ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმები

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

არსებული მონაცემებით, ყველა დროის ტოპ-10 შემოსავლიანი ანიმაციური ფილმის მიერ მსოფლიო კინოთეატრების სალაროებში გამომუშავებული თანხა დაახლოებით $14.15 მილიარდს შეადგენს. ათეულში ამერიკული Disney/Pixar-ი დომინირებს ექვსი ადგილით, თუმცა ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმის სტატუსი ამ დროისთვის ჩინურ Ne Zha 2-ს ეკუთვნის, რომელმაც გამოშვებიდან დღემდე $2.15 მილიარდზე მეტის შემოსავალი დააგროვა.

2019 წელს გამოსული Ne Zha-ს მეორე ნაწილი მთავარი გმირის, ნე ჭას ისტორიის გაგრძელებაა, რომელიც ცდილობს ძლიერ წყევლას გაუმკლავდეს და სხვადასხვა დაბრკოლება აირიდოს, რათა სამყაროში საკუთარი ადგილი იპოვოს. სიუჟეტი სავსეა ეპიკური ბრძოლებით და ემოციური ეპიზოდებით. აღსანიშნავია, რომ Ne Zha 2, რომლის დებიუტიც ჩინეთში 2025 წლის 29 იანვარს შედგა, გახდა პირველი არაჰოლივუდური და არაინგლისურენოვანი ანიმაცია, რომელმაც გლობალური შემოსავლით $2-მილიარდიანი ნიშნული გადაკვეთა.

ჩამონათვალში მეორე ადგილს Pixar-ის Inside Out 2 იკავებს, რომელმაც მსოფლიო სალაროებში თითქმის $1.70 მილიარდის შეგროვება შეძლო. რეჟისორ კელსი მანის ანიმაცია აშშ-ის კინოთეატრებში გასული წლის ივნისში გამოჩნდა. ფილმი მოგვითხრობს რაილის შესახებ, რომელიც უკვე მოზარდია, რაც მის გონებაში ახალი ემოციების გაჩენას იწვევს, მათ შორის — შფოთვის, სირცხვილი და შური. ეს ახალი ემოციები ცდილობენ იპოვონ თავიანთი ადგილი უკვე არსებულ ემოციებთან — სიხარულთან, სევდასთან, შიშთან, ზიზღთან და ბრაზთან — ერთად.

ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმებს შორის მესამე ადგილს 2019 წელს გამოსული The Lion King (2019)-ი იკავებს, რომლის გლობალური შემოსავალიც $1.65 მილიარდს აჭარბებს. ის ჯონ ფავროს მიერ გადაღებული მიუზიკლი-ანიმაციაა, რომელიც 1994 წლის „მეფე ლომის“ კლასიკური ფილმის ფოტორეალისტური რიმეიკია.

აღსანიშნავია, რომ $1-მილიარდიან ნიშნულს ტოპ-10-ში შემავალი ყველა ანიმაციის შემოსავალი აჭარბებს. ანიმაციური ფილმებისთვის ყველაზე წარმატებული 2019 წელი აღმოჩნდა. ათეულში ამ წელს გამოსული სამი ფილმი მოხვდა — უკვე ნახსენები The Lion King (2019), Frozen II და Toy Story 4.

ყველა დროის ტოპ-10 შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი:
🥇 ადგილი 🎞️ ფილმი 💰 გლობალური შემოსავალი 📅 გამოშვების წელი
1 Ne Zha 2 $2,151,005,847 2025
2 Inside Out 2 $1,698,863,816 2024
3 The Lion King (2019) $1,656,943,394 2019
4 Frozen II $1,450,026,933 2019
5 The Super Mario Bros. Movie $1,362,566,989 2023
6 Frozen $1,290,000,000 2013
7 Incredibles 2 $1,243,225,667 2018
8 Minions $1,159,457,503 2015
9 Toy Story 4 $1,073,394,593 2019
10 Toy Story 3 $1,066,970,811 2010

 

More to read