• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home მოსაზრება

პუტინით აღტაცება: რამ შეცვალა ტრამპის რიტორიკა?

by იზა გვარამაძე
March 10, 2025
in მოსაზრება, მსოფლიო, ოპედი, პოლიტიკა, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
პუტინით აღტაცება: რამ შეცვალა ტრამპის რიტორიკა?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ფინეთის პრეზიდენტის სასახლის სარკეების დარბაზი 2018 წელს ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი სამიტის ადგილი გახდა. რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები შეხვედრის ოთახში, მრჩევლების გარეშე, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით ჩაიკეტნენ. მოლაპარაკებები 4 საათს გრძელდებოდა. შეხვედრის შემდეგ პუტინი და ტრამპი ჟურნალისტებით სავსე პრესკონფერენციის ოთახში გამოვიდნენ. ტრამპს ხელში ეკავა ფეხბურთის ბურთი – ვლადიმირ პუტინის საჩუქარი მისი უმცროსი ვაჟისთვის, ბერონისთვის. 

მოწინავე რიგი ამერიკულ დელეგაციას ეკავა – უსაზღვრო იყო მათი გაოცება, როდესაც ჟურნალისტის კითხვაზე, სარწმუნოდ მიაჩნია თუ არა ამერიკული დაზვერვის მონაცემები, რომ რუსეთი ერეოდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის უფრო სანდოა ვლადიმირ პუტინის განცხადებები, რომელიც ჩარევას უარყოფდა. იმ დროს საკუთარი თანაპარტიელებისა და თანაშემწეებისგან წამოსულმა წნეხმა ტრამპი აიძულა, რადიკალურად შეეცვალა ჰელსინკიში გაცხადებული პოზიციები. შეხვედრიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ბრძანებას. 

რუსეთთან ურთიერთობები იმ დროისთვის ტრამპისთვის პრობლემური, შეიძლება ითქვას, ტოქსიკური საკითხი იყო, ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებსა და რუსეთის სადაზვერვო უწყებებს შორის კავშირების შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების გარდა, სწორედ ამას შეეწირა მაიკ ფლინის თანამდებობაც. ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნული მაიკ ფლინი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვაშინგტონში რუსეთის ელჩს შეხვდა – შეხვედრაზე სანქციების მოხსნა განიხილებოდა. ფლინთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ტრამპის საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ე.წ. ქორებით დაკომპლექტდა. 

2018 წლისგან განსხვავებით, ტრამპის მეორე ადმინისტრაციას პრაქტიკულად აღარ ჰყავს შემაკავებელი არც კონგრესში, არც ადმინისტრაციის შიგნით. რესპუბლიკური პარტია სრულად ექვემდებარება დონალდ ტრამპის ერთპიროვნულ კონტროლს. 

„რესპუბლიკური პარტიის ელექტორალური ბაზა ცუდ მოთამაშედ უკრაინას მიიჩნევს, არც იმას ვფიქრობ, რომ უკრაინის საკითხზე სენატიც ზომაზე მეტად შეიწუხებს თავს”, – ამბობს Wall Street Journal-თან საუბარში მაიკ პენსის ყოფილი მრჩეველი, მარკ შორტი. 

გასულ დღეებში დონალდ ტრამპის რიტორიკის ცვლილება არაერთმა კომენტატორმა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში უპრეცედენტო გადატრიალებად აღიქვა – ამერიკელმა პრეზიდენტმა პრაქტიკულად გაიმეორა რუსული პროპაგანდის გზავნილები, ხოლო მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა. ამავდროულად თეთრი სახლი კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი პუტინთან მიმართებით ზედმეტად რბილია: „ტრამპი ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტია, რომლის მმართველობის წლებში პუტინი არ შეჭრილა მეზობელ სახელმწიფოებში”.

ანონიმურ საუბრებში ტრამპის მრჩევლები ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე პრეზიდენტის მიდგომა მხოლოდ რეალპოლიტიკაა: „მას უბრალოდ არ სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება და ფიქრობს, რომ ომი სწრაფად უნდა დასრულდეს”.

იგივე მრჩევლები ამბობენ, რომ ტრამპის რიტორიკის ცვლილებების მიზეზი ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია იყო, რომელმაც უარი თქვა თეთრი სახლის მიერ წარდგენილი იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. ამასთანავე, ტრამპთან დაახლოებული ერთ-ერთი წყარო Wall Street Journal-თან საუბარში ამბობს, რომ ამგვარი თავდასხმებით ტრამპი მოლაპარაკებების დაჩქარებას ცდილობს. 

ამ ფონზე ბევრს დაავიწყდა, რომ მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაც ტრამპმა რუსეთზე წნეხის გაზრდის მზაობის გამოცხადებით დაიწყო – „ეს ომი უნდა დასრულდეს, ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ, ან რთულად”.

კულტურული ომები 

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პირობებში, როდესაც ამერიკაში მიმდინარე კულტურული ომები უკიდურესად გამწვავდა, რესპუბლიკური პარტიის ბირთვულ ამომრჩევლებში გაჩნდა რუსეთის ხატი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ტრადიციული და ქრისტიანული ფასეულობების ლამის უკანასკნელი ბასტიონი და ვოუქიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ერთ-ერთი საყრდენია. 

სამყაროს ასეთ ხედვაში, რომლის ჩამოყალიბებისა და გავრცელებისთვის ბევრი გააკეთა რუსეთის პროპაგანდისტულმა და დეზინფორმაციულმა კამპანიებმა, უკრაინა, რომელიც არანაირად უფრო ნაკლებად კონსერვატიული ქვეყანა არ არის, ვიდრე რუსეთი, მეტიც, ეკლესიებში მრევლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კონტინენტზე, სხვა არაფერია, თუ არა ამერიკელი ლიბერალების მარიონეტი. ამის მაგალითია რესპუბლიკელი კონგრესმენი არიზონიდან პოლ გოსარი, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ ზელენსკის მთავრობა „რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიის გავრცელებას ცდილობს”.

მსგავსი პოზიციები აქვთ მოსახლეობის ამ ნაწილში პოპულარულ მედიაპერსონებსაც. 2021 წელს ტაკერ კარლსონმა თავის ერთ-ერთ ეთერში გულწრფელად იკითხა, თუ რატომ უნდა ანაღვლებდეს, რა ხდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში და რატომ არ შეიძლება, რომ რუსეთს გულშემატკივრობდეს. უკვე 2024 წელს მოსკოვში პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩასული კარლსონი „გაოცებული” დარჩა მოსკოვის სასურსათო მაღაზიაში პროდუქციის დიდი არჩევანით, რომელიც ფრანგული სუპერმარკეტის ფრანშიზა აღმოჩნდა. 

გასული წლის ზაფხულში ვლადიმირ პუტინმა გაამარტივა რუსეთში ემიგრაცია იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ტრადიციულ ფასეულობებს იზიარებენ და ეწინააღმდეგებიან მათი ქვეყნების ლიბერალურ დღის წესრიგს. 

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული კოლონიური ომი ვლადიმირ პუტინმა იმთავითვე დაუკავშირა „ულტრალიბერალურ დღის წესრიგთან” ბრძოლას: „ჩვენ რა გვინდა, რომ ბავშვებს დაწყებითი კლასებიდან თავს მოახვიონ პერვერსიები, რომლებიც დეგრადაციითა და ერის გადაშენებით დასრულდება? – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსიის გამოცხადებისას. 

რესპუბლიკური პარტიის MAGA (Make America Great Again) ფრთაში პოპულარულია უტოპიური წარმოდგენა რუსეთზე, როგორც კონსერვატიული ფასეულობების ბასტიონზე. ეს იმ აღფრთოვანების მსგავსია, რასაც მე-20 საუკუნეში ამერიკელი და ევროპელი ლიბერალები სტალინისტური საბჭოთა კავშირის მიმართ განიცდიდნენ – ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, კონსტანტინ სონინი.

ეს შეხედულება კატეგორიულად ეწინააღმდეგება რეალობას: რუსეთი – ეს არის რეჟიმი, სადაც კლავენ პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებენ საკუთარ მოქალაქეებს ხელისუფლების თუნდაც მსუბუქი კრიტიკისთვის, ტყვედ აჰყავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არ ადარდებთ ასიათასობით საკუთარი მოქალაქის ბედი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაგზავნეს. 

თანამედროვე რუსეთი არის ქვეყანა კლებადი მოსახლეობით, აბორტებისა და განქორწინებების არნახულად მაღალი მაჩვენებლებით, ინსტიტუციონალიზებული კორუფციით და ტვინების მუდმივი გადინებით. 

„საუკუნის წინანდელი ინტელექტუალები ამერიკაში წარმოიდგენდნენ და აღფრთოვანებულები იყვნენ საბჭოთა კავშირით, რომელსაც არასდროს უარსებია. ისინი წარმოიდგენდნენ საბჭოთა კავშირის, როგორც თანასწორობის, შემოქმედებითი თავისუფლების ადგილს. დღეს კი ამერიკელი მემარჯვენეები წარმოიდგენენ რუსეთს, რომელიც არ არსებობს, ისინი წარმოიდგნენ ქვეყანას, რომელიც იცავს ოჯახურ ღირებულებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს”, – ამბობს კონსტანტინ სონინი. 

ამავდროულად ამერიკული კონსერვატიული აზრი ქვეყნის ტრადიციული ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ მოძრაობს. ამის გამოხატულება იყო ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 15-წუთიან სიტყვაში ვენსს თითქმის არაფერი უთქვამს რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და გამოსვლა ძირითადად ევროპაში სიტყვის თავისუფლების უკუსვლისა და მიგრაციის კრიტიკას დაუთმო. 

ტრამპის რიტორიკის ცვლილება პუტინთან მიმართებით ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამის ნიშნები დიდი ხნის განმავლობაში ვლინდებოდა. ჰელსინკიში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპი პუტინს აღტაცებასთან მოსაზღვრე პატივისცემით ექცეოდა, – ამბობენ ტრამპის ყოფილი თანაშემწეები. 

„ის ფიქრობს, რომ პუტინთან მეგობრობს, [ტრამპი] ვერ იაზრებს, რომ პუტინი მას იყენებს”, – ამბობს ჯონ ბოლტონი, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 

კიდევ ერთი თანაგუნდელი ამბობს, რომ ტრამპი აღტაცებული იყო პუტინით, რადგან ის სრულად აკონტროლებს თავის ქვეყანას. მისი თქმით, ტრამპს მოსწონს ავტორიტარული ლიდერები, რადგანაც „ისინი ძლიერები არიან, მათ არ აკრიტიკებენ ქვეყნის შიგნით და მათ ძალაუფლებას არ ზღუდავს კონგრესი ან სასამართლოები”.

ჯონ ბოლტონის ცნობით, ტრამპი არასდროს იჩენდა ინტერესს, როდესაც მისი თანაშემწეები 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ – სადაზვერვო უწყებებისა და უახლოესი მრჩევლების მცდელობები, დაერწმუნებინათ ტრამპი, რომ უფრო სკეპტიკურად განწყობილიყო პუტინის მიმართ, უშედეგო აღმოჩნდა. 

სინამდვილეში ტრამპის ინტერესი რუსეთის მიმართ ათწლეულებს ითვლის. 1987 წელს დონალდ ტრამპმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურა და მალევე იგრძნო პერესტროიკით შექმნილი ფინანსური შესაძლებლობები. 1990 წელს ტრამპმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მყოფ საბჭოთა ლიდერთან შეხვედრა სცადა, თუმცა წარუმატებლად – ვითარებაში გარკვეული წყაროების ცნობით, Trump Tower-ში მიხაილ გორბაჩოვის პაროდისტი მივიდა, რომელიც ტრამპმა ცოტა ხნით და სატელევიზიო კამერების წინ ნამდვილ ლიდერად მიიჩნია. 

მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრამპმა მაინც შეძლო ფინანსური კავშირების დამყარება მოსკოვთან – ძირითადად 1990-იან წლებში გამდიდრებულ ოლიგარქებთან. მალევე ტრამპმა პალმ-ბიჩის საკუთრება 95 მილიონ დოლარად მიჰყიდა სასუქებით მოვაჭრე ოლიგარქს, დმიტრი რიბოლოვლევს. 

2016 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობის გამოცხადების შემდეგ ტრამპმა კამპანიის მენეჯერად პოლ მანაფორტი დაიქირავა, რომელიც ცოტა ხნით ადრე უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ლობისტი იყო. სწორედ იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმართული უკრაინის ღირსების რევოლუციას მოჰყვა რუსეთის პირველი სამხედრო შეჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია. 

საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას მოსკოვის ქუჩებში ზეიმი მოჰყვა, შამპანურები გაიხსნა სახელმწიფო დუმაშიც. მაგრამ რუსეთის იმედები გაუმართლებელი აღმოჩნდა – ჰელსინკის შეხვედრისთვის მიღებული კრიტიკის შემდეგ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ სანქციებს, ასევე დათანხმდა უკრაინისთვის ლეტალური სამხედრო შეიარაღების მიწოდებას, რასაც მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის საგარეო სამინისტროს ზედა ეშელონებში ამბობდნენ, რომ ტრამპს არ სურდა ან არ ეყო ძალა, გაეუმჯობესებინა ურთიერთობები. 

მშვიდობის პლატფორმით ვოლოდიმირ ზელენსკის დამაჯერებელმა გამარჯვებამ 2019 წლის არჩევნებზე პუტინს იმედი მისცა, რომ მოსკოვი დაიბრუნებდა გავლენას უკრაინაზე. მაგრამ ამავე წლის დეკემბერში ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში ზელენსკისთან გამართული პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ პუტინმა ომისთვის მზადება დაიწყო. 

ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების თქმით, პუტინი ამცირებდა უკრაინის პრეზიდენტს დონალდ ტრამპთან გამართულ საუბრებში. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს პუტინმა, ჯონ ბოლტონის ცნობით, ზელენსკის წარსული საქმიანობის გამო დასცინა და ჰილარი კლინტონს შეადარა. 

პროფაილერებისა და ფსიქოლოგიური ექსპერტების გამოყენებით პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბრებისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღო. ასეთი საუბრების ორგანიზებაში მონაწილე ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, ორი ლიდერის კომუნიკაციაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ პუტინი ინგლისურად არ საუბრობს. 

„პუტინი ტრადიციულად თავის გრძელ ტირადებს მიუყვება, ტრამპი კი თარგმანს ელოდება და სიტყვას ვერ აკვეხებს, იძულებულია, სრულად მოისმინოს პუტინის მიერ დეტალურად შედგენილი და ტრამპისთვის მორგებული გზავნილები”.

საპირისპიროდ, ზელენსკისთან პირველი კომუნიკაციის შედეგებმა ტრამპი დაარწმუნა, რომ უკრაინის ელიტა მის წინააღმდეგ დემოკრატებთან იყო შეკრული. ზელენსკისა და ტრამპის პირველი მოცულობითი სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის პირველი მცდელობით დასრულდა, რაც მოგვიანებით 2020 წლის არჩევნებში მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნია. 

იმ დროს ტრამპის პერსონალური იურისტი, რუდი ჯულიანი ავრცელებდა უსაფუძვლო თეორიას, რომ 2016 წელს დემოკრატიული პარტიის ელექტრონული ფოსტა სწორედ უკრაინაში მდებარე სერვერიდან დაჰაკეს და არა რუსეთიდან. ამ დეზინფორმაციას ავრცელებდა კრემლიც. 

ზელენსკის გამარჯვებიდან მალევე ჯულიანი კიევს ესტუმრა და უკრაინის ახალ პრეზიდენტს 2016 წლის ამბებსა და ჯო ბაიდენის ვაჟის მიმართ კორუფციული ბრალდებების გამოძიება სთხოვა. წყაროების ცნობით, ზელენსკიმ იმ დროს არ იცოდა, რომ ჯულიანი ტრამპს წარმოადგენდა და თხოვნაზე უარი თქვა. ამერიკაში დაბრუნებული ჯულიანი Fox News-ის მაყურებლებს არწმუნებდა, რომ ზელენსკი და მისი გარემოცვა ტრამპისა და ზოგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მტრები არიან. მალევე ზელენსკის თავად ტრამპმა დაურეკა და ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა და ეს უკრაინისთვის კონგრესის მიერ უკვე გამოყოფილი სამხედრო დახმარების საკითხს დაუკავშირა. 

ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო ჩანაწერებმა მედიაში გაჟონა, რასაც დემოკრატების მიერ ქვედა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ სენატში გაიჭედა. 

„ტრამპს არასდროს უპატიებია ზელენსკისთვის ამ საუბრის შედეგები”, – ამბობს ჯონ ბოლტონი. 

ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში ზელენსკიმ მასთან „ზრდილობიანი” ურთიერთობების შენარჩუნება შეძლო. პრეზიდენტების პირველი შეხვედრის დროს, 2019 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ზელენსკი ხილულად არაკომფორტულად გამოიყურებოდა და ცდილობდა, შორს დაეჭირა თავი იმპიჩმენტის სკანდალისგან. ზელენსკი პრესასთან ამბობდა, რომ არასდროს უგრძნია ტრამპის წნეხი. 

2020 წლის მარცხის შემდეგ რუდი ჯულიანი არჩევნების შედეგის გაუქმების სამართლებრივი პროცესის ორგანიზატორი გახდა, ხოლო მანაფორტი, რომელიც იმ დროს სასჯელს FARA-ს კანონის დარღვევისთვის იხდიდა, ტრამპმა ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე შეიწყალა. პარალელურად რუსი მაღალჩინოსნები და პროპაგანდა შესამჩნევად მხარს უჭერდნენ ტრამპის განცხადებებს იმის შესახებ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები გაყალბდა. წყაროების ცნობით, ტრამპი ხშირად ესაუბრებოდა პრორუსულად განწყობილ ვიქტორ ორბანსაც, რამაც ასევე იქონია თავისი გავლენა. 

გასულ სექტემბერში ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის დროს ზელენსკი არწმუნებდა ტრამპს, რომ პუტინი არ არის სანდო და უკრაინის იშვიათი მინერალების უზარმაზარ მარაგებზე უყვებოდა. 

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციაში ვერ მოხვდნენ პირველი ადმინისტრაციის „ქორები”, მაგალითად, მაიკ პომპეო. არაერთ საკვანძო თანამდებობაზე დაინიშნნენ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინაში მიმდინარე ომის კრემლისტურ ხედვას. ასეთია, მაგალითად, ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნული, ტულსი გაბარდი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და ჯანდაცვის მინისტრი, რობერტ კენედი უმცროსი. 

ინაუგურაციის შემდეგ საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილ გამოსვლებში ტრამპი, სულ მცირე, არ ეწინააღმდეგებოდა პუტინის ხედვას, რომ დიდ სახელმწიფოებს აქვთ თავიანთი ლეგიტიმური გავლენის სფეროები, განსაკუთრებით – სამეზობლოში. 

ტრამპის ამგვარი ხედვა და აცდენა რეალობასთან არ არის კარგი ამბავი უკრაინისთვის, თუმცა ვითარება ნამდვილად არ არის უიმედო. ცნობილია, რომ ტრამპი ობსესირებულია პოლიტიკური რეიტინგებით და მუდმივად საზოგადოების განწყობების პულსზე უდევს ხელი. ტრამპს ახსოვს, თუ რა შედეგი მოჰყვა ბაიდენისთვის ავღანეთიდან ამერიკული ჯარების ქაოსურ გასვლას – სწორედ 2021 წლის აგვისტოში დავარდა ბაიდენის მხარდაჭერის მაჩვენებელი და მას შემდეგ 39%-ს არ ასცდენია. ტრამპმა იცის, რომ უკრაინის მიტოვების და ფრონტის ჩამოშლის შემთხვევაში მის რეიტინგსაც იგივე საფრთხე ემუქრება – ტრამპის სამყაროში მას არა აქვს ფუფუნება, რომ უკრაინის საკითხში დამარცხებული გამოვიდეს, მან იცის, რომ მისი მემკვიდრეობა ასეთი დარტყმისგან ვერასდროს რეაბილიტირდება. 

Previous Post

პოლონეთი $6.2 მილიარდის ღირებულების სამხრეთკორეულ ტანკებს შეიძენს

Next Post

10 ქვეყანა, რომლებმაც 2024 წელს აშშ-ისგან ყველაზე მეტი საგარეო დახმარება მიიღეს

იზა გვარამაძე

Next Post
10 ქვეყანა, რომლებმაც 2024 წელს აშშ-ისგან ყველაზე მეტი საგარეო დახმარება მიიღეს

10 ქვეყანა, რომლებმაც 2024 წელს აშშ-ისგან ყველაზე მეტი საგარეო დახმარება მიიღეს

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.