Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა გახდა ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი? | მოსაზრებები

by Salo Papalashvili
April 29, 2025
in ბიზნესი, ეკონომიკა, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
რა გახდა ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი? | მოსაზრებები
0
SHARES
0
VIEWS

ორშაბათს ელექტროენერგიის მასშტაბურმა გათიშვამ ესპანეთისა და პორტუგალიის ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა პირენეს ნახევარკუნძულზე მცხოვრებთათვის. რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებული იყო სარკინიგზო მიმოსვლა, აეროპორტებში კი ნაწილი ფრენებისა გადაიდო. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ვერ ხერხდებოდა საბანკო ტრანზაქციების შესრულებაც.

ამ ეტაპისთვის ორივე ქვეყნის ქალაქებში ელექტროენერგია თითქმის სრულად აღდგენილია, თუმცა გათიშვის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი კვლავ უცნობია. The Guardian-ის ცნობით, დაზარალებულ დიდ ქალაქებს შორისაა მადრიდი, ბარსელონა და ლისაბონი.

პორტუგალიური ელექტროქსელის, Redes Energéticas Nacionais-ის ინფორმაციით, გათიშვა დასავლეთ ევროპის დროით 11:33 საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე საათში ესპანურმა ოპერატორმა, რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაშია, განაცხადა, რომ პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყო.

ესპანეთის ეროვნული ქსელის ოპერატორ Red Electrica-ს ოპერაციების ხელმძღვანელმა შექმნილ ვითარებას „უპრეცედენტო“ და „არაორდინარული“ უწოდა, ხოლო ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა რიბერამ, ინციდენტი „ბოლო დროს ევროპაში დაფიქსირებულ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ეპიზოდად“ შეაფასა.

ორივე ქვეყნის ხელისუფლება ელექტროენერგიის გათიშვის ზუსტი მიზეზის დადგენას ცდილობს. თუმცა, საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად, მტკიცებულებები კვლავ არასაკმარისია. გათიშვის დაფიქსირების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო კიბერშეტევასთან დაკავშირებითაც, თუმცა პორტუგალიის პრემიერმა ლუის მონტენეგრომ ეს მიზეზი გამორიცხა.

ორშაბათსვე გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეწყვეტა შესაძლოა იშვიათი ფენომენის, „ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაციის“ შედეგი ყოფილიყო, რამაც ესპანეთის ენერგოსისტემის მაღალი ძაბვის ხაზებში „ანომალიური რხევები“ გამოიწვია. ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაციის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ამ ტერიტორიაზე ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებები გამხდარიყო.

„ამ რხევებმა ელექტროსისტემებს შორის სინქრონიზაციაში პრობლემები შექმნა, რამაც ურთიერთდაკავშირებულ ევროპულ ქსელებში თანამიმდევრული დარღვევები გამოიწვია“, – განაცხადა პორტუგალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია REN-მა BBC-სთან ორშაბათს საუბრისას. თუმცა მოგვიანებით, პორტუგალიურ მედიაში, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, REN-მა ეს მიზეზიც გამორიცხა.

ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზი შესაძლოა ქსელთან დაკავშირებული პრობლემებიც გახდა. ლონდონის უნივერსიტეტის ენერგეტიკული მდგრადობის უფროსი ლექტორის, ონიემა ენდუკას განმარტებით, ენერგოქსელები სტანდარტულად ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან მათი მომარაგება ქალაქებიდან მოშორებით მდებარე გენერატორებით ხდება. ეს ნიშნავს, რომ ქსელის ერთ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვამ შეიძლება „სხვა ადგილებში კასკადური ეფექტი გამოიწვიოს“.

ამის მიუხედავად, AP-ისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელი ოფიციალური პირები, ელექტროენერგიის გათიშვის შესაძლო მიზეზად გარედან წარმოშობილ დაუზუსტებელ ტექნიკურ პრობლემებს ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ინციდენტის გამოძიების პროცესი გრძელდება.

შესაძლო კიბერშეტევაზე პირველად ანდალუსიის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა ხუანმა მორენომ ისაუბრა. მორენომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ჰაკერული თავდასხმა ყოფილიყო. თუმცა კიბერშეტევის შესახებ ბრალდება მალევე უარყვეს ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ.

„ესპანეთს აქვს მექანიზმები ამ ტიპის სიტუაციებთან გასამკლავებლად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და იმოქმედონ პასუხისმგებლობით და ცივილიზებულად, ისე, როგორც ყოველთვის ვაკეთებდით“, – დაწერა სანჩესმა სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე. პორტუგალიის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის განცხადებითაც, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ შეფერხება კიბერთავდასხმით იყო გამოწვეული.

საინვესტიციო ბანკ RBC-ის წინასწარი შეფასებით, ელექტროენერგიის გათიშვით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგი შესაძლოა 2.25 მილიარდიდან 4.5 მილიარდ ევრომდე მერყეობდეს. RBC-მა მომხდარში ნაწილობრივ ესპანეთის მთავრობა დაადანაშაულა, რადგან ხელისუფლება ზედმეტად თავდაჯერებული იყო ინფრასტრუქტურაში, რომელიც მზის ენერგიაზეა დამოკიდებული და მცირე ელექტროენერგიული რეზერვები აქვს.

თუმცა შეფასებები მხოლოდ წინასწარია და ზუსტი რიცხვების გამოქვეყნებასაც დრო დასჭირდება. Everstream Analytics-ის რისკების ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, მირკო ვოიციკმა, Euronews-სთან განაცხადა, რომ გათიშვა საწვავის მიწოდებაში შეფერხებების მიზეზად იქცა, რამაც, თავის მხრივ, პირენეს ნახევარკუნძულზე სატვირთო გადაზიდვების პრობლემა შექმნა.

„ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების მწარმოებელთა ნაწილმა, მათ შორის VW-მა, Ford-მა, Stellantis-მა, Seat-მა და Iveco-მ, თავიანთი ქარხნები დახურეს. საავტომობილო ინდუსტრიაში, როგორც წესი, 1-საათიანი შეფერხება $2.3-მილიონიან ზარალს უდრის, ამიტომ ხარჯები ყველა დაზარალებული ინდუსტრიისთვის, მათ შორის კვების პროდუქტების, ქიმიკატების, სატვირთო მანქანების და სხვა ინდუსტრიებისთვის, შესამჩნევად მაღალი იქნება“, – განაცხადა ვოიციკმა.

Previous Post

Reigniting an Open, Bold & Collaborative European Digital Economy Amidst €200bn AI Ambitions

Next Post

ბიზნესშეთავაზებები სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს-მობილბანკში

Salo Papalashvili

Next Post
ბიზნესშეთავაზებები სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს-მობილბანკში

ბიზნესშეთავაზებები სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს-მობილბანკში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result