Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Top 10: რომელი სსიპ-ები ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს?

by იზა გვარამაძე
April 10, 2025
in პოლიტიკა, რეიტინგი, საქართველო, ყველა სიახლე
0
Top 10: რომელი სსიპ-ები ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს?
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სახელმწიფო სექტორში 321 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც საერთო დასაქმების 24%-ია.

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) და სახელმწიფოს დაარსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ) მუშაობენ. სსიპ-ები ძირითადად საქართველოს ცენტრალურ მთავრობას ემორჩილება, ა(ა)იპ-ები კი მრავლად არის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებშიც. 

ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში. ძირითადი დამსაქმებლები სწორედ ეს სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები არიან, სადაც 2023 წელს 176 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. მათ შორის, 117 ათასი შტატით გათვალისწინებული თანამშრომელი იყო, ხოლო 59 ათასი – შტატგარეშე. 2024 წლის წლიური მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

მოკლედ მიმოვიხილავთ 10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ სსიპ/ა(ა)იპ-ს, რომლებიც ერთად 40 ათასამდე ადამიანს ასაქმებენ.

  1. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ქუთაისში მდებარეობს,  1,981 ადამიანს ასაქმებს, მათგან 687 თანამშრომელია შტატით, 1,294 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს უნივერსიტეტის შემოსავალი 27 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 10.6 მლნ ლარი დაიხარჯა, რომელიც მხოლოდ შტატით დასაქმებულებისთვის გაცემულ ხელფასს მოიცავს. ერთი დასაქმებულის საშუალო ხელფასი თვეში 1,300 ლარამდე გამოდის. უნივერსიტეტის შემოსავლის ძირითადი წყარო სწავლის საფასურია. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს დაფუძნდა.

  1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2,084 ადამიანს ასაქმებს, მათგან 736 თანამშრომელია შტატით, 1,348 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 141 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 21 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 2,400 ლარი გამოდის. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი მიიღო მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის და საჯარო რეესტრის მომსახურებათა განვითარების პროგრამის მართვისთვის.

  1. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,768 ადამიანს ასაქმებს, მათგან 674 თანამშრომელია შტატით, 2,094 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავალი 58 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 19 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 2,300 ლარი გამოდის. უნივერსიტეტის შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გრანტებსაც მოიცავს, თუმცა ეს გრანტები უნივერსიტეტის საკუთარ შემოსავლად კლასიფიცირდება და არა ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებად. 

  1. ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი 

ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი 2,904 ადამიანს ასაქმებს, მათგან  მხოლოდ 30 თანამშრომელია შტატით, 2,874 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს ჰოლდინგის საკუთარი შემოსავალი 893 ათასი ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 661 ათასი ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო წლიური ხელფასი 1,800 ლარი გამოდის. ჰოლდინგი 2020 წელს შეიქმნა და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კლინიკების მართვას უზრუნველყოფს. მის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ამჟამად 8 კლინიკას მართავს.

  1. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) 3,557 ადამიანს ას აქმებს, მათგან 2,333 თანამშრომელია შტატით, 1,224 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავალი 54 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 29 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 1,020 ლარი გამოდის. უნივერსიტეტის შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გრანტებსაც მოიცავს, თუმცა ეს გრანტები უნივერსიტეტის საკუთარ შემოსავლად კლასიფიცირდება და არა ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებად.

  1. სსიპ შემოსავლების სამსახური

სსიპ შემოსავლების სამსახური 3,925 ადამიანს ასაქმებს, მათგან 3,545 თანამშრომელია შტატით, 380 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 248 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 96 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 2,250 ლარი გამოდის. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარი გამოიყო შემოსავლების სამსახურისთვის. ის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ია, რომელსაც გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირება ევალება.

  1. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) 4,321 ადამიანს ასაქმებს, მათგან 2,215 თანამშრომელია შტატით, 2,106 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავალი 157 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 41 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 1,560 ლარი გამოდის. უნივერსიტეტის შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გრანტებსაც მოიცავს. 2023 წელს არაფინანსური აქტივების ზრდაზე (კაპიტალურ ხარჯებზე) 68 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. 

  1. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 4,442 ადამიანს ასაქმებს, მათგან მხოლოდ 100 თანამშრომელია შტატით, 4,342 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 1.6 მლნ ლარი იყო, თუმცა ბიუჯეტიდან დამატებით 150 მლნ ლარზე მეტი გამოეყო. შტატით დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 3.6 მლნ ლარი იყო, საშუალო ხელფასი კი თვეში 2,450 ლარი გამოდის. ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ია, რომლის მისიას მოქალაქეებისთვის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა წარმოადგენს. ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის.

  1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) 5,838 ადამიანს ასაქმებს, მათგან 2,930 თანამშრომელია შტატით, 2,908 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს თსუ-ს საკუთარი შემოსავალი 83 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 31 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 883 ლარი გამოდის. 2023 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი 94 მლნ ლარი იყო, საიდანაც 11 მლნ ლარი არაფინანსური აქტივების კლებით (ქონების გაყიდვით) მიიღო. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გრანტები უნივერსიტეტის საკუთარ შემოსავლად კლასიფიცირდება. 

  1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 8,001 ადამიანს ასაქმებს., მათგან  7,891 თანამშრომელია შტატით, 110 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს ორგანიზაციის შემოსავალი 188 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 98 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 1,030 ლარი გამოდის. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ია, რომლის ძირითად საქმიანობას იურიდიული/ფიზიკური პირების ქონებისა და პირადი უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა წარმოადგენს.

Previous Post

ტრამპის შეცვლილი სატარიფო პოლიტიკის გავლენა საფონდო ბირჟებზე | საუკეთესო დღე ბოლო 16 წელიწადში

Next Post

PLUS გათამაშება დაიწყო – მოიგეთ 100, 1 000 და 10 000 ლარი

იზა გვარამაძე

Next Post
PLUS გათამაშება დაიწყო –  მოიგეთ 100, 1 000 და 10 000 ლარი

PLUS გათამაშება დაიწყო – მოიგეთ 100, 1 000 და 10 000 ლარი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result