Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დისტანციური სამუშაო რეჟიმი: რომელი ქვეყნები ლიდერობენ ევროპაში?

by Salo Papalashvili
ივნისი 24, 2025
in მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
დისტანციური სამუშაო რეჟიმი: რომელი ქვეყნები ლიდერობენ ევროპაში?
0
SHARES
0
VIEWS

დისტანციური მუშაობის პრაქტიკა მსოფლიო ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რაც ძირითადად კულტურულ და ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდება. სამუშაო მოწყობის გლობალური კვლევის (G-SWA) ფარგლებში გამოკვლეულ 18 ევროპულ ქვეყანას შორის, გაერთიანებულ სამეფოში დისტანციური მუშაობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება – დასაქმებულები კვირაში საშუალოდ 1.8 დღეს სახლიდან მუშაობენ, რაც ანგარიშში მოხვედრილ 40 ქვეყანას შორის, კანადის შემდგომ, მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.

კვლევის თანახმად, დისტანციურად მუშაობის ტენდენციები COVID-19-ის პანდემიის შემდეგ განვითარდა. კვლევის მეოთხე ტალღა, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის თებერვლამდე ჩატარდა, 20-დან 64 წლამდე ასაკის სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირებს მოიცავს, რომელთაც უმაღლესი განათლება (კოლეჯი ან უნივერსიტეტი) აქვთ მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად მუშაობის საშუალო გლობალური მაჩვენებელი კვირაში 1.2 დღეს უტოლდება, გამოკითხულ 40 ქვეყანაში მკვეთრად განსხვავებულ შედეგებს ვიღებთ. მაგალითისთვის, კანადაში კვირაში დისტანციურად მუშაობის მაჩვენებელი თუ 1.9 დღეს შეადგენს, სამხრეთ კორეის შემთხვევაში მხოლოდ 0.5 დღეს უტოლდება.

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის წამყვანი ეკონომისტის, ჯევატ გირაი აქსოის შეფასებით, გაერთიანებულ სამეფოში მიღებული მაღალი მაჩვენებელი, გარკვეულწილად ქვეყნის კულტურულ ინდივიდუალიზმს უკავშირდება, რაც ავტონომიურ სამუშაო გარემოში კომფორტთან მჭიდრო კავშირშია. მისივე თქმით, გაერთიანებულ სამეფოში დისტანციური მუშაობის ინფრასტრუქტურისა და ნორმების დანერგვა ხანგრძლივმა და მკაცრმა ლოკდაუნებმაც დააჩქარა.

ევროპის მასშტაბით, გაერთიანებულ სამეფოს ფინეთი (1.7 დღე) და გერმანია (1.6 დღე) მოჰყვებიან. დისტანციურად მუშაობის მაჩვენებლები ასევე შედარებით მაღალია პორტუგალიაში (1.5 დღე), უნგრეთსა და ნიდერლანდებში (ორივე 1.4 დღე). ჩეხეთში, იტალიასა და შვედეთში დასაქმებულები სახლიდან კვირაში 1.3 დღეს მუშაობენ, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ მაღალია. ხოლო რუმინეთი, ესპანეთი და ავსტრია გლობალურ საშუალო მაჩვენებელს უტოლდებიან, თითოეულის შემთხვევაში კვირაში 1.2 დღეს დისტანციურად მუშაობით. აქსოი ევროპის ქვეყნებში არსებულ განსხვავებებსაც სტრუქტურული, კულტურული და ეკონომიკური ფაქტორების ნაზავით ხსნის.

ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს საბერძნეთს, სადაც თანამშრომლები დისტანციურად კვირაში მხოლოდ 0.6 დღე მუშაობენ. აქსოის განმარტებით, ეს ნაწილობრივ საბერძნეთის ეკონომიკური სტრუქტურით აიხსნება, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი, საცალო ვაჭრობა და სტუმარმასპინძლობა. მსგავსი სამუშაო, ძირითადად, პერსონალის ადგილზე ყოფნას მოითხოვს.

მკვეთრი განსხვავებები შეიმჩნევა სკანდინავიური ქვეყნების მაგალითზეც. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ევროპაში მეორე ადგილზეა კვირაში 1.7 დისტანციური სამუშაო დღით, ნორვეგია და დანია მას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან, კვირაში მხოლოდ 0.9 დისტანციური დღით. აქსოის განმარტებით, ფინეთი შედარებით უფრო ინდივიდუალისტური კულტურით გამოირჩევა, რაც გულისხმობს, რომ აქცენტი სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსზე კეთდება. განსხვავებით დანიისა და ნორვეგიისაგან, რომლებიც შედარებით ტრადიციულ მენეჯმენტის პრაქტიკას ინარჩუნებენ.

ევროპის ხუთ უდიდეს ეკონომიკას შორის დისტანციური მუშაობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საფრანგეთს აქვს. საფრანგეთში თანამშრომლები დისტანციურად კვირაში მხოლოდ ერთ დღეს მუშაობენ. თურქეთში ეს მაჩვენებელი 0.9 დღეა, ხოლო პოლონეთში – 1.1.

კვლევის თანახმად, დისტანციურად მუშაობის საერთო დონე გლობალურად შემცირებულია: 2022 წელს ეს მაჩვენებელი კვირაში საშუალოდ 1.6 დღეს შეადგენდა, 2023 წლისთვის კი 1.33 დღემდე შემცირდა. რაც შეეხება 2024-2025 წლებს, ამ პერიოდში დისტანციურად მუშაობის მაჩვენებელმა მცირედით იკლო და კვირაში 1.27 დღე შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, დისტანციურად მუშაობის დონე 2023 წლის შემდეგ შედარებით დასტაბილურდა.

ევროპის ქვეყნები, კვირაში დისტანციური მუშაობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით:
  1. გაერთიანებული სამეფო – 1.8 დღე
  2. ფინეთი – 1.7 დღე
  3. გერმანია – 1.6 დღე
  4. პორტუგალია – 1.5 დღე
  5. უნგრეთი, ნიდერლანდები – 1.4 დღე
  6. ჩეხეთი, იტალია, შვედეთი  – 1.3 დღე
  7. რუმინეთი, ესპანეთი, ავსტრია – 1.2 დღე
  8. პოლონეთი, საფრანგეთი – 1.1 დღე
  9. საფრანგეთი – 1 დღე
  10. ნორვეგია, დანია – 0.9 დღე
Previous Post

ელექტროენერგიის სექტორი მომავალი 10 წლის განმავლობაში – გალტ & თაგარტის განახლებული კვლევა

Next Post

Amazon-ი გაერთიანებულ სამეფოში $54 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Salo Papalashvili

Next Post
Amazon-ი გაერთიანებულ სამეფოში $54 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Amazon-ი გაერთიანებულ სამეფოში $54 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

აგვისტო 6, 2026

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026

Recent News

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

აგვისტო 6, 2026

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result