Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია

by იზა გვარამაძე
April 3, 2025
in მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
2024 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 4.13%-ით გაიზარდა

Crystal globe on many currency, World bank, Economic inflation conditions where tend to increase continuously.

0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რიგით 39-ე, 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში რეკორდული რაოდენობის, 3,028 მილიარდერია – 247-ით მეტი გასულ წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. მათი კოლექტიური ქონება ასევე რეკორდულ – $16.1 ტრილიონს შეადგენს. რეკორდულ მაჩვენებელზეა იმ პირთა რაოდენობაც, რომელთა სიმდიდრეც $100-მილიარდიან ნიშნულს სცდება. კერძოდ, ამ ზღვრის გადაკვეთა წლევანდელ სიაში 15-მა მილიარდერმა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის რეიტინგში შემავალი მილიარდერების 50%-ზე მეტი სამ ქვეყანაში ცხოვრობს, ხოლო 17 ქვეყნიდან სიაში მხოლოდ თითო-თითო მილიარდერი მოხვდა. სიის თითქმის მესამედი შეერთებული შტატების მოქალაქეა. რეიტინგში რეკორდული რაოდენობის, 902 ამერიკელი მილიარდერია (გასულ წელს 813 იყო), რომელთა კოლექტიური ქონება ასევე რეკორდული 6.8 ტრილიონი აშშ დოლარია.

უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს 15 ცენტიმილიარდერიდან ორის გარდა ყველა აშშ-ის მოქალაქეა, მათ შორის პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, რომლის ქონებაც $342 მილიარდად არის შეფასებული. რეიტინგის ხუთეულში ასევე ვხვდებით ტექნოლოგიური სფეროს ამერიკელ მილიარდერებს მარკ ცუკერბერგს Meta-დან (216 მილიარდი აშშ დოლარი), ჯეფ ბეზოსს Amazon-დან (215 მილიარდი აშშ დოლარი) და ლარი ელისონს Oracle-დან (192 მილიარდი აშშ დოლარი).

მილიარდერების რაოდენობით ჩინეთი კვლავ მეორე ადგილზეა, წლევანდელ სიაში წარმოდგენილი 450-ით ადამიანით. მათი ქონების ჯამური ღირებულება $1.7 ტრილიონია. ცნობისთვის, გასულ წელს ჩინეთს Forbes-ის რეიტინგში 406 მილიარდერი ჰყავდა. ქვეყანა რეკორდული რაოდენობის, 495 მილიარდერით, 2023 წლის სიაში იყო წარმოდგენილი.

იმის პარალელურად, რომ აშშ-ის მთავრობა ByteDance-ს TikTok-ის ამერიკელ მფლობელზე გაყიდვას აიძულებს, ჭანგ იიმინგი, რომელიც კომპანიის დამფუძნებელია, ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. მისი ქონება $65.5 მილიარდს შეადგენს. იიმინგმა სიმდიდრით Nongfu Spring-ის დამფუძნებელ ჭონგ შანშანს გადაუსწრო, რომლის ქონებაც $57.7 მილიარდს უტოლდება.

მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, ინდოეთი, მილიარდერების რაოდენობით კვლავ მესამე ადგილს იკავებს. ის წლევანდელ რეიტინგში 205 მილიარდერით (გასულ წელს 200 იყო) არის წარმოდგენილი, რომელთა ჯამური ქონება 941 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სიაში მილიარდერების რაოდენობა გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია მათი კოლექტიური ქონება – 2024 წელს ეს მაჩვენებელი 954 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყნის ორმა უმდიდრესმა ადამიანმა, მუკეშ ამბანმა (92.5 მილიარდი დოლარი) და გაუტამ ადანიმ (56.3 მილიარდი დოლარი), მათი კონგლომერატების აქციების ფასის შემცირების გავლენით, 20 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს.

ტოპ-10 ქვეყანა მილიარდერების რაოდენობის მიხედვით:

#1. აშშ
მილიარდერების რაოდენობა: 902 (გასულ წელს 813)
ჯამური ქონება: $6.8 ტრილიონი (გასულ წელს $5.7 ტრილიონი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: ილონ მასკი, $342 მილიარდი

#2. ჩინეთი
მილიარდერების რაოდენობა: 450 (გასულ წელს 406)
ჯამური ქონება: $1.7 ტრილიონი (გასულ წელს $1.3 ტრილიონი)
უმდიდრესი ადამიანი: ჭანგ იიმინგი, $65.5 მილიარდი

#3. ინდოეთი
მილიარდერების რაოდენობა: 205 (გასულ წელს 200)
ჯამური ქონება: $941 მილიარდი (გასულ წელს $954 მილიარდი)
უმდიდრესი ადამიანი: მუკეშ ამბანი, $92.5 მილიარდი

#4. გერმანია
მილიარდერების რაოდენობა: 171 (გასულ წელს 132)
ჯამური ქონება: $793 მილიარდი (გასულ წელს $644 მილიარდი)
უმდიდრესი ადამიანი: დიტერ შვარცი, $41 მილიარდი

#5. რუსეთი
მილიარდერების რაოდენობა: 140 (გასულ წელს 120)
ჯამური ქონება: $580 მილიარდი (გასულ წელს $537 მილიარდი)
უმდიდრესი ადამიანი: ვაგიტ ალეკპეროვი, $28.7 მილიარდი

#6. კანადა
მილიარდერების რაოდენობა: 76 (გასულ წელს 67)
ჯამური ქონება: $359 მილიარდი (გასულ წელს $315 მილიარდი)
უმდიდრესი ადამიანი: ჩანგპენგ ჟაო, $62.9 მილიარდი

#7. იტალია
მილიარდერების რაოდენობა: 74 (გასულ წელს 73)
ჯამური ქონება: $339 მილიარდი (გასულ წელს $302 მილიარდი)
უმდიდრესი ადამიანი: ჯოვანი ფერერო, $38.2 მილიარდი

#8. ჰონგ-კონგი
მილიარდერების რაოდენობა: 66 (გასულ წელს 67)
ჯამური ქონება: $335 მილიარდი (გასულ წელს $330 მილიარდი)
უმდიდრესი ადამიანი: ლი კა-შინგი, $38.9 მილიარდი

#9. ბრაზილია
მილიარდერების რაოდენობა: 56 (გასულ წელს 69)
ჯამური ქონება: $212 მილიარდი (გასულ წელს $231 მილიარდი)
უმდიდრესი ადამიანი: ედუარდო სავერინი, $34.5 მილიარდი

#10. გაერთიანებული სამეფო
მილიარდერების რაოდენობა: 55 (იგივე გასულ წელს)
ჯამური ქონება: $238 მილიარდი (გასულ წელს $225 მილიარდი)
უმდიდრესი ადამიანი: მაიკლ პლატი, $18.8 მილიარდი

Previous Post

Austin T. Fragomen Jr. Honored by Marquis Who’s Who for Transforming Immigration Law and Policy

Next Post

Reimagining Healthcare & Pharma Through Data, AI and Responsible Innovation

იზა გვარამაძე

Next Post
Reimagining Healthcare & Pharma Through Data, AI and Responsible Innovation

Reimagining Healthcare & Pharma Through Data, AI and Responsible Innovation

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result