Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

სანქციებისგან გაქცევა | ბიძინა ივანიშვილს ოფშორული აქტივები საქართველოში გადმოაქვს

by იზა გვარამაძე
January 30, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, პოლიტიკა, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
სანქციებისგან გაქცევა | ბიძინა ივანიშვილს ოფშორული აქტივები საქართველოში გადმოაქვს
0
SHARES
0
VIEWS

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ოჯახთან ერთად, ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, 29 იანვრის მდგომარეობით, ივანიშვილების ოჯახმა ქვეყანაში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა და ოფშორებიდან 12 კომპანია გადმოიტანა. შედეგად, მათ 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავეს“.

რაც შეეხება ოფშორებიდან გადმოტანილ კომპანიებს, მათ შორის სამი ბელიზიდანაა – Visalia Enterprises Limited-ი, Gilmar Holding Limited-ი და Fresno Management Limited-ი, ერთი კი პანამიდან – Limestone Finance International SA. IT-ის ცნობით, გადაფორმებული კომპანიების საერთო კაპიტალი 163,187,800 ლარს შეადგენს.

სანქციების გავლენა

ივანიშვილების ოჯახმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მილიარდერს ფინანსური სანქციები დაუწესა. ექსპრემიერის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადებით, პერსონალური სანქცია რეალურად მილიარდერის ოჯახის წევრებსაც შეეხო. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითი შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის მიერ ივანიშვილების ოჯახის ანგარიშების გაყინვაა, რის გამოც ის ჩივილს გეგმავდა.

ბიძინა ივანიშვილი სანქციებისთვის წინასწარ მოემზადა. შეგახსენებთ, 2024 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ოფშორიდან კომპანიების/აქტივების გადმოტანაზე გადასახადი გაუქმდა. ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში, იმავე ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის აქტივების საქართველოს კომპანიის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები ამოქმედდა, მათ შორის:

  • აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
  • აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
  • საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

ამ ცვლილებამ საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ ივანიშვილი მოსალოდნელი სანქციებისთვის ემზადებოდა. იმ დროს სანქციების საფრთხეს ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღება ქმნიდა, რომელიც დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და შეფასებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც დაამტკიცა.

საბოლოოდ, აშშ-მა, კერძოდ, სახაზინო დეპარტამენტმა, ივანიშვილს ფინანსური სანქციები, მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის გამო ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციების დაწესების მიზეზად კი „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა“ დაასახელა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით წინადადება გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაშიც შევიდა. წინადადება 13 იანვარს პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ შეიტანა. ბოლო მონაცემებით, მას უკვე 25 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.

როგორ გადმოიტანა ივანიშვილის ოჯახმა ოფშორული კომპანიები საქართველოში?

ივანიშვილის ოჯახმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა აშშ-ის მიერ სანქციის დაწესებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო და, დიდი ალბათობით, კომპანიების გადაფორმებისას, აპრილში შემოღებული შეღავათებით სარგებლობს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, პირველი ნაბიჯი 2024 წლის 31 დეკემბერს გადაიდგა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის შვილმა, უტა ივანიშვილმა სს „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა. აქციების 100%-ის მფლობელიც სწორედ ის არის. აღსანიშნავია, რომ უტამ სააქციო საზოგადოება იაპონიიდან, მინდობილობით დაარეგისტრირა, რაც მიანიშნებს, რომ ოჯახი ოფშორებიდან აქტივების გადმოტანას ჩქარობდა.

22 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა შვილს ოფშორული კომპანია Visalia Enterprises Limited-დან შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს „ფინსერვის XXI“ უსასყიდლოდ გადასცა. 24 იანვარს კი, უტა ივანიშვილმა, თავის მხრივ, ეს კომპანია ახლად დარეგისტრირებულ სს „ატუ ჰოლდინგს“ გადასცა.

28 იანვარს, სს „ატუ ჰოლდინგს“, ახლა უკვე Fresno Management Limited-დან სამი შპს – შპს „ინტერ კონსალტინგ +“, შპს „ქართუ მშენებელი“ და შპს „ქართუ მენეჯმენტი“ გადაეცა.

შემდეგი სვლები უკვე შპს „ტერას“ უკავშირდება, რომლის ერთადერთი მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია. 2024 წლის 31 დეკემბერს ის სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა. 17 იანვარს კი უკვე სს „ტერამ“ Limestone Finance International SA-დან 7 კომპანია უსასყიდლოდ გადმოიფორმა. ესენია:

  • შპს „სანაპიროს ხედი“
  • შპს „ახალი კაპიტალი“
  • შპს „ინვესტ კაპიტალი“
  • შპს „ქართუ კონსალტინგი“
  • შპს „აბასთუმანი 2019“
  • შპს „ბლექ სი არენა“
  • შპს „ჯეოფერტ“

სამ დღეში, კერძოდ, 20 იანვარს ეკატერინა ხვედელიძემ ოფშორული კომპანია GCF Luxembourg SARL-ის გავლით, მის საკუთრებაში არსებული 4 ქართული შპს სააქციო საზოგადოებად გადააკეთა.

  • სს „ქართული აგრო სახლი“, რომლის მიერ განთავსებული კაპიტალი 2,700,000 ლარს შეადგენს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 684,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გრინჰაუს ჰოლდინგი“.
  • სს „გეოაგრო“, რომლის მიერ განთავსებული კაპიტალი 40,000,000 ლარს შეადგენს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 31,608,130 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „აგრო ჰოლდინგი“.
  • სს „გალერია თბილისი“, რომლის განთავსებული კაპიტალი 68,000,000 ლარს შეადგენს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 17,000,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გალერია ჰოლდინგი“.
  • სს „სიშორ“, რომლის განთავსებული კაპიტალი 20,000,000 ლარს შეადგენს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 5,817,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „რიზორთ ჰოლდინგი“.

ამავე დღეს, ეკატერინა ხვედელიძე არეგისტრირებს სს „ლუსოლს“, 27 იანვარს კი „ჯი სი ეფ საქართველოს“.

მილიარდერის ოჯახის უკანასკნელი ნაბიჯი უტა ივანიშვილს უკავშირებდა, რომელმაც 28 იანვარს საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს „ქართული ჰოლდინგი“. ის მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი 32,087,800 ლარს შეადგენს.

დასკვნა

ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები დასავლეთის სანქციებისგან თავის არიდების მცდელობას წარმოადგენს. შედეგად, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონებასაც Forbes-ი $4.9 მილიარდად აფასებს, საკუთარი სიმდიდრის შეუზღუდავად განკარგვას შეძლებს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ივანიშვილების ოჯახი ოფშორებიდან კომპანიებს საქართველოში სრულად გადმოიტანს. მთავარი კითხვა კი ისაა, როგორი იქნება მილიარდერის სამომავლო გეგმები ამ პროცესის დასრულების შემდეგ – დატოვებს კომპანიებს საქართველოში თუ მათ სხვა, ისეთ ქვეყანაში გადაიტანს, სადაც სანქციები არ დაემუქრება?

Previous Post

Meta ტრამპთან დავის შეთანხმებით დასასრულებლად $25 მილიონის გადახდას დათანხმდა

Next Post

500 Global in Eurasia მასტერკლასების სერია მათთვის, ვისაც აინტერესებს სტარტაპ სფერო

იზა გვარამაძე

Next Post
500 Global in Eurasia მასტერკლასების სერია მათთვის, ვისაც აინტერესებს სტარტაპ სფერო

500 Global in Eurasia მასტერკლასების სერია მათთვის, ვისაც აინტერესებს სტარტაპ სფერო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result