Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ლუკაშენკომ 30-წლიანი მმართველობა გაიხანგრძლივა | არჩევნების შედეგები და შეფასებები

by Salo Papalashvili
January 27, 2025
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ლუკაშენკომ 30-წლიანი მმართველობა გაიხანგრძლივა | არჩევნების შედეგები და შეფასებები
0
SHARES
0
VIEWS

ბელარუსში 26 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს ითვლიან. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სახელმწიფო მედიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 88% ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიპოვა. „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“, ბელარუსს 1994 წლიდან, უკვე 30 წელზე მეტია, რაც მართავს.

ლუკაშენკოს ზედიზედ მე-7 ვადით არჩევის შემდეგ, ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციებით დაემუქრა. „ბელარუსში გამართული დღევანდელი ყალბი არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი“, – განაცხადეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსტამ ერთობლივ მიმართვაში.

„ადამიანთა უფლებების დარღვევამ, დაუნდობელმა და უპრეცედენტო რეპრესიებმა, პოლიტიკური ჩართულობისა და დამოუკიდებელ მედიაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ, ბელარუსში საარჩევნო პროცესს ყოველგვარი ლეგიტიმაცია ჩამოართვა“, – ნათქვამია განცხადებაში. კალასმა და კოსტამ ბელარუსს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენაც მოუწოდეს, რომელთა შორისაა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომელიც.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების შეფასებით, ბელარუსის მიერ „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციიდან“ დამკვირვებლების მხოლოდ 10 დღით ადრე მოწვევამ საარჩევნო პროცესის სრულად მონიტორინგს ხელი შეუშალა: „ამ და სხვა მიზეზთა გამო, მათ შორის ბელარუსის რეჟიმის ჩართვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომში, ევროკავშირი ქვეყნის მთავრობის მიმართ შემაკავებელი და მიზანმიმართული ზომების მიღებას გააგრძელებს“.

ევროპის ქვეყნები ბელარუსის არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლებიც ლუკაშენკოს 88%-იან გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ, „ირონიით“ შეხვდნენ. „ბელარუსის მოსახლეობას სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ეს მწარე დღეა ყველასთვის, ვისაც დემოკრატია და თავისუფლება სწყურია“, – წერს პლატფორმა X-ზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი: „მხოლოდ 87.6%-მა აირჩია ლუკაშენკო. დანარჩენს დააპატიმრებენ?“.

დასავლეთის მხრიდან მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა ლუკაშენკოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასაც. ამას დაერთო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციები. 2020 წლის აქციებზე უშიშროების სამსახურის მიერ მოქალაქეების სასტიკი დარბევის შედეგად, 65,000 პირი დააკავეს. ამჟამად ქვეყნის ციხეებში დაახლოებით 1,200 პოლიტპატიმარია, 500,000-მდე პირი კი, გასული არჩევნების შემდეგ, ქვეყნიდან გაიქცა, რაც მათ ავტომატურად ხმის მიცემის უფლებას ართმევს.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ ინფორმაციით, რომელმაც ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებით სარჩელი შეიტანა, 2020 წლიდან ბელარუსში 397 ჟურნალისტი დააკავეს, მათგან 43 კვლავ ციხეში რჩება.

ივლისიდან მოყოლებული, ლუკაშენკომ დაახლოებით 250 ადამიანი გაათავისუფლა, რომლებიც, უფლებადამცველთა თქმით, პოლიტიკურ მიზეზთა გამო იყვნენ დაკავებულნი. თუმცა ლუკაშენკოს განცხადებით, ისინი პოლიტიკური პატიმრები არ ყოფილან და სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევისთვის იხდიდნენ.

იმავე კონფერენციაზე ბელარუსის პრეზიდენტმა 2025 წლისთვის უკრაინის ომში „ერთგვარი რეზოლუციის“ მიღწევაც იწინასწარმეტყველა, რაც საბრძოლო მოქმედებების სრულად დასრულებას არ გულისხმობს. თავის მხრივ, ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავარი მოკავშირეა. მოსკოვმა 2022 წელს, უკრაინაში შეჭრისთვის, ბელარუსის ტერიტორიაც გამოიყენა.

„ჩვენ კონფლიქტს ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ. ჩვენ სლავები ვართ. კონფლიქტს თუ ვიწყებთ, ის დიდხანს გრძელდება. მაგრამ გამოსავალი გამოჩნდება. გვირაბის ბოლოს, მიმდინარე წელს, სინათლე გამოჩნდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ, რომელიც სანქციებსაც შეეხო და თქვა, რომ „დასავლეთი დიდად არ ადარდებს“.

ცნობისთვის, 2025 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოსთან ერთად ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. ეგზიტპოლის შედეგებით, დარჩენილ კანდიდატებს შორის ხმების შემდეგნაირად გადანაწილდა: სერგეი სირანკოვი – 2.7%, ანა კანოპაცკაია – 1.6%, ოლეგ გაიდუკევიჩი– 1.8%, ალექსანდრ ხიჟნიაკი – 1.2%.

Previous Post

კოლუმბია დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა – ტრამპის ტარიფები შეჩერებულია

Next Post

ჩინურმა AI-სტარტაპმა DeepSeek-მა App Store-ზე პოპულარობით ChatGPT-ს გადაასწრო

Salo Papalashvili

Next Post
ჩინურმა AI-სტარტაპმა DeepSeek-მა App Store-ზე პოპულარობით ChatGPT-ს გადაასწრო

ჩინურმა AI-სტარტაპმა DeepSeek-მა App Store-ზე პოპულარობით ChatGPT-ს გადაასწრო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result