Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თუ ირჩევ სირცხვილს, იღებ ომს

by იზა გვარამაძე
June 16, 2025
in ედიტორიალი, მოსაზრება, პოლიტიკა, რედაქტორი, ყველა სიახლე
0
თუ ირჩევ სირცხვილს, იღებ ომს
0
SHARES
0
VIEWS

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა შექმნა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი – ინსტიტუტები, ალიანსები და ნორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა დიდი სახელმწიფოების ომების თავიდან არიდებას და მცირე ერების სუვერენიტეტის დაცვას. დღეს ეს წესრიგი დანგრევის პირასაა – ამერიკა ტარიფებს უწესებს მოკავშირეებს და რუსეთთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრობს. ეს ყოველივე სლოგანით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა”. ჩნდება კითხვა – რა მოხდება, თუ აშშ იზოლაციონიზმისკენ შებრუნდება და ინტერნაციონალიზმსა და გლობალურ ლიდერობას დათმობს? 

მცირე ერებს ეს კარგს არაფერს უქადის, თუმცა სანამ მათი სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის ეგზისტენციურ რისკებზე ვისაუბრებდეთ, შევეხოთ ამ წესრიგის შენარჩუნების არა მორალურ, არამედ პრაგმატულ მნიშვნელობას ამერიკისთვის. ვფიქრობ, ამ განზომილების იგნორირებამ გააჩინა მცდარი აღქმა, რომ ევროპაში აგრესორების შეკავება – დახმარებაა და არა – ინვესტიცია უპრეცედენტო უკუგებით. 

განვიხილოთ უკრაინის მაგალითი: რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის 175 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო. ეს მოიცავს როგორც სამხედრო (იარაღი, წვრთნა, დაზვერვა), ისე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ სამხედრო დახმარების დიდი ნაწილი ისევ ამერიკის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს ახეირებს. შედარებისთვის, ეს თანხა აშშ-ის მხოლოდ ერთი წლის სამხედრო ბიუჯეტის დაახლოებით 5%-ს და ფედერალური ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. 

მართალია, მცირე თანხაზე არ ვსაუბრობთ. ფაქტობრივად, უკრაინა აშშ-ის საგარეო დახმარების უმსხვილეს მიმღებად იქცა ევროპაში – აბსოლუტურ რიცხვებში, მან გაასწრო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ „მარშალის გეგმასაც“, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ია, ნაკლები, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყნის დახმარება პროცენტულად და მთლიანად ევროკავშირის – აბსოლუტურ მაჩვენებლებში. მაგრამ სანაცვლოდ რა უკუგება მიიღო ამ ინვესტიციით ამერიკამ? 

რუსეთის დასუსტება: უკრაინაში შეჭრამდე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიად აღიარებული რუსეთის ჯარი საბრძოლო ველზე დაამცირეს. მისი შეიარაღება იწურება, ხოლო საერთაშორისო გავლენა მცირდება, რაც ძალაუფლების პროეცირების ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს მსოფლიოს სხვა წერტილებში. რუსეთის მოკავშირეები, რომლებიც ამავდროულად ამერიკის საერთაშორისო ტერორიზმში ჩაბმული მტრები არიან, კარგავენ დასაყრდენს და თმობენ პოზიციებს – სირია და ირანი ამის საუკეთესო მაგალითებია.

NATO-ს გაძლიერება: რუსეთის აგრესიამ დასავლური ალიანსი მეტად გააერთიანა. ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტები მნიშვნელოვნად გაზარდეს, რამაც NATO-ს თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიერა. NATO-ს წევრებიდან 23 ქვეყანა უკვე ხარჯავს თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ს – მაშინ როცა 2021 წელს ამ მაჩვენებელს მხოლოდ 6 ქვეყანა აღწევდა. აგრეთვე, ალიანსში გაწევრიანდნენ ფინეთი და შვედეთი, რამაც ბალტიის ზღვა ფაქტობრივად ნატოს ტბად აქცია. ამან ალიანსი გააძლიერა, გაზარდა  მისი თავდაცვითი შესაძლებლობები. 

გლობალური შეკავება: მნიშვნელოვანია, პოტენციურმა აგრესორებმა დაინახონ, რამხელა ფასი აქვს წესებზე დაფუძნებულ გლობალურ სისტემაზე იერიშს. თუ რუსეთს უკრაინის დაპყრობის საშუალება მიეცემა, ეს არა მხოლოდ პუტინს წაახალისებს იგივე სცადოს მოლდავეთში, რომელიც ნატოს წევრი არ არის და თუ იქაც გაუვა, ბალტიის აუზის ქვეყნებში. ჩინეთიც ყურადღებით აკვირდება უკრაინის ომს. ეფექტიანი პასუხი ჩინეთს აიძულებს, დაფიქრდეს ძალის გამოყენებაზე ტაივანის წინააღმდეგ. უკრაინის გამარჯვებაში ინვესტიცია ნიშნავს დიდი კონფლიქტების თავიდან არიდებას– ხვალ.

მოკლედ, წლიური ბიუჯეტის სულ რაღაც 1%-ის სანაცვლოდ, ამერიკის გეოპოლიტიკური კონკურენტის, რუსეთის  ომის საბრძოლო პოტენციალი მინიმუმ განახევრდა, რუსეთის მთავრობის ბიუჯეტის 40%-ზე მეტი ომში იხარჯება, პირველ სამ თვეში მეტი ჯარისკაცის დაკარგვით, ვიდრე ავღანეთის 9-წლიან კამპანიაში, დაინგრა რუსეთის უძლეველობის მითი, დასუსტდა რუსეთის ნაკვები ტერორისტული ღერძი, რადგან მთელი ფოკუსი და რესურსები ფრონტისკენ გაიწოვა – ეს და ბევრი სხვა, ერთი ამერიკული სიცოცხლის დაკარგვის გარეშე მოხდა.

იზოლაციონიზმის მახე

ისტორია მკაფიოდ გვაჩვენებს, რა საფასურს ვიხდით საერთაშორისო წესრიგის მოშლაში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკა იზოლაციონიზმისკენ გადაიხარა და უარი თქვა ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე იმ იმედით, რომ ევროპულ კონფლიქტებში არ ჩაერთვებოდა. ქვეყანამ დახურა საზღვრები, ტარიფებით შეზღუდა იმპორტი, გაამკაცრა იმიგრაცია და მთელი ყურადღება შიდა საკითხებზე მიმართა. მაგრამ 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახმა ეს მყიფე სტაბილურობა დაანგრია. სატარიფო ომებმა აშშ დიდ დეპრესიაში კიდევ უფრო ღრმად ჩაძირა და არა მხოლოდ გაახანგრძლივა კრიზისი, არამედ გააძლიერა ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც კრიზისიდან გამოსასვლელად აგრესიას მიმართავდნენ. 

ამ პერიოდში რევიზიონისტული სახელმწიფოები ფაქტობრივად დაუბრკოლებლად მოქმედებდნენ: ნაცისტური გერმანია, ფაშისტური იტალია და იმპერიული იაპონია ღიად არღვევდნენ საერთაშორისო ნორმებს. ერთა ლიგა, რომელიც წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შექმნის პირველ მცდელობას წარმოადგენდა, უძლური აღმოჩნდა აშშ-ის ლიდერობის გარეშე. ამერიკის ლიდერები გმობდნენ აგრესორთა ქმედებებს, მაგრამ რეალურ ნაბიჯებს არ დგამდნენ: შედეგად 1931 წელს იაპონია შეიჭრა მანჯურიაში, 1935 წელს იტალია – ეთიოპიაში, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეებად ჩაბმულმა ჰიტლერმა და სტალინმა (ბევრს ეს არ ახსოვს) პოლონეთი გაიყვეს. 

აგრესორებისთვის გასაქანის მიცემამ მსოფლიო მეორე მსოფლიო ომში ჩაითრია – მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლიან კონფლიქტში, რომლის თავიდან აცილება კოლექტიური წინააღმდეგობის გზით გაცილებით იაფი დაჯდებოდა.

სწორედ ეს გაკვეთილი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგის ფუნდამენტი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა შექმნეს ინსტიტუტები – გაერო, NATO და ა.შ. ამასთან,  უზრუნველყვეს უსაფრთხოების გარანტიები, რათა თავიდან აეცილებინათ ძალის ვაკუუმი. თუ ეს მექანიზმები აღარ იმუშავებს, ჩვენ ისევ „ძალის უზენაესობის“ ნიცშეანურ სამყაროში დავბრუნდებით. 

ეს ისტორიული გაკვეთილი აშშ-ს უნდა ასწავლიდეს, რომ აგრესორებთან დათმობები, უკრაინისა და საქართველოს და მსგავსი ქვეყნების ბედის ანაბარა დატოვება თავად აშშ-ისთვის არის მნიშვნელოვანი რისკების მატარებელი. როგორც სენატორმა არტურ ვანდენბერგმა 1945 წელს თქვა: „ჩვენ გვჭირდება მოკავშირეთა მაქსიმალური თანამშრომლობა და მინიმალური უთანხმოება“.

პატარა ქვეყნების ბედი ახალ წესრიგში

რუსეთისა და სხვა რევანშისტული იმპერიების მიმართ დათმობების საფრთხეები ყველაზე უკეთ მცირე ქვეყნებში შეიგრძნობა. მათი სუვერენიტეტი და გადარჩენა დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო საზოგადოების მზაობაზე, დაიცვას პრინციპი, რომ საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. როდესაც დაცვა სუსტდება, შედეგები მყისიერია. ჩვენ ეს დავინახეთ 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა; საერთაშორისო პასუხი იყო სუსტი (და მალევე აშშ-მა მოსკოვთან „გადატვირთვის პოლიტიკა“ დაიწყო), რამაც აგრესორის დაუსჯელობის განცდა გააძლიერა. ამან გამოიწვია 2014 წელს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაღვივება. ამაზე არასაკმარისად მკაცრი პასუხი კრემლმა კვლავ მწვანე შუქად აღიქვა. შედეგად მივიღეთ 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მდგრადი საერთაშორისო მშვიდობის პერსპექტივას ძირს უთხრის. 

ეს შედეგი კიდევ უფრო ტრაგიკულია იმის გათვალისწინებით, რომ 1994 წელს უკრაინამ თავისი ბირთვული არსენალი დათმო – რომელიც მაშინ მსოფლიოში მესამე უდიდესი იყო. უკრაინამ ეს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში მიღებული ტერიტორიული მთლიანობის გარანტიების სანაცვლოდ გააკეთა. ეს კიდევ ერთი მკაფიო გაკვეთილია: უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ იმდენად არის ძლიერი, რამდენადაც სახელმწიფოების მზაობაა მათ დასაცავად. 

თუ აშშ ახლა უკან დაიხევს, ეს შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს საქართველოსთვის, ბალტიისპირეთისთვის, ტაივანისთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას თავიანთი დაცვის გარანტიად მიიჩნევენ. ამ შემთხვევაში, ძალაუფლების სასწორის პინა „გავლენის სფეროებისკენ” გადაიხრება და ძალა კანონზე მაღლა დადგება. 

ასეთ რეალობაში ავტორიტარულ რეჟიმებს ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნებათ, დააშინონ ან დაიპყრონ მეზობლები, ამერიკის მორალური ლიდერშიპის გარეშე კი ქვეყნებს ნაკლები ენთუზიაზმი ექნებათ, წინააღმდეგობა გაუწიონ რეგიონულ სუპერსახელმწიფოებს და განავითარონ ინსტიტუტები და დემოკრატია. ბოროტების ღერძს არ ადარდებს, ამ ქვეყნის მმართველები როგორ მოექცევიან საკუთარ მოსახლეობას. თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის იდეალები ამგვარად სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რაც ისევ და ისევ ამერიკის კონკურენტებს, ავტორიტარულ ბანაკს გააძლიერებს. 

რომ შევაჯამოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მოშლა უბრალოდ თეორიული პოლიტიკური დისკუსია აღარ არის – ის რეალურ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკში განსხეულდა. აშშ-ის გლობალური როლის შემცირება შეიძლება 75-წლიანი სტაბილურობის ნგრევით დასრულდეს, რასაც მოჰყვება არაპროგნოზირებადი ომები, ეკონომიკური კრიზისები და გაძლიერებული აგრესორები. ისტორია და ფაქტები ცხადყოფს, რომ არსებული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე მისი აღდგენა ნგრევის შემდეგ. 

1940-იანი წლების ბოლოს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განსაზღვრა, მსოფლიო სტაბილური განვითარების გზას დაადგებოდა თუ ქაოსში ჩაეფლობოდა – ამჯერად უკვე ბირთვული იარაღით. იგივე არჩევანი დგას დღესაც. ან აღვიქვამთ უკრაინის მხარდაჭერას არა როგორც ხარჯს, არამედ ინვესტიციას, ან კიდევ ერთხელ ახდება ჩერჩილის მიერ ნევილ ჩემბერლენისადმი ნათქვამი გაფრთხილება: „თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი, ამიტომ მიიღებთ ომს“.

Tags: შოთა დიღმელაშვილი
Previous Post

ყველაზე რთული 24 საათი ილონ მასკისთვის | თავდასხმები X-სა და Tesla-ზე, აქციების ვარდნა

Next Post

Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით პირველი პანელის მონაწილეები

იზა გვარამაძე

Next Post
Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით პირველი პანელის მონაწილეები

Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით პირველი პანელის მონაწილეები

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result