Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რატომ არ არის Tesla AI-გიგანტი, როდესაც მასკი საპირისპიროს ამტკიცებს?

by Salo Papalashvili
მარტი 14, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
რატომ არ არის Tesla AI-გიგანტი, როდესაც მასკი საპირისპიროს ამტკიცებს?
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი წლებია, ყველას დარწმუნებას ცდილობს, რომ Tesla არა მხოლოდ ელექტრომობილების მწარმოებელია – როგორც ბევრი მას მიიჩნევს – არამედ, რეალურად AI-გიგანტიც გახლავთ. მთავარი, რაც მასკს ამის მტკიცების საშუალებას აძლევს, Tesla-ს ავტომობილების მიერ, მსოფლიო მასშტაბით, შეგროვებული ინფორმაციაა, რაც საბოლოოდ კომპანიისთვის მსხვილ მონაცემთა ბაზას აყალიბებს. ამერიკულმა Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ რატომ არ არის Tesla AI-გიგანტი, როდესაც მასკი საპირისპიროს ამტკიცებს.

Tesla-ს ელექტრომობილები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად მილიონობით კილომეტრს ფარავს. მასკი კი მიიჩნევს, რომ მონაცემები, რომლებსაც Tesla-ს EV-ებიდან იღებს, მას სრულად ავტონომიური მანქანების შექმნაში დაეხმარება. ეს ის მოდელებია, რომელთაც გადაადგილება მძღოლის გარეშე შეეძლება. რეალურ სამყაროში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, Tesla საკუთარ ელექტრომობილებს ავარჯიშებს დართულ და საშიშ პირობებში მათ მართვის უნარებს აუმჯობესებს.

მიუხედავად ამისა, რეალობა შედარებით განსხვავებულია. მართალია, Tesla-ს მიერ შეგროვებული მონაცემები დიდი რაოდენობისაა, მათი ნაწილი AI-ის განვითარებისთვის არაფრის მომცემია. სრულად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალების შექმნასთან დაკავშირებული გამოწვევები გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ AI-ჩეტბოტებისთვის ენის შემუშავება. ამას რისკის მაღალი ფონიც ერთვის, რადგან თუ ჩეტბოტების შემთხვევაში დაშვებული შეცდომები გამოსწორებადია, ავტონომიური ავტომობილის შემთხვევაში საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს ეხება.

ავტონომიური ავტომობილების შექმნაში არსებულ გამოწვევებზე Meta-ს მთავარი AI-ინჟინერი იან ლეკუნი საუბრობს. ლეკუნის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ნებისმიერ მოზარდსაც კი შეუძლია 20-საათიანი პრაქტიკით ტარება ისწავლოს, AI-ს სისტემებისთვის ამის მიღწევა ბევრად რთულად ხდება. ავტომობილის მართვა მრავალ ისეთ ცვლადთან გამკლავებას გულისხმობს, როგორიცაა: ამინდი, გზის პირობები, სამშენებლო ზონები, მძღოლების ქცევა, მოძრაობის წესები და ა.შ. ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ უნდა რეაგირებდეს ამ ფაქტორებზე, არამედ მოულოდნელ გამოწვევებთან გამკლავებისთვის მომზადებაც უნდა შეეძლოს.

Tesla-ს კონკურენტები, როგორიცაა Waymo, Zoox-ი და Aurora, დამატებით სენსორებს – მათ შორის ლიდარებს (ლაზერული მანძილსაზომი) და რადარებს იყენებენ. ეს ფუნქციები ავტომობილებს გარემო პირობების უკეთ აღქმაში ეხმარება. მეორე მხრივ, Tesla ძირითადად კამერებზეა დამოკიდებული, რაც, ექსპერტების შეფასებით, გარემოს სრულყოფილი აღქმისთვის საკმარისი არაა. Waymo-ს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, დრაგო ანგუელოვის შეფასებით, მხოლოდ კამერებზე დაყრდნობა სარისკო ნაბიჯია და საუკეთესო სისტემას მოითხოვს და ესეც კი არ უზრუნველყოფს სრულიად უსაფრთხო მართვის გამოცდილებას.

ლეკუნი AI-ის დახვეწისთვის დიდი რაოდენობით მონაცემების საჭიროებასაც ეჭვის თვალით უყურებს. მისი მტკიცებით, მონაცემთა მოცულობის გაორმაგება საიმედოობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას არ გულისხმობს – განსაკუთრებით კი, თვითმართვადი ავტომობილების ტექნოლოგიაში, რომელიც ადამიანურ უნარებს ჯერ კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ფაქტია, რომ არცერთ კომპანიას, მათ შორის არც Tesla-ს, ავტონომიურ ტექნოლოგიაში „მე-5 დონისთვის“ არ მიუღწევია. ამ ეტაპზე ავტომობილებს, ნებისმიერ შესაძლო ვითარებაში, ადამიანის მსგავსი რეაგირების უნარები აქვს განვითარებული.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, Tesla-ს აქციონერები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მასკის ხელოვნური ინტელექტის ხედვებზე დიდ ფსონებსაც ჩამოდიან. ამასთან დაკავშირებით, მასკიც მკაცრ და ზუსტ განცხადებებს აკეთებს. მილიარდერის თქმით, ვისაც არ სწამს, რომ Tesla სრულად ავტონომიური მანქანების გამოშვებას შეძლებს, მის კომპანიაში ინვესტიცია არც უნდა განახორციელოს. Wedbush Securities-ის კაპიტალის ბაზრის ანალიტიკოსის დენ აივსის შეფასებით, ავტონომიური მართვის საბაზრო პოტენციალი, მომდევნო წლებში, შესაძლოა ტრილიონ დოლარზე მეტი იყოს.

მასკის პროგნოზებითაც, თვითმართვადი ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობა ბევრად მოგებიანი იქნება. Tesla-ს გრძელვადიანი ამბიციები, ელექტრომობილებზე მეტად, ჰუმანოიდ რობოტებსა და ჭკვიანი ქარხნების შექმნას უკავშირდება. ამ გეგმის შემუშავებით, მასკმა 2030 წლისთვის, წლიურად ელექტრომობილების წარმოების 20 მილიონ ერთეულამდე გაზრდის მიზანსაც აუარა გვერდი. თუმცა ეს უკანასკნელი, უფრო მეტად, შესაძლოა გაზრდილი კონკურენციის დამსახურებაც იყოს, რადგან ჩინური კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, BYD-ი, ბაზარზე გაძლიერებას განაგრძობენ.

ახალი მიზნების სისრულეში მოსაყვანად, Tesla-მ ოსტინში Cortex-ის მონაცემთა ცენტრი გახსნა. ცენტრში კომპანია სრულად თვითმართვის (FSD) პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობას გეგმავს. თუმცა, მიუხედავად მისი სახელისა, FSD ადამიანებისგან მუდმივ ზედამხედველობას მოითხოვს. მაღალია უნდობლობის ხარისხიც, რადგან ბოლო წლებში, FSD-სა და Tesla-ს „ავტოპილოტის“ მონაწილეობით გლობალურად 52 ფატალურად დასრულებული ავარია დაფიქსირდა.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების მართვის შესახებ შეგროვებული მონაცემები შეიძლება სასარგებლო იყოს, ის ავტომატურად არ აქცევს Tesla-ს ლიდერად AI მიმართულებით. როგორც ალექს რატნერი, Snorkel AI-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, „მონაცემების შეგროვება მხოლოდ დასაწყისია“. რეალური გამოწვევა ამ მონაცემების შესწავლა და მართვის ყველა სცენარში გამოცდაა. Tesla-ს მიმართ უნდობლობას ის ფაქტიც ზრდის, რომ კომპანიის მუშაობა გამჭვირვალე არაა. უფრო მეტიც, Tesla არც ხელოვნური ინტელექტის კვლევით კონფერენციებში მონაწილეობს და არც მის ნაშრომებს ასაჯაროებს. ლეკუნის შეფასებით, Tesla ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების სამყაროში თითქოს არც კი არსებობს.

ამ ყველაფერს კი ის ფაქტიც ემატება, რომ მასკს, ამ დრომდე დასახული თითქმის არცერთი მიზნობრივი თარიღისთვის გეგმა არ შეუსრულებია. მაგალითისთვის, მასკი ავტოინდუსტრიას ჯერ კიდევ 2016 წელს დაჰპირდა, რომ უახლოს პერიოდში, აშშ-ში ადამიანის ჩარევის გარეშე მართვად ავტომობილებს ვიხილავდით, თუმცა ეს გეგმა რეალობაში ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. 2019 წლის პროგნოზით, 2020 წლის ბოლოსთვის გზებზე მილიონობით რობოტაქსი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს მიზანი სისრულეში მოყვანისგან ძალიან შორსაა. სინამდვილეში, Tesla-ს CyberCab-ი მასკმა 2024 წლის ოქტომბერში წარგვიდგინა, თუმცა ეს მოდელიც მექანიკოსთა დაკვირვების ქვეშ გადაადგილდებოდა.

ამჯერად სრულიად ავტოსამყარო 2025 წლის ივნისის მოლოდინშია. Tesla თავის AI-ამბიციებს ოსტინში, რობოტაქსის საპილოტე სერვისის გაშვებით დატესტავს. გამოცდის გეგმის მიხედვით წარმართვის შემთხვევაში, სამყარო პირველად დაინახავს, თუ როგორ ახერხებს Tesla-ს ხელოვნური ინტელექტი ადამიანის დახმარების გარეშე რეალურ სირთულეებთან გამკლავებას. მასკმა სერვისის გამოცდის უფლება კალიფორნიაშიც მოითხოვა, თუმცა ჯერ მისი წინადადება არ დაუმტკიცებიათ.

Previous Post

დემნა გვასალია Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა

Next Post

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი შეათანხმეს

Salo Papalashvili

Next Post
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი შეათანხმეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი შეათანხმეს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

Recent News

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result