Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით პირველი პანელის მონაწილეები

by Forbes.ge
July 11, 2025
in Forbes, ბიზნესი, საქართველო, ღონისძიებები, ყველა სიახლე
0
Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით პირველი პანელის მონაწილეები
0
SHARES
0
VIEWS

29 მარტს Forbes Georgia – 2025 წლის ქალთა კონფერენციას უმასპინძლებს. Forbes Women Conference 2025 ლიდერი ქალების გაძლიერებასა და მათი მიღწევების წარმოჩენას მიეძღვნება. ღონისძიება ერთ სივრცეში მოუყრის თავს წარმატებულ ქალებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან.

კონფერენციის მიზანი იმ ქალების წარმოჩენაა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ტრანსფორმაციული ცვლილებების სათავეში დგანან. ისინი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას, შთამაგონებელ ისტორიებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ.

ღონისძიების გენერალური პარტიორია გასტრონომი. ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორები არიან: ლურჯი ოკეანე, Lab Technologies, რედბული, სარაჯიშვილი, Progress American Schools, Efes, UN Women, სტარტაპ ბიურო.

PechaKucha პრეზენტაციის ცნობილი ფორმატია, რომელიც უმეტესად სურათებზე ორიენტირებულ, დინამიკურ თხრობას გულისხმობს. PechaKucha-ს ფარგლებში 6 ანტრეპრენიორი ქალი ისაუბრებს საკუთარი ბიზნესისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.

  • Forbes Georgia-ს ქალთა კონფერენცია – გაიცანით PechaKucha Night Stage-ის მონაწილეები

მეორე სცენა Forbes Women-ის ორ პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველაზე გავლენიანი ლიდერი ქალები მიიღებენ.

მეორე პანელის მთავარი თემაა “ქალები ტექნოლოგიებში” — გამოწვევები, ინოვაციები, მომავლის ტრენდები.

  • Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით Women In Tech პანელის მონაწილეები

ვის იხილავთ პირველ პანელურ დისკუსიაზე? 


ნანა ბერძენიშვილი — Caucasus Clean Energy Holding | ESG და მდგრადობის ხელმძღვანელი

ნანა ბერძენიშვილი გამოცდილი ლიდერია, რომელსაც საერთაშორისო დონის უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის გამოცდილება აქვს. მას 20-წელზე მეტი გამოცდილება აქვს ორგანიზაციებისათვის ბიზნესის განვითარების ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში. მისი ექსპერტიზა მოიცავს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების ინტეგრირებას ბიზნეს სექტორში, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ბიზნესის ოპერირების შესაბამისობას გლობალურ ESG სტანდარტებთან.
ნანა ბერძენიშვილი წარმატებით ახდენს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI) და სხვადასხვა ინვესტორების სტანდარტების ბიზნესის მართვაში ინტეგრირებას. მისი ჩართულობა ენერგეტიკის სექტორში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა BP-ის მიერ განხორციელებული სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი, WREP SRP და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ჰიდროენერგეტიკული პროექტები. გარდა ამისა, კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ხელმძღვანელობდა კომპლექსურ პროექტებს ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა USAID, UNDP, CHF International და World Vision International. ნანა ბერძენიშვილი სპეციალიზდება ESG-ის სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში, რომლებიც შეესაბამება ისეთ ინსტიტუტების სტანდარტებს, როგორიცაა IFC, EBRD, ADB და EIB. ნანა ბერძენიშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სკოლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნეს სამართალში.


ნინო ენუქიძე — ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) | რექტორი, პროფესორი

ნინო ენუქიძის ინიციატივით საქართველოში დაფუძნდა კოდინგის სკოლა ქალებისთვის, გლობალური განათლების პლატფორმა – AI4Globe, და iamtheCODE Foundation-ის საქართველოს წარმომადგენლობა, რომლის ფარგლებშიც 250,000 ქალსა და გოგოს 60,000-ზე მეტი სასერტიფიკატო კურსზე უფასო წვდომა ექნება. ის არის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს საბჭოს არჩეული წევრი, გაეროს ბავშვთა ფონდის ბიზნესმრჩეველთა საბჭოს წევრი, ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის აკადემიური კონსორციუმის პრეზიდენტი და საპატიო საბჭოს წევრი. მისი ლიდერობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გახდა ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოში. ნინო ენუქიძე არის World Economic Forum-ის Young Global Leaders 2024-ის წევრი.

თინათინ რუხაძე — ACT Global | თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

 

თინათინ რუხაძე ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. მისი ხელმძღვანელობით ACT პატარა ქართული საკონსულტაციო ფირმიდან გლობალურ მოთამაშედ გადაიქცა, რომელიც დღეს 3 კონტინენტზე, 35 ქვეყანაში ოპერირებს. თინათინი დღემდე აქტიურად ხელმძღვანელობს კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას და მონაწილეობს მის უმნიშვნელოვანეს პროექტებში, როგორც ბიზნეს-სტრატეგიისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მენეჯმენტ-კონსულტანტი. თინათინს აქვს თსუ-ს ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი და გრენობლის ბიზნეს სკოლის MBA მენეჯმენტ კონსალტინგის სპეციალიზაციით. აკადემიური განათლება, საკუთარი ბიზნესის მართვის გამოცდილება, ადგილობრივ და საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტებში 22 წლის მანძილზე დაგროვილი ექსპერტიზა  თინათინის განსაკუთრებული აქტივია, რომელსაც იგი ეფექტიანად იყენებს ეისითის კლიენტების განვითარებისა და წარმატების მხარდასაჭერად.  პარალელურად, თინათინი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში: მენტორობს ახალგაზრდა და ქალ მეწარმეებს, მონაწილეობს ანგელოზ-ინვესტორობის პროექტებში; საჯარო გამოსვლებით ხელს უწყობს ბიზნესსა და ლიდერობასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებას. 2014 წელს მან თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ქალთა ბიზნეს-ფედერაცია “Women for Tomorrow”, სადაც 2014-2016 წლებში თავმჯდომარის პოზიცია ეკავა, ხოლო 2017-2023 წლებში მმართველი ბორდის წევრი იყო. ფედერაცია დღესაც წარმატებით აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. მისი მიღწევები საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულია. 2018 წელს თინათინი Clicquot Business Woman Award-ის გამარჯვებული გახდა. ეს ჯილდო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაეცემათ იმ ქალ ლიდერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში.


ნინა ჩიკვაშვილი — ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი | დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი

ნინა ჩიკვაშვილი პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, ბრენდის ავტორი, განათლების ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და ლიდერია განათლების სფეროში. მან 23 წლის წინ დაიწყო პროგრესული განათლების შეთავაზება ახალი თაობებისთვის. დღეს, მის მიერ შექმნილი პროგრესის ქსელი აერთიანებს სამ სკოლას ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში, სადაც 2,500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. განათლებაში ჩართულია 500-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი და მასწავლებელია. ნინა ჩიკვაშვილი გახლავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი (მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასწავლებლის განათლების საზოგადოების (SITE USA) თანათავმჯდომარე. ასევე, ის გახლავთ ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM Georgia), “Women 4 Tomorrow”- სა და საქართველოსა და ისრაელის ბიზნეს ასოციაციის წევრი.

ნინა ჩიკვაშვილი მსოფლიო მშვიდობის განათლების სამიტის საპატიო დელეგატი და ექსპერტია. არის ასევე საერთაშორისოდ ლიცენზირებული რამდენიმე საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი საქართველოში, მათ შორის: TOEFL ცენტრი პროგრესის საერთაშორისო სკოლებში, “Progress Education“ და Georgian-American International Academy.

 


ეკა ქავთარაძე — Tegeta Holding | მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი

 

ეკატერინე ქავთარაძეს ბიზნესსექტორში მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჰოსპიტალური ქსელი მედალფა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ევექსის ჰოსპიტლები და ვიანი – თეგეტა ჰოლდინგამდე ეკატერინე ქავთარაძე ჯანდაცვის ინდუსტრიაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. კერძო და საჯარო სექტორში, საერთო ჯამში, 20-წლიანი გამოცდილება დააგროვა.
ეკატერინეს აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით Grenoble Ecole de Management-ისა და კავკასიის ბიზნესსკოლებში და ასევე ფლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხს. ეკატერინე ქავთარაძეს აქვს საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.


პანელის მოდერატორი Forbes Georgia-ს საოპერაციო დირექტორი, ანინა ტეფნაძე იქნება.

პანელური დისკუსიის შემდეგ საღამო ნეთვორქინგით გაგრძელდება Publica-ს სივრცეში.


ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ:

  • Biletebi.ge
  • TKT.ge
Tags: Forbes WomenForbes Women Conference 2025ქალთა კონფერენცია
Previous Post

თუ ირჩევ სირცხვილს, იღებ ომს

Next Post

დათანხმდება თუ არა რუსეთი ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
დათანხმდება თუ არა რუსეთი ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?

დათანხმდება თუ არა რუსეთი ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result