Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი ინტერვიუ

ბიზნესის IT- ტრანსფორმატორი

by იზა გვარამაძე
March 12, 2025
in ინტერვიუ, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ბიზნესის IT- ტრანსფორმატორი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დაახლოებით 15 წლის წინ IT Tech–მა მომხმარებლებისთვის კარტრიჯების დატენის მომსახურების შეთავაზება დაიწყო, დღეს კი კომპანია მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს უზრუნველყოფს IT–გადაწყვეტილებებით, პროდუქტებითა და სერვისებით, რომლებიც ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას უფრო ეფექტიანს ხდის. 2011 წლიდან დღემდე მან სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით 350-ზე მეტი პროექტი განახორციელა. IT Tech-ის განვითარებაზე, საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დირექტორი, ავთანდილ ცაგარეიშვილი გვესაუბრა.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

IT Tech-ი 2011 წლიდან ოპერირებს, რა ვითარება იყო მაშინ ქართულ ბაზარზე? რამდენად მაღალი იყო კონკურენცია?

კონკურენცია მაშინაც საკმაოდ მაღალი იყო. ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე კომპანია გამოირჩეოდა, რომლებსაც ქვეყანაში ინოვაციები შემოჰქონდათ. რაც შეეხება IT Tech-ს, პირველი სერვისი, რომელიც კომპანიის დაფუძნებისას მომხმარებლებს შევთავაზეთ, კარტრიჯების დატენა იყო. ამის შემდეგ კომპანიამ რადიკალურად სხვა მიმართულებით დაიწყო განვითარება და ახალი სერვისების დანერგვით ბაზარზე ფეხი მოიკიდა.

როგორ განვითარდა კომპანია ამ პერიოდის განმავლობაში?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს უკვე 350-ზე მეტი პროექტი წარმატებით გვაქვს დასრულებული და 200-ზე მეტი ერთგული აქტიური მომხმარებელი გვყავს. ეს იმის წყალობით, რომ თავდაპირველი მომსახურების – კარტრიჯების დატენის შემდეგ, კომპანია განვავითარეთ, შეთავაზებებში შევიტანეთ სხვადასხვა აიტი მომსახურება: IT-ინფრასტრუქტურა, სერვერები, ქსელები, ლიცენზიები, გადავედით უშუალოდ გადაწყვეტილებებზე და არ დავკმაყოფილდით მხოლოდ მიმართულებით: რკინა – რკინისთვის.

დაარსების დღიდან მუდმივად ვნერგავთ სიახლეებს და ვაფართოებთ მომსახურებების სპექტრს, რისი მეშვეობითაც მომხმარებლების საჭიროებებს მაქსიმალურად ვპასუხობთ.

ბოლო პერიოდის სიახლეებს შორის გამოვარჩევდი კიბერუსაფრთხოების მიმართულების დამატებას, რომელსაც მომხმარებლებს უკვე მეორე წელია, რაც ვთავაზობთ. დღეს კიბერუსაფრთხოებას ძალიან ბევრი კომპანია ნერგავს, რადგან კიბერშეტევების შემთხვევები დღითიდღე იზრდება და, პარალელურად, ბიზნესსექტორისთვის მიყენებული ზარალი იმატებს.

მიუხედავად იმისა, რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში ინვესტიციები იზრდება, ზარალის მასშტაბები კვლავაც საგანგაშოა. მაგალითად, 2017 წელს კიბერუსაფრთხოების ხარჯები გლობალურად 101.544 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2018 წელს – 114.152 მილიარდ დოლარს, ხოლო 2019 წელს – 124.116 მილიარდ დოლარს. თუმცა, სპეციალისტების ვარაუდით, 2035 წელს კიბერშეტევებით გამოწვეული ზარალი 6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

გარდა ამისა, კომპანიებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით მონაცემების შენახვა უწევთ, გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებას სთხოვენ, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ კი მათ ვთავაზობთ უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, მათ შორის სერვერების, ქსელების დანერგვასა და პროგრამულ გადაწყვეტილებას, რაც კომპანიის მონაცემების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს.

კომპანიებმა „ნულოვანი ნდობის“ (Zero trust architecture (ZTA)) პოლიტიკის დანერგვა დაიწყეს, რაც კიბერუსაფრთხოების კუთხით ნებისმიერი მომხმარებლის პოტენციურ საფრთხედ აღქმას გულისხმობს. ამ პოლიტიკის მიხედვით, ყველა მოწყობილობის გატეხა შესაძლებელია, ამიტომ კომპანიამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფრო ფართო ხედვით უნდა იმუშაოს.

გარკვეულწილად ვისაუბრეთ, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა სერვისებს სთავაზობთ დღეს მომხმარებლებს?

ჩვენი პროდუქცია და სერვისები მოიცავს პერსონალურ სისტემებს, რომელთა შორისაა ნოუტბუკები, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, საკონფერენციო აღჭურვილობა და ა.შ; ინტეგრაციის ნაწილში ქსელური ინფრასტრუქტურა, ბრანდმაუერების (Firewall) მარშრუტიზატორები და, რა თქმა უნდა, უსადენო ქსელის დიზაინი, ტოპოლოგიისა და იმპლემენტაციის უზრუნველყოფა, ქსელური უსაფრთხოება, SDN-, SD-WAN-გადაწყვეტილებები და სხვა.

გარდა ამისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ IT-ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს მაღალი წარმადობის გამოთვლით სისტემებს (სერვერებს), შემნახველ მასივებს, რეზერვირებისა და არქივირების სისტემას, ჰიპერკონვერგენტულ ინფრასტრუქტურას, დაშვების სისტემებსა და ლიცენზიების ფართო სპექტრს (გრაფიკული პროგრამებისა და ანტივირუსების Microsoft 365-ის სრულ სპექტრს).

ჩვენი კიბერუსაფრთხოების მიმართულება აერთიანებს ისეთ მომსახურებებსა და სისტემებს, როგორიცაა მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემა, საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგისა და მართვის სისტემა – SIEM, ვებაპლიკაციების ფაირვოლი, პრივილეგირებული მომხმარებლების წვდომების მართვის გადაწყვეტილება (PAM), მოწყვლადობის სკანერები, სამუშაო სადგურებისა და სერვერების დაცვა.

ვინ არის IT Tech-ის ძირითადი მომხმარებელი?

ჩვენი მომხმარებლები არიან საბანკო-საფინანსო სფეროს წარმომადგენლები, ლოგისტიკური და წარმოების სფეროს კომპანიები. გარდა ამისა, ხშირად მოგვმართავენ რიტეილ-სფეროდან, საცალო-საბითუმო გაყიდვებიდან. მათ როგორც ტექნიკის, ისე სერვისის მიწოდების კუთხით ვემსახურებით.

გარდა ამისა, ჩვენს პორტფელში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს სახელმწიფო უწყებებს, რომლებთან ერთადაც მსხვილ პროექტებს ვახორციელებთ. პორტფელში მათი წილი ყოველწლიურად იზრდება.

თქვენს სფეროში ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულზე მეტი ხნის გამოცდილება გაქვთ და ეს გარკვეული უპირატესობაა, როგორ ცდილობთ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას?

დიახ, დღეს ამ სფეროში კონკურენცია ძალიან დიდია და ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად ავუწყოთ ფეხი სიახლეებს, ტენდენციებსა და ინოვაციებს. ეს ყოველივე გულისხმობს იმას, რომ მუდმივად მოვიძიოთ, ავითვისოთ და ბაზარზე დავნერგოთ ახალი გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვეძებთ პროდუქტისთვის მომხმარებელს, არამედ ვეძებთ პროდუქტს მომხმარებლისთვის. ეს კი ხდება იმ პრობლემიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს.

ამის სწორად გასაკეთებლად პრობლემის კომპლექსურად დანახვაა საჭირო. უნდა შეგეძლოს, დაინახო ხარვეზის საწყისი, კავშირი სხვადასხვა პრობლემას შორის და დაადგინო, თუ რისი გამოწვევა შეუძლია ამას საბოლოოდ.

სად ეძებთ სიახლეებს? როგორ ზრდით გუნდის ცოდნასა და გამოცდილებას?

ხშირად დავდივართ გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ახლაც ჩვენი ტექნიკური დირექტორი Cisco Live-ზე იმყოფება, სადაც ქსელური, სერვერული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სიახლეებს ეცნობა. მიღებულ ინფორმაციას ტექნიკურ გუნდს გაუზიარებს, ერთად გააანალიზებენ და საჭიროებისამებრ, ეტაპობრივად დანერგავენ.

გარდა ამისა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს პერიოდულად აქვთ შიდა გამოცდები, რომელთა ფარგლებშიც ჩვენი გუნდის წევრები ეცნობიან მათ მიერ დანერგილ სიახლეებს, ესწრებიან ტრენინგებს და შემდეგ უკვე სერტიფიცირების გამოცდებს აბარებენ.

მაღალკონკურენტულ გარემოში უპირატესობის მოსაპოვებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ კადრების სერტიფიცირებაა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საპარტნიორო წოდებებს. მაგალითად, ჩვენ გვაკავშირებს პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Dell (Gold Partner-ი), HP, Lenovo, Cisco, Fortinet, Nutanix, Veeam, Paloalto და სხვა. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია გარკვეულ მიღწევებზე. როდესაც მომხმარებელი იგებს, რომ ტექნოლოგიების სფეროს ასეთ მსხვილ მოთამაშეებთან გაქვს კავშირი და კონკრეტული საპარტნიორო სტატუსები (წოდებები), ზედმეტი შეკითხვები აღარ უჩნდება. უკვე ცხადია, რომ კომპანია წარმატებულია და დიდ პროექტებს თავს კარგად ართმევს.

რაც შეეხება ყოველწლიურ სავალდებულო სერტიფიცირებებს, ეს ეხება უშუალოდ კომპანიას, ასევე ინჟინერსა და გაყიდვების მენეჯერს. მსგავსი სერტიფიცირებები კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვებაში ძალიან გვეხმარება.

საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების კუთხით რა ნაბიჯებს დგამთ?

უკრაინის ბაზარზე შესვლას ვგეგმავდით და ომის დაწყებამდე უკვე რეგისტრაციის პროცესიც მიმდინარეობდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, თუმცა ამ გეგმას აუცილებლად მივუბრუნდებით. უკრაინაში შესვლას ინტეგრატორის სტატუსით ვგეგმავთ.

ჩვენი ძირითადი ფოკუსი ახლა უკვე სწორედ ინტეგრაციაზეა, ინჟინრების კვალიფიკაციისა და კომპანიის ცოდნის ამაღლებაზე. ქვეყნიდან გასვლა ძალიან ადვილია, როცა საზღვარგარეთ გონებრივი შესაძლებლობები გაგაქვს და არა კომპიუტერი ან სერვერი. თუმცა პარტნიორებისგან ინფრასტრუქტურის მიღება, რომელსაც შემდეგ ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით ავაწყობთ, იქაც შეგვიძლია.

როგორია სამომავლო გეგმები?

ვგეგმავთ საქართველოში პირველი IT-ბიზნესპორტალის – IT Hub-ის გაშვებას, რომელზეც განვათავსებთ ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტებს: ბიზნესნოუტბუკებს, პრინტერებს, სერვერულ, ქსელურ და ნებისმიერი სახის საოფისე მოწყობილობებს. პლატფორმა დასრულების ეტაპზეა და ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი.

საიტზე პროდუქტისთვის შემუშავებული გვაქვს სტანდარტული ფასები, თუმცა ვებგვერდზე ჩაშენებული ფუნქციონალის დახმარებით, მომხმარებელს სპეცფასის მოთხოვნა შეეძლება, რის შემდეგაც ჩვენი მენეჯერი დაუკავშირდება და უკვე კონკრეტული ღირებულების შეთავაზება დაიწყება.

ვგეგმავთ, მომხმარებლებისთვის გავაკეთოთ ანგარიშები, რომელზე შესვლითაც სტანდარტულ ფასდაკლებას მიიღებენ. თუმცა, თუ დიდი რაოდენობით პროდუქტზეა საუბარი, ამ შემთხვევაში სპეციალური ფასის მოთხოვნაც შეიძლება. მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის შუამავლის როლს ჩვენ ვკისრულობთ. მოთხოვნილი პროდუქციის რაოდენობიდან გამომდინარე, ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარტნიორებს ჩვენი მომხმარებლებისთვის 80%-იანი ფასდაკლებაც კი გაუკეთებიათ. აქედან გამომდინარე, პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და კონკურენტული ფასები შევთავაზოთ.

Previous Post

ტრამპმა კანადურ ფოლადსა და ალუმინზე 50%-იანი ტარიფების დაწესება გადაწყვიტა

Next Post

თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება

იზა გვარამაძე

Next Post
თიბისი ბიზნესის ინიციატივით,  ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება

თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result