Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ შეესაბამება ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებები Project 2025-ს?

by Salo Papalashvili
February 4, 2025
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ტრამპის ინაუგურაცია: რა თქვა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა?
0
SHARES
0
VIEWS

20 იანვრის ინაუგურაციიდან ორი კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რიგ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი. რეალურად, ტრამპის მიერ გაცემული განკარგულებები ასახავს Project 2025-ის გეგმას, რომლისგან განრიდებაც პრეზიდენტმა ტრამპმა, პროექტის რადიკალური იდეების გამო, არაერთხელ სცადა.

რა არის Project 2025? – ეს არის 900-გვერდიანი პოლიტიკური „სურვილების სია“, რომელიც საპრეზიდენტო ძალაუფლებას გააფართოებს და ულტრაკონსერვატიულ სოციალურ ხედვას დააწესებს. პროექტის რადიკალურ იდეებს კრიტიკული გამოხმაურება არაერთგზის მოჰყვა, რის გამოც მოქმედმა პრეზიდენტმა მისგან დისტანცირება სცადა. თუმცა პროექტის შედგენაში, თავის დროზე, ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციის არაერთმა მაღალჩინოსანმა მიიღო მონაწილეობა და ახლა ტრამპის ქმედებებიც გარკვეულწილად ამ პროექტის გეგმას მიჰყვება.

Project 2025-ის ანგარიში 2023 წელს, Heritage Foundation-ისა და სხვა კონსერვატიული ჯგუფების მიერ შემუშავდა როგორც მომავალი კონსერვატორი პრეზიდენტის, კერძოდ, ტრამპის საგზაო რუკა. მჭიდრო კავშირის მიუხედავად, ტრამპი გეგმის შედგენაში მონაწილეობას უარყოფს. ამასთან დაკავშირებით, ამერიკულმა Forbes-მა რამდენიმე ძირითადი საკითხი წარმოადგინა, რომლებშიც რეალურად აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდგომი განცხადებები Project 2025-ის იდეებს ეხმიანება.

DEI-პროგრამები: ინაუგურაციის შემდგომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი რიგ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა, რომელთა მიზანიც ქვეყანაში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიური ინიციატივების შეზღუდვა და ამ თემებისადმი მიმართული პროგრამების გაუქმებაა. იმავეს ასახავს Project 2025-ის მოწოდებები მომავალი კონსერვატორი პრეზიდენტის მიმართ: „გაანადგურეთ [ბაიდენის ადმინისტრაციის] ყველა არასწორი და მძიმე იდეოლოგიური პროექტი. არადისკრიმინაცია და თანასწორობა კანონია; DEI არ არის“.

საზღვრის უსაფრთხოება და თავდაცვა: ტრამპის ქმედებები იმიგრაციის შეზღუდვისა და სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გამკაცრებასთან დაკავშირებით, დიდწილად შეესაბამება Project 2025-ს. კერძოდ, პროექტიც და პრეზიდენტიც მხარს უჭერენ უსაბუთო მიგრანტების დაკავებას, ბაიდენის ეპოქის საიმიგრაციო პოლიტიკის გაუქმებას, მიგრანტების პირობით გათავისუფლების პროგრამების შეზღუდვას და ა.შ.

დაფინანსებების გაყინვა: ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ფედერალური დახმარებების დიდი ნაწილი, რომელიც მან მოგვიანებით გააუქმა, ეხმიანება Project 2025-ის მოწოდებას პრეზიდენტისადმი „გამოიყენოს ყველა შესაძლო ინსტრუმენტი ფედერალური მთავრობისთვის ფისკალური დისციპლინის დასაწესებლად“. ტრამპის პირველი ვადის ადმინისტრაციის დროინდელი მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ხელმძღვანელის, რასელ ვოტის განცხადებით, სხვა ყველა გადაწყვეტილება, უბრალოდ „საშინელი წარუმატებლობა“ იქნება.

ამავდროულად, ტრამპის გეგმა, ხელი შეუშალოს სამთავრობო უწყებებს ბაიდენის ინფრასტრუქტურისა და ინფლაციის გადასახადებით მათთვის მიცემული თანხების გამოყენებაში, კავშირშია Project 2025-ის მოწოდებასთან, ამ კანონებისა და ყველა გამოუყენებელი თანხის გაუქმებასთან დაკავშირებით.

განათლება: ტრამპმა, საშუალო განათლების სკოლებისთვის, რომლებიც მოსწავლეებს „გენდერული იდეოლოგიისა და დისკრიმინაციული თანასწორობის იდეოლოგიების“ საკითხებს შეასწავლიან, ფედერალური დაფინანსების შეწყვეტას ხელი მოაწერა. იმავე  ღირებულებების მატარებელია Project 2025, თუმცა ის პირდაპირ დაფინანსების შეწყვეტას არ გულისხმობს. პროექტი მომავალი პრეზიდენტისგან მოითხოვს ფედერალური დაფინანსების გამოყენებას „ოჯახებისთვის სასკოლო განათლების მრავალფეროვანი არჩევანის უზრუნველსაყოფად“.

კლიმატის ცვლილება: Project 2025-ის მოწოდება იგივეა, რაც ტრამპის პირველივე დღეს ხელმოწერილი განცხადება, პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვებასთან დაკავშირებით. პროექტი გმობს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ „კლიმატის რადიკალურ დღის წესრიგს“ და ამ მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში, დაფინანსებების შეზღუდვის მოთხოვნით გამოდის.

ენერგეტიკა: ინაუგურაციის შემდეგ ტრამპმა განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ძალისხმევის წინააღმდეგ ზომები მიიღო და „ეროვნული საგანგებო ენერგეტიკული მდგომარეობა“ გამოაცხადა. ეს შეეხება ყველაფერს – ქარისა და მზის ენერგიის პროექტებით დაწყებული, ელექტრომობილებით დასრულებული. ასევე აძლიერებს ნავთობის მოპოვების პოლიტიკას. ანალოგიურად, Project 2025 ამტკიცებდა, რომ „ენერგეტიკული კრიზისი ექსტრემალური მწვანე პოლიტიკითაა გამოწვეული“ და რომ მომავალი პრეზიდენტი „ერთგული უნდა იყოს ამერიკის ყველა ენერგეტიკული რესურსის გათავისუფლების“.

აბორტი: მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს აბორტის შესაზღუდად ფართო ნაბიჯები არ გადაუდგამს, მან გამოსცა ბრძანება ბაიდენის პერიოდის პოლიტიკის გაუქმების თაობაზე, რომელიც Hyde Amendment-ის შესუსტებას უწყობს ხელს. ეს ნიშნავს, რომ აბორტისთვის ფედერალური სახსრები შეიზღუდება, რისი მომხრეცაა Project 2025-იც. ამავე პროექტის მსგავსად, ტრამპმა Mexico City Policy აღადგინა, რაც ფედერალურ სახსრებს დაბლოკავს ჯგუფებისთვის, რომლებიც აბორტის პოპულარიზაციას ეწევიან.

საგარეო პოლიტიკა: ტრამპის მთავარი პოლიტიკა – America First, ეხმიანება პროექტის მოწოდებას ამერიკის ინტერესების პრიორიტეტიზაციასთან დაკავშირებით. მათ შორის ამერიკის მოქალაქეების ინტერესებისადმი პრიორიტეტის მინიჭება, საიმიგრაციო პოლიტიკა, მკაცრი სანქციები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ დეპორტირებული მიგრანტების დაბრუნებაზე და ა.შ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ინაუგურაციის პირველივე დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დატოვების ბრძანება გასცა. ხოლო Project 2025-ის ავტორების მტკიცებით, ჯანმოს წარუმატებლობამ და კორუფციამ პანდემიის პერიოდში საფრთხე შეუქმნა აშშ-ის მოქალაქეებსა და მათ ინტერესებს და ზოგადად, მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები შესაძლოა საფრთხის შემცველნი იყვნენ, რის გამოც, მათზე რეაგირება უნდა გაიზარდოს.

ტრანსგენდერების უფლებები: ტრანსგენდერი ამერიკელების წინააღმდეგ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოიცავს – მხოლოდ დაბადების სქესის აღიარებას, ფედერალურ ციხეებში მათი გენდერული იდენტობის მიხედვით პატიმართა კლასიფიკაციის აკრძალვას, ტრანსგენდერი პირებისთვის სამხედრო სამსახურის შეზღუდვას და ა.შ. ეს ნაბიჯები ასახავს Project 2025-ის სწრაფვას, ამოიღონ გენდერული იდენტობა მთავრობის პოლიტიკიდან და აღადგინონ სამხედრო აკრძალვა.

ლტოლვილები და თავშესაფრები: ტრამპმა, აღმასრულებელი ბრძანებით, ლტოლვილების მიღება პირველივე დღეს შეაჩერა. მსგავსად, Project 2025 საზღვრის პოლიტიკის მოგვარებას და ლტოლვილთა რაოდენობის შემცირებას ითხოვს. მან ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომ დაბლოკოს ფედერალური დაფინანსება თავშესაფრის ქალაქებისთვის, რაც შეესაბამება პროექტის მოთხოვნას მსგავსი ქალაქებისთვის ფინანსური ჯარიმების დაწესებაზე.

სიკვდილით დასჯა: ტრამპმა თავის გენერალურ პროკურორს უბრძანა, „გამოყენებულ იქნას ყველა საჭირო და კანონიერი ზომა“ სიკვდილით დასჯის განსახორციელებლად აშშ-ში საკმარისი ლეტალური ინიექციების უზრუნველსაყოფად. მსგავსად, Project 2025-ში ნათქვამია რომ ფედერალურმა მთავრობამ უნდა „აღასრულოს სიკვდილით დასჯა იქ, სადაც საჭიროა“ მათ შორის სამართალდამცავების მკვლელობასთან დაკავშირებულ და საბუთის არმქონე მიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

FEMA: Project 2025-ის შეთავაზებული გეგმა – მოხდეს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს შინაგან საქმეთა დეპარტამენტში გადატანა და რეფორმირება – ტრამპის თქმით შესაძლებელია. პრეზიდენტი FEMA-ს ფუნდამენტური რეფორმირების ბრძანებასაც ხელს მოაწერს. ასევე, შესაძლოა შეიზღუდოს FEMA-ს თანხების გაცემა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან.

სამხედრო პოლიტიკა: ტრამპმა იმ სამხედრო პირების სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომლებიც COVID-19 ვაქცინის მანდატის შეუსრულებლობის გამო გაათავისუფლეს. ასევე, Project 2025-ის მოწოდების მსგავსად – მოიხსნას „მარქსისტული ინდოქტრინაცია“- შეწყვიტა DEI-ს პროგრამების მხარდაჭერა სამხედროებში.

Previous Post

Victor Ekpoke Wants to Democratize Wall Street with AI, Here’s How

Next Post

Digital Trickster’s Latest Projects: Ethical Sweatshop and the Secrets of Virality

Salo Papalashvili

Next Post
Digital Trickster’s Latest Projects: Ethical Sweatshop and the Secrets of Virality

Digital Trickster's Latest Projects: Ethical Sweatshop and the Secrets of Virality

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

September 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

September 5, 2025

Recent News

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

September 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

September 5, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result