Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით Women In Tech პანელის მონაწილეები

by Anina Tepnadze
July 11, 2025
in Forbes, Forbes Woman, სიახლეები, ღონისძიებები
0
Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით Women In Tech პანელის მონაწილეები
0
SHARES
0
VIEWS

29 მარტს Forbes Georgia – 2025 წლის ქალთა კონფერენციას უმასპინძლებს. Forbes Women Conference 2025 ლიდერი ქალების გაძლიერებასა და მათი მიღწევების წარმოჩენას მიეძღვნება. ღონისძიება ერთ სივრცეში მოუყრის თავს წარმატებულ ქალებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან.

კონფერენციის მიზანი იმ ქალების წარმოჩენაა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ტრანსფორმაციული ცვლილებების სათავეში დგანან. ღონისძიების გენერალური პარტიორია გასტრონომი. ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორები არიან: ლურჯი ოკეანე, Lab Technologies, რედბული, სარაჯიშვილი, Progress American Schools, Efes, UN Women, სტარტაპ ბიურო.

ღონისძიების ფორმატი

ღონისძიება Publica-ს საკონფერენციო სივრცეში ჩატარდება და 19:00 საათზე გაიხსნება. უშუალოდ კონფერენცია ორ სცენას მოიცავს: PechaKucha Night Stage (პრეზენტაციები) და Forbes Women Stage (პანელური დისკუსიები).

PechaKucha პრეზენტაციის ცნობილი ფორმატია, რომელიც უმეტესად სურათებზე ორიენტირებულ, დინამიკურ თხრობას გულისხმობს. PechaKucha-ს ფარგლებში 6 ანტრეპრენიორი ქალი ისაუბრებს საკუთარი ბიზნესისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.

  • Forbes Georgia-ს ქალთა კონფერენცია – გაიცანით PechaKucha Night Stage-ის მონაწილეები

მეორე სცენა Forbes Women-ის ორ პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველაზე გავლენიანი ლიდერი ქალები მიიღებენ.

პირველი პანელის მთავარი თემები ლიდერობა, ინოვაციები და თვითგანვითარება იქნება.

  • Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით პანელის მონაწილეები

მეორე პანელის მთავარი თემაა “ქალები ტექნოლოგიებში” — გამოწვევები, ინოვაციები, მომავლის ტრენდები.

ვის იხილავთ Women in Tech პანელურ დისკუსიაზე? 


მარიამ ლეკვეიშვილი — ინოვაციების მენეჯერი | Theneo | საოპერაციო დირექტორი

მარიამ ლეკვეიშვილი ინოვაციების მენეჯერია, ფოკუსით ხელოვნურ ინტელექტზე. მან ინოვაციების მენეჯმენტი გოლდსმიტში, ლონდონის უნივერსიტეტში შეისწავლა, სადაც მისი მიმართულება ხელოვნური ინტელექტის მდგრადი გამოყენება იყო. ამჟამად ის ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული წარმატებული ქართულ-ამერიკული სტარტაპის, Theneo-ს საოპერაციო დირექტორია.

 

 

 


ანნა კაჭიური — Lab Technologies | მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი

 

ანნა კაჭიური უკვე 10 წელია მართავს Lab Technologies-ს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი IT ინტეგრატორი კომპანიაა. მისი ხელმძღვანელობით ლაბ ტექნოლოჯიმ წარმატებით განახორციელა არაერთი მსხვილი პროექტი და ხელი შეუწყო სხვადასხვა ბიზნესის განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებაში. ორგანიზაციების ტექნოლოგიური განვითარების გარდა, მისი კომპანია ხელს უწყობს ახალგაზრდების კარიერულ ზრდას და ყოველწლიურად ახორციელებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთტექნოლოგიურ სამყაროში პირველი პროფესიული ნაბიჯების გადადგმა.

ანნა ასევე არის WEPs-ის ერთ-ერთი ხელმომწერი და აქტიურად მონაწილეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტებში. იგი არის ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” წევრი და ხშირად გასცემს რეკომენდაციებს ქალების როლსა და მნიშვნელობაზე IT ინდუსტრიაში.


იაკო ჯიქია — Helio.AI | თანადამფუძნებელი

იაკო ჯიქია ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელია, რომელმაც ფინტექის სფეროში აღმასრულებელი პოზიციიდან სტარტაპ ეკოსისტემაში გადაინაცვლა. არის ინოვაციური AI პროდუქტის, Helio.AI-ის შემქმნელი, რომელიც 6 ქვეყანაში 300-ზე მეტ ბრენდს უადვილებს რეკრუტირების პროცესს.

 


თამარ გაგნიძე — Metaviu.io | დირექტორი

თამარს ტექნოლოგიურ პროდუქტების განვითარებაზე მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც სტარტაპ ეკოსისტემაში, ისე — ენტერპრაის კომპანიებში. მუშაობდა სტრატეგიულ პოზიციებზე. მათ შორის, მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნასა და ბიზნეს პროცესების ოპტიმატიზაციაზე AI ტექნოლოგიების გამოყენებით. ამჟამად არის კომპანია Metaviu-ს CEO, რომლის მიზანიც Roblox-ის პლატფორმაზე ციფრული საგანმანათლებლო თამაშების შექმნით სკოლამდელი განათლების ტრანსფორმაციაა.

 


პანელის მოდერატორი Forbes Georgia-ს საოპერაციო დირექტორი, ანინა ტეფნაძე იქნება.


პანელური დისკუსიის შემდეგ საღამო ნეთვორქინგით გაგრძელდება Publica-ს სივრცეში, After Party კი Plus One-ში გაიმართება.

საღამოს არაფორმალურ ნაწილზე შეძლებთ, რომ Alfreda Stieglitz-ის სელექციას მოუსმინოთ. Alfreda  უკვე რვა წელია, Mzesumzira-ს რეზიდენტია. აქვს ძალიან დიდი ფონოტეკა და საკუთარ მუსიკალურ სელექციას ხშირად უკრავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაზე.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ:

  • Biletebi.ge
  • TKT.ge
Tags: Forbes GeorgiaForbes WomanForbes WomenPechaKucha Night StagePublicaWomen Conferenceანინა ტეფნაძეანნა კაჭიურითამარ გაგნიძეიაკო ჯიქიამარიამ ლეკვეიშვილიქალთა კონფერენცია
Previous Post

გალტ & თაგარტმა საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორზე ვორქშოპი გამართა

Next Post

Render Group: საერთაშორისო დონის კოლაბორაცია და წარმატებული 3D ანიმაცია

Anina Tepnadze

Next Post
Render Group: საერთაშორისო დონის კოლაბორაცია და წარმატებული 3D ანიმაცია

Render Group: საერთაშორისო დონის კოლაბორაცია და წარმატებული 3D ანიმაცია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result