Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ივანიშვილის ქონების შესახებ

by იზა გვარამაძე
April 3, 2025
in ედიტორიალი, ყველა სიახლე
0
ივანიშვილის ქონების შესახებ
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-ის მილიარდერთა სიაში ბიძინა ივანიშვილის ქონების უახლესმა განახლებამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

აღნიშნული განახლება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც Forbes-ს უშუალოდ ივანიშვილის ქონების მმართველმა მიაწოდა. მცდელობის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში, Forbes-ს არ ჰქონია წვდომა დამოუკიდებელ წყაროებზე აღნიშნული რიცხვების დასტურისა ან უარყოფისთვის.

ინდივიდუალური ქონების შეფასებისას Forbes-ი მისდევს მკაცრ მეთოდოლოგიას. ჩვეულებრივ ამ პროცესში გამოიყენება საჯარო ფინანსური დოკუმენტაცია, საბაზრო მაჩვენებლები, მფლობელობაში არსებული წილების დეკლარაციები, ექსპერტული ანალიზი და აგრეთვე უშუალოდ გამოკვლეულ პირთაგან ან მათი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაცია.

საქართველოში „გამჭვირვალობის” მიზნით მიღებული საკანონმდებლო ინიციატივები ზღუდავს მედიისა და არასამთავრობო სექტორის თავისუფლებას და, ამავე დროს, ქონებრივ დეკლარაციებში, სახელმწიფო კონტრაქტებსა და სასამართლო დოკუმენტაციაში ხშირად ვერ ხერხდება საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციაზე წვდომა.

შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ქონების შესახებ მონაცემთა გამჭვირვალობა და დამოუკიდებელი წყაროები შეზღუდულია, წინასწარი შეფასებები იმ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება, რომლებიც ხელმისაწვდომია სიის გამოსვლის თარიღისთვის. ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაუმჭვირვალობის გამო, მისი ქონების შესახებ ერთადერთი წყარო თავად ბიძინა ივანიშვილია.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სხვა გამოცემები ბიძინა ივანიშვილის ქონებას მნიშვნელოვნად უფრო მაღალ ნიშნულზე აფასებენ. თუმცა მათი მონაცემები ხშირად კომპანიების სავარაუდო ბენეფიციარებს მოიცავს, მაშინაც კი, როცა მფლობელის დადასტურება შეუძლებელია. ამასთან ხშირად ეს მაჩვენებლები ინდექსირებული და ექსტრაპოლირებულია შიდა- ან გარესაბაზრო დინამიკის მიხედვით.

Forbes-ი ასეთ შემთხვევებში უფრო კონსერვატიულია: ჩვენ ვთვლით, რომ დაუდასტურებელი აქტივები ვერ ჩაითვლება სარწმუნო შეფასების ნაწილად და მათ ანგარიშში არ ავსახავთ.

მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ბოლო შეფასება არ უნდა ჩაითვალოს ბიძინა ივანიშვილის რეალური ფინანსური მდგომარეობის საბოლოო სურათად. იგი მხოლოდ იმას ასახავს, რისი მოპოვებაც Forbes-მა შეძლო, მაგრამ არა აუცილებლად მისი ქონების სრულ მასშტაბს.

მას შემდეგ, რაც გამოვლინდება ახალი, სანდო და დამოუკიდებლად დადასტურებული ინფორმაცია, შეფასებაც შესაბამისად განახლდება. ამაზე Forbes Georgia-ს გუნდში ინტენსიურად ვმუშაობთ.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გავამხელ ამ საკითხთან დაკავშირებულ მთავარ სიახლეს: ჩვენ ვგეგმავთ, ივლისის ნომერში უმდიდრესი ქართველების პირველი სია წარვუდგინოთ საზოგადოებას. უმდიდრესი ქართველების პირველი სია არა მხოლოდ ინტერესს, არამედ საჯარო დისკუსიასაც აღძრავს საქართველოში ქონებისა და ეკონომიკური ძალის კონცენტრაციის გარშემო.

მანამდე გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს ბოლო ნომრებს, მათ შორის, ადგილობრივ რეიტინგებს, რომლებიც ასახავს ქვეყნის ყველაზე შემოსავლიან და ეფექტიანად მართულ კომპანიებს, და სიღრმისეულ მიმოხილვებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ტენდენციებს მოიცავს. სანამ მედიის დამოუკიდებლობა წნეხის ქვეშაა, სიღრმისეული, ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

Forbes-ი და მისი ქართული გამოცემა სწორედ ამას ემსახურებოდა, ემსახურება და მოემსახურება.

Previous Post

საქსტატი: მარტში წლიური ინფლაცია 3.5%-მდე გაიზარდა

Next Post

Liberty Introduces a New Premium Banking Brand – Studio Liberty

იზა გვარამაძე

Next Post
Liberty Introduces a New Premium Banking Brand – Studio Liberty

Liberty Introduces a New Premium Banking Brand – Studio Liberty

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result