Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რჩევები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მონაწილეებისათვის – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

by იზა გვარამაძე
May 23, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
რჩევები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მონაწილეებისათვის – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
0
SHARES
0
VIEWS

იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, მათი დაფასებისა და ამ პროფესიის პოპულარიზაციისთვის, წელს უკვე მეცხრედ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ატარებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკაციის შევსება და ნომინანტის წარდგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვებგვერდზე – tprize.ge. მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსანტებს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებს და გამარჯვებულს მიღწეული შედეგების მიხედვით ადგენს. ამ სტატიაში ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ჯილდოს დამფუძნებელი, ირინა ხანთაძე პედაგოგებს რჩევებს უზიარებს.

პირველ რიგში, ირინა მასწავლებლებს ურჩევს, აპლიკაციის შევსებას ისე მიუდგნენ, როგორც სავარჯიშოს, რომლითაც მათი შრომისა და გამოცდილების თვითშეფასებას გააკეთებენ. მისი თქმით, თუ პედაგოგებს ეს დამოკიდებულება ექნებათ, პროცესი მათთვის სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც.

კიდევ ერთი რჩევაა, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის შევსებას განგრძობადი და სათანადო დრო დაუთმონ. სასურველია, ცალკეული სექციები ერთიანად კი არ შეავსონ, არამედ ეტაპობრივად – რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, დაფიქრდნენ თითოეულ ნაწილზე და უკეთ შეავსონ განაცხადი.

აპლიკაციის შევსების დროს სასურველია, ყურადღება გაამახვილოთ…

„ჟიურის აინტერესებს მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობა, რა მეთოდებს იყენებს, რამდენად ცდილობს მისი მიდგომები მრავალფეროვანი იყოს. ხშირად ვამბობთ, რომ არ არის რეკომენდებული აპლიკაციაში უბრალოდ მეთოდების ჩამონათვალი შემოგვთავაზონ – გრძელი ჩამონათვალი არ არის არც დამაჯერებელი და არც მრავლის მთქმელი. უმჯობესია, იმსჯელონ მათი გამოცდილებიდან, სუბიექტური პროფესიული რწმენებიდან გამომდინარე, რას აქცევენ ყურადღებას, რა კრიტერიუმით არჩევენ მეთოდებს, ამ პროცესში როგორ გავლენას ახდენს მათზე კონტექსტი“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

მისი განმარტებით, ჟიურის რეალურ ინფორმაციას აძლევს მასწავლებლის მხრიდან იმის ჩვენება, თუ რა პრობლემებს ხედავს იმ გარემოში, სადაც მუშაობს და შესაბამისად, რა მეთოდის გამოყენება გადაწყვიტა, რომ მოსწავლეებს კონკრეტული გამოწვევის დაძლევაში დაეხმაროს; როცა ინოვაცია შეაქვს, როგორ ნერგავს მას და სხვა.

„მაგალითად, საინტერესოა, რამდენად მიმართავს მოქნილ ინდივიდუალურ მეთოდებს, თუ რამდენიმე კლასს ასწავლის, როგორ აფასებს ცალკეული კლასის საჭიროებას, რა სტრატეგიებს იყენებს, რომ გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს თითოეულ მოსწავლეს… ჟიურისთვის მნიშვნელოვანია, კონკურსანტმა ეს აქცენტები წარმოგვიჩინოს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

აპლიკაციის კიდევ ერთი სექცია მოსწავლეთა შედეგებს ეხება. ამიტომ, მასწავლებლებს ურჩევს, ეცადონ, ეს ნაწილი არ დაემსგავსოს მათი პედაგოგიური საქმიანობის რუტინულ აღწერას:

„ჟიურის წევრებს მოლოდინი გვაქვს, რომ აპლიკანტი წარმოაჩენს, თუ მისი მოსწავლეები რა შედეგზე გადიან, როგორც აკადემიურად, ისე პიროვნული განვითარების ან მოტივაციის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტმა ამ სექციაში იმსჯელოს თუ რა იცვლება მოსწავლეების დონეზე მათი ძალისხმევის შედეგად. ის კი არ მოგვიყვეს, თუ რას აკეთებს თავად, არამედ გაგვიზიაროს, თუ რა ცვლილებას აღწევს მოსწავლეთა შემთხვევაში, როგორ აკვირდება ამ ცვლილების პროცესს, საიდან იღებს შესაფასებლად საჭირო ინფორმაციას და შესაბამისად, როგორ აფასებს განხორციელებულ პროგრესს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკაციაში მასწავლებლები სიტყვების რაოდენობაში შეზღუდულები არიან, შესაბამისად, უმჯობესია პირადი მიღწევების ჩამონათვალის, კონკრეტული ფაქტების, წყაროების  გასაზიარებლად  ბოლო სექცია გამოიყენონ:

„რაც შეეხება უშუალოდ მათ გამოცდილებას, რა ტიპის პროექტები გაუკეთებიათ, რა ტიპის ტრენინგები ჩაუტარებიათ თუ მიუღიათ მონაწილეობა, ამ ტიპის ინფორმაციისთვის აპლიკაციას ბოლოში აქვს შესაბამისი ცალკე სექცია, სადაც შეუძლიათ მიუთითონ როგორც ჩამონათვალი, ასევე ბმულები – მაგალითად, თუ აქვთ რაიმე სახის ნაშრომები, გამოცემები,  მასალა ან ბლოგი გამოქვეყნებული“.

ირინა ხანთაძის თქმით, სასურველია აპლიკანტმა აქცენტი ბოლო წლების გამოცდილებაზე გააკეთოს, ხოლო უფრო შორეული წარსულიდან მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბროს, რომელიც დღესაც რეზონანსულია.

„რაც შეეხება ინტერვიუსთვის მომზადებას, ვფიქრობ, არ უნდა იღელვონ, რადგან ჟიური ყოველთვის კეთილგანწყობილია კონკურსანტების მიმართ. ეს არ არის მათი პროფესიული ცოდნის დადასტურების ინტერვიუ, არავინ არ სვამს შესამოწმებელ კითხვებს. მათ უბრალოდ უნდა გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება, ხედვები. ამ ფორმატში მათ შესაძლებლობა აქვთ განავრცონ აპლიკაციაში მოცემული ინფორმაცია“, – ამბობს ირინა.

„ამასთან, ხაზგასასმელია, რომ წლების განმავლობაში კონკურსმა მოიპოვა საზოგადოებისა და პედაგოგიური წრეების ნდობა. დღეს მასწავლებლის ჯილდო წარმოადგენს გამორჩეულ და  ყველაზე პრესტიჟულ პროფესიულ აღიარებას, რომელიც რეალურად ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის გაძლიერებასა და განათლების მნიშვნელობის გამოკვეთას.“

ინტერვიუს დასასრულს, ირინა ხანთაძე მოქალაქეებსაც მოუწოდებს, არ დაიზარონ პედაგოგების მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა და ამ ფორმით გამოხატონ მათ მიმართ მადლიერება და მხარდაჭერა.

„გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ძალიან ბევრმა გამორჩეულმა პედაგოგმა, რომელიც ამ ჯილდომ გამოავლინა და წარუდგინა საზოგადოებას, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წარდგენები მათთვის იყო მნიშვნელოვანი ბიძგი, მამოტივირებელი ფაქტორი.

ამიტომ, თუ გეგულებათ გამორჩეული პედაგოგი თქვენ სამეზობლოში, სამეგობროში, სკოლაში, სადაც თქვენი შვილი დადის ან შვილიშვილი სწავლობს, გაიგეთ მისი პროფესიული ელ. ფოსტა და გააკეთეთ მისი წარდგენა ონლაინ“ – ამბობს ირინა.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

S

Previous Post

ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰარვარდს“ საერთაშორისო სტუდენტების მიღება აუკრძალა

Next Post

ტექნოლოგიური გარღვევა საქართველოს ჯანდაცვაში – როგორ აუმჯობესებს „რადიუმის“ ინოვაციური პლატფორმა medspace.me კლინიკების ეფექტიანობას?

იზა გვარამაძე

Next Post
ტექნოლოგიური გარღვევა საქართველოს ჯანდაცვაში – როგორ აუმჯობესებს „რადიუმის“ ინოვაციური პლატფორმა medspace.me კლინიკების ეფექტიანობას?

ტექნოლოგიური გარღვევა საქართველოს ჯანდაცვაში - როგორ აუმჯობესებს „რადიუმის“ ინოვაციური პლატფორმა medspace.me კლინიკების ეფექტიანობას?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result