Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

Forbes: 2024 წლის 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი

by იზა გვარამაძე
March 5, 2025
in ბიზნესი, კულტურა, კულტურა, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
Forbes: 2024 წლის 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სია გამოაქვეყნა. გამოცემის განცხადებით, შეფასებები გამოთვლილია აგენტებთან, იურისტებთან, მენეჯერებთან, აღმასრულებლებთან და ინდუსტრიის ექსპერტებთან გასაუბრებებზე, ასევე მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით, როგორიცაა IMDBPro და Polestar-ი.

მაჩვენებლებში ასახულია გადასახადამდე შემოსავალი 2024 კალენდარული წლისთვის, რასაც აკლდება წარმომადგენლობის საფასური – 10% აგენტებისთვის, 10% მენეჯერებისთვის და 5% იურისტებისთვის, ინდუსტრიის სტანდარტის მიხედვით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მსახიობი აქედან არცერთს იხდის.

მსახიობებს კომპენსაცია ფილმების გამოსვლის წელსვე მიენიჭათ. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება სხვადასხვა დროს, ეტაპობრივად ხდება (გადაღებამდე, გამოსვლის შემდეგ ან წლების შემდეგაც კი), სააღრიცხვო მიზნებისთვის, მსახიობის ყველა შემოსავალი ფილმიდან, მისი გამოსვლის წელსაა ჩაწერილი.

Forbes-ის რეიტინგში პირველ ადგილს დუეინ ჯონსონი იკავებს, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიის სათავეში ორი მსხვილი გარიგების წყალობით დაბრუნდა. პირველი არის Amazon-ისთვის რეჟისორ ჯეიკ კასდანის მიერ გადაღებული საშობაო კომედიური ფილმი Red One, რომელმაც გლობალურად კინოთეატრის სალაროებიდან არც ისე შთამბეჭდავი $185.9 მილიონი გამოიმუშავა. შედარებისთვის, ფილმის ბიუჯეტი $200-250 მილიონს შეადგენს. თუმცა ამ პროექტიდან ჯონსონს $50 მილიონი ერგო.

ანიმაციური ფილმიდან Moana 2 დუეინ ჯონსონმა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა, მოგების პროცენტი მიიღო, გარდა ამისა, მან პერსონაჟი მაუი გაახმოვანა. ფილმის შემოსავალმა გლობალურად $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, რითაც ჯონსონმა კარგად იხეირა. მთლიანობაში მსახიობმა გასული წელს გადასახადების გამოკლებით $88 მილიონი გამოიმუშავა.

რეიტინგში მეორე პოზიციას რაიან რეინოლდსი იკავებს, რომელიც წლის ყველაზე დიდი ექშენ-ფილმის, Deadpool & Wolverine-ის მთავარი პროდიუსერი, თანასცენარისტი და მსახიობია. ფილმის გლობალურმა შემოსავალმა $1.3 მილიარდს გადააჭარბა, რაც რეინოლდსის გამომუშავებაზეც აისახა. თუმცა 2024 წელს Deadpool & Wolverine-ი მსახიობის ერთადერთი წარმატებული პროექტი არ ყოფილა, მან მონაწილეობა მიიღო ჯონ კრასინსკის IF-ში, ასევე მოგვევლინა Hulu-ს Welcome To Wrexham-ის ახალი სეზონის პროდიუსერად და It Ends With Us-ის სცენარის ავტორად. რეინოლდსმა გასულ წელს გადასახადების გამოკლებით $85 მილიონი იშოვა.

სიაში მესამე ადგილს ამერიკელი კომიკოსი, მსახიობი და პროდიუსერი კევინ ჰარტი იკავებს. 2024 წელი ჰარტისთვის მრავალფეროვანი პროგრამებით დატვირთული აღმოჩნდა – ითამაშა თეატრალურ დადგმაში Borderlands-ი, Netflix-ის ფილმში Lift-ი, Amazon Prime-ის ფილმში Die Hart 2: Die Harter-ი, სერიალში The Roku Channel-ზე (Die Hart სეზონი მესამე), სერიალში Peacock-ზე (Fight Night), რომ აღარაფერი ვთქვათ 90 სტენდ-აპ შოუზე. საერთო ჯამში გასულ წელს ჰარტმა გადასახადების გამოკლებით $81 მილიონი გამოიმუშავა.

2024 წლის 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი

#1 დუეინ ჯონსონი – $88 მილიონი

($103 მილიონი გადასახადებამდე) 

ფოტო: WireImage
#2 რაიან რეინოლდსი – $85 მილიონი 

($100 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Theo Wargo/WireImage/Getty Images
#3 კევინ ჰარტი – $81 მილიონი 

($108 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Axelle/Bauer/Griffin/FilmMagic/Getty Images
#4 ჯერი საინფელდი – $60 მილიონი 

($70 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Weiss Eubanks/NBCUniversal via Getty
#5 ჰიუ ჯეკმანი – $50 მილიონი 

($66 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Dimitrios Kambouris/Getty Images
#6 ბრედ პიტი – $32 მილიონი 

($42 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Getty Images
#7 ჯორჯ კლუნი – $31 მილიონი 

($37 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Axelle/Bauer-Griffin FilmMagic
#8 ნიკოლ კიდმანი – $31 მილიონი 

($41 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Gilbert Flores/WWD via Getty Images
#9 ადამ სენდლერი – $26 მილიონი 

($35 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Todd Owyoung/NBC/Getty Images
#10 უილ სმიტი – $26 მილიონი 

($30 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Matt Winkelmeyer/Getty Images
#11 მარიშკა ჰარგიტეი – $26 მილიონი 

($29 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: nbcnews.com
#12 ჩენინგ ტატუმი – $24 მილიონი 

($28 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: ADRIAN DENNIS/AFP/Getty Images
#13 ჯეისონ სტეიტემი – $24 მილიონი 

($25 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: hiptoro.com
#14 მარკ უოლბერგი – $23 მილიონი 

($31 მილიონი გადასახადებამდე)

Jordan Strauss/Invision/AP
#15 მეტ დეიმონი – $23 მილიონი 

($30 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Andreas Rentz/Getty Images
#16 ჯონ სინა – $23 მილიონი 

($30 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Richard Shotwell/Invision/AP
#17 დენზელ ვაშინგტონი – $23 მილიონი 

($27 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Getty Images
#18 ჯეიკ ჯილენჰოლი – $22 მილიონი 

($26 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: GEOFF ROBINS/AFP/Getty Images
#19 სკარლეტ იოჰანსონი – $21 მილიონი 

($25 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: newbeauty.com
#20 ხოაკინ ფენიქსი – $19 მილიონი 

($22 მილიონი გადასახადებამდე)

ფოტო: Emma McIntyre/Getty Images
Previous Post

Women in Senior Roles – Still Years Away From Parity

Next Post

რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერება?

იზა გვარამაძე

Next Post
რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერება?

რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერება?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result