღვევო კომპანიები 1.3; სხვა ფინანსური სერვისები 1.5). იმ ბანკებისთვის, რომელთა აქციები ბირჟაზე ივაჭრება, აღებულია უშუალოდ მათი ემპირიული ღირებულება (თიბისი და საქართველოს ბანკი).

Tags: 100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია 2025topრეიტინგები
Previous Post

სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება

Next Post

CREATIVITY MEETS TECH: Forbes Georgia-ის ექსკლუზიურმა ღონისძიებამ სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები დააკავშირა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
CREATIVITY MEETS TECH: Forbes Georgia-ის ექსკლუზიურმა ღონისძიებამ სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები დააკავშირა

CREATIVITY MEETS TECH: Forbes Georgia-ის ექსკლუზიურმა ღონისძიებამ სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები დააკავშირა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result