Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოში Global Game Jam-ი ჩატარდა

by Forbes.ge
იანვარი 31, 2025
in საქართველო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
საქართველოში Global Game Jam-ი ჩატარდა
0
SHARES
0
VIEWS

24-25-26 იანვარს თბილისში მასშტაბური საერთაშორისო ჰაკათონი Global Game Jam-ი ჩატარდა. მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 300-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაგან, საბოლოოდ, 14 გუნდი ჩამოყალიბდა.

3-დღიანი ღონისძიების პირველი ორი დღე მონაწილეების დაჯგუფებას, იდეების ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაეთმო. დამსწრეები და მონაწილეები გაეცნენ ფორმატს, წესებსა და განრიგს.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა და გუნდებმა იმუშავეს გამოცდილ დეველოპერებთან, გრაფიკულ და ხმის დიზაინერებთან ერთად და მოუსმინეს შთამაგონებელ სპიკერებს, რომლებმაც მათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

Global Game Jam-ზე, რომელიც 2025-ის იანვარში 102 ქვეყანაში ჩატარდა, მონაწილეები თამაშებს ერთი კონკრეტული თემის გარშემო ქმნიან. წლევანდელი ჰაკათონის თემა იყო BUBBLES.

გუნდებმა თამაშები 48-საათიან შუალედში შექმნეს და 26 იანვარს, დემო დღეზე, პროდუქტის საბოლოო პროტოტიპები, პრეზენტაციასთან ერთად, დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე წარადგინეს.

ჟიურის წევრებმა გამოარჩიეს ზურა სიამაშვილის, გიორგი ნაცვლიშვილის, საბა აღნიაშვილის, ეკა ბარკალაიასა და ალი ნურიევის გუნდი თამაშით Super Soaper.

თამაში Unity-ის გამოყენებით შეიქმნა და ხელმისაწვდომია Linux/Unix და MS Windows-ის პლატფორმებზე.

Global Game Jam Georgia-ს გამარჯვებული გუნდი.

აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრების სია ასეთი იყო:

  • შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი;
  • გიორგი შელეგია – თამაშების დიზაინერი, თამაშ Riftveil-ის შემქმნელი;
  • გიორგი ჩიტიძე – Revolt Entertainment-ის დამფუძნებელი;
  • თორნიკე ანდრიაძე – ვიდეოთამაშების ინდუსტრიის კოორდინატორი ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე;
  • ავთანდილ უგულავა – AnimationX-ის COO და თამაშების დიზაინერი;
  • ლევან ბაშარული – Zambara Studio-ს დამფუძნებელი;
  • ლუკა კვირიკაშვილი – Dasi Games-ის დამფუძნებელი;

სპიკერებს შორის კი იყვნენ:

  • ანუკა სულამანიძე – SollersTech Games-ის თანადამფუძნებელი და პროდიუსერი;
  • გიორგი შელეგია – თამაშების დიზაინერი, თამაშ Riftveil-ის შემქმნელი;
  • ლუკა კვირიკაშვილი – Dasi Games-ის დამფუძნებელი და თამაშების დიზაინერი;
  • ლუკა ლებანიძე – POSTRED-ის ვიდეოთამაშების დივიზიის ხელმძღვანელი;
  • სანდრო ქურხული – POSTRED-ის ვიდეოთამაშების დეპარტამენტის ხმის ტექნიკური დიზაინერი.

რაც შეეხება მენტორებს, გუნდებს იდეების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდნენ:

  • გიორგი ჭყრუნიშვილი – AnimatronX-ის დამფუძნებელი, 20-ზე მეტი თამაშის ავტორი;
  • საბა დეკანოსიძე – თამაშების დიზაინერი, 3D-არტისტი;
  • კონსტანტინე ჟორჟოლიანი – Senior Unreal Engine-ის ინჟინერი.

ცნობისთვის, Global Game Jam-ი პირველად კალიფორნიაში, 2009 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აერთიანებს კრეატიულ ადამიანებს.

Global Game Jam-ის მისიაა, მედიუმად თამაში გამოიყენოს და ასე წაახალისოს ადამიანებში შემეცნება და ექსპერიმენტულობა. მიმდინარე წლის იანვარში გლობალურად ჰაკათონში 35,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა 796 ლოკაციაზე და 48 საათში 9,964 თამაში შეიქმნა.

საქართველოში ჰაკათონს მასპინძლობდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU).

Previous Post

Laila Regalado: Empowerment through Coaching and Elegance

Next Post

მოსამართლემ ფედერალური დახმარების გაყინვის შესახებ ტრამპის გეგმა შეაჩერა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
მოსამართლემ ფედერალური დახმარების გაყინვის შესახებ ტრამპის გეგმა შეაჩერა

მოსამართლემ ფედერალური დახმარების გაყინვის შესახებ ტრამპის გეგმა შეაჩერა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result