Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

როგორ შეუძლია უკრაინის წიაღისეულს აშშ-ს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმაროს?

by იზა გვარამაძე
March 5, 2025
in ბიზნესი, ეკონომიკა, ინდუსტრია, მსოფლიო, პოლიტიკა, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
როგორ შეუძლია უკრაინის წიაღისეულს აშშ-ს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმაროს?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად და აქამდე გაწეული დახმარების კომპენსაციისთვის, ქვეყანას $500 მილიარდის იშვიათ მინერალებზე წვდომა მოსთხოვა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმების საკითხების გადახედვისა და კორექტირების შემდეგ შემოთავაზებას დასთანხმდა და გასულ კვირას ვაშინგტონში მისთვის ხელის მოსაწერად ჩავიდა. თუმცა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრის კამათით დასრულების შემდეგ, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ხელმოუწერელი დარჩა.

დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მინერალების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა. ტრამპის თქმით, მან ზელენსკისგან წერილი მიიღო, რომელშიც უკრაინის ლიდერი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ბოლო ინფორმაციით, შეთანხმება უკრაინის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ათვისებული სასარგებლო წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლის 50%-ის სპეციალურ ფონდში შეტანას ითვალისწინებს. ამ ფონდის საკუთრებისა და მართვის უფლებას ორივე ქვეყანა გაინაწილებს.

შეერთებულ შტატებს უკრაინის მინერალურ რესურსებზე წვდომის მიღება ჩინეთთან კონკურენციის გაზრდასა და მის ეკონომიკას აზიურ სახელმწიფოზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. ამას Euronews-ის მიერ მომზადებული სტატიაც ნათელყოფს.

ჩინეთი აშშ-ისთვის იშვიათი ტუტემიწა მეტალების მთავარი მიმწოდებელია

აშშ-ის პრეზიდენტმა სავაჭრო ომი დაიწყო და ჩინურ საქონელზე იმპორტის გადასახადი 20%-მდე გააორმაგა, ამასთან, ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, კანადასა და მექსიკას, 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ არ დაუწესა ტრამპმა ჩინეთს უფრო აგრესიული ტარიფები, როგორც ის მექსიკისა და კანადის შემთხვევაში მოიქცა.

ამის პასუხის კი შეიძლება ის იყოს, რომ აშშ დიდწილად ჩინეთის კრიტიკულ მინერალებზეა დამოკიდებული, რაც ელექტრომოწყობილობების, ბატარეებზე მომუშავე მანქანების, თვითმფრინავებისა და თავდაცვის აღჭურვილობის დასამზადებლად უმნიშვნელოვანესია.

TD Economics-ის მიხედვით, ჩინეთი 2022 წელს აშშ-ის მთავრობის მიერ კრიტიკულად მიჩნეული მინერალების მოპოვებით გლობალურად ლიდერია. ამ მინერალების ნახევარზე მეტს სწორედ აზიური სახელმწიფო მოიპოვებს. გარდა ამისა, მას თითქმის მონოპოლია აქვს მოპოვებული გადამუშავების შესაძლებლობებში – ამუშავებს იშვიათი ტუტემიწა ელემენტების 90%-ს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 2020 წლიდან 2023 წლამდე, ვაშინგტონმა ამ იშვიათი ლითონების 70% ჩინეთიდან შეიტანა. ეს უკრაინიდან ალტერნატიული წყაროს უზრუნველყოფას ტრამპის სტრატეგიული გეგმის ძირითად კომპონენტად აქცევს, რაც აშშ-ის ეკონომიკის ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას და ტექნოლოგიებში მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს, რისთვისაც ადგილობრივი ინდუსტრია უნდა გაძლიერდეს.

შეგახსენებთ, 2024 წლის დეკემბერში, ჩინეთმა აშშ-ისთვის რამდენიმე კრიტიკულ მინერალზე ექსპორტის აკრძალვა და შეზღუდვები დააწესა. ეს ნაბიჯი ერთი დღით ადრე აშშ-ის მიერ ჩინეთში ჩიპების ექსპორტის შეზღუდვას მოჰყვა. პეკინმა შეაჩერა ანტიმონის, გალიუმის, გერმანიუმისა და სუპერ მყარი მასალების ექსპორტი, ასევე გამკაცრდა წესები ვაშინგტონში გრაფიტის პროდუქტების გადაზიდვის შესახებ. გალიუმი დიდი გამძლეობით გამოირჩევა, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება, გრაფიტი კი ელექტრომანქანებისა და ბირთვული რეაქტორების დასამზადებლად არის აუცილებელი.

რას მოუტანს აშშ-ს უკრაინასთან მინერალებზე გარიგება?

უკრაინის გეოლოგიური კვლევის სახელმწიფო სააგენტოს შეფასებით, უკრაინაში მსოფლიო მინერალური რესურსების 5%-ია თავმოყრილი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით $15 ტრილიონს შეადგენს. მათ შორის უკრაინა ფლობს მილიონობით ტონა გრაფიტის მარაგს და ევროპული ლითიუმის საბადოების მესამედი, ასევე ევროპის ტიტანის მარაგის 7% სწორედ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზეა.

უკრაინას ასევე აქვს მნიშვნელოვანი ლითონების დიდი მარაგები, როგორიცაა სპილენძი, თუთია, ვერცხლი, ნიკელი და კობალტი. ქვეყანაში ექვსი ადგილია, სადაც იშვიათი ტუტემიწა მეტალებია აღმოჩენილი. ტანტალისა და ნიობიუმის მოპოვება მხოლოდ ტიტანის თანაპროდუქტის სახით ხდება. გარდა ამისა, უკრაინას აქვს ბერილიუმის ერთი საბადო, სადაც 13.9 ათასი ტონა BeO-ის მარაგია. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, შეერთებული შტატები ამ მარაგებზე წვდომას მიიღებს.

მთავრობის განცხადებით, იშვიათი ტუტემიწა მეტალების მოპოვების პერსპექტივები ნოვოპოლტავსკის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საბადო მსოფლიოში, რომელიც შეიცავს ფოსფატის მადნების დადასტურებულ მარაგებს და იშვიათი ტუტემიწა მეტალების თანაპროდუქტებს, მათ შორისაა: ტანტალი, ნიობიუმი, სტრონციუმი და მაგნეტიტი.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინის მაღაროებისა და იშვიათი მინერალების საბადოების ძირითადი ტერიტორია დაიკავა. გარდა ამისა, უკრაინაში ინვესტიციების ნაკლებობამ შეიძლება ქვეყანას ტრამპის მიერ ხელშეკრულებაში შეტანილი წიაღისეულის მოპოვებაში ხელი შეუშალოს.

Previous Post

საქართველოს ბანკმა მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA 2025-ის ჯილდო მიიღო

Next Post

რა საკითხებს შეეხო დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას?

იზა გვარამაძე

Next Post
რა საკითხებს შეეხო დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას?

რა საკითხებს შეეხო დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result