Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდები 2025 წლისთვის

by Salo Papalashvili
January 13, 2025
in მსოფლიო, რეიტინგი, სპორტი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Forbes: ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდები 2025 წლისთვის
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულმა Forbes-მა 2025 წლისთვის ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდები გამოავლინა. უახლესი მონაცემებით, რეიტინგის ლიდერი NFL-ის Dallas Cowboys-ია, რომლის საოპერაციო შემოსავალმა 2023 წელს $564 მილიონს მიაღწია. Dallas Cowboys-ი, ამავდროულად Forbes-ის მიერ $10.1 მილიარდით მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ გუნდადაცაა შეფასებული.

2025 წლისთვის ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდების რეიტინგის სამეულშია Los Angeles Rams-ი და New England Patriots-იც, თუმცა მათი წლიური მოგება Dallas Cowboys-ის მოგების თითქმის ნახევარია და, შესაბამისად, $286 მილიონსა და $261 მილიონს უტოლდება. საერთო ჯამში, Forbes-ის სიის 20 ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდიდან ცხრა NFL-ის ფრენჩაიზებზე მოდის, ხუთი – NBA-ზე, სამ-სამი – NHL-სა და ინგლისის „პრემიერ-ლიგაზე“. მათ მიერ, ბოლო სეზონზე, კოლექტიურად მიღებული მოგება $3.9 მილიარდს აღწევს, რაც თითო გუნდზე საშუალოდ $195 მილიონის მოგებას უდრის – 12%-ით მეტს, ვიდრე გასულ წელს.

მიმდინარე წლის რეიტინგში Cowboys-ის დომინირება უმეტესწილად მისი ადგილობრივი შემოსავლების დამსახურებაა. NFL-ის გუნდმა სეზონზე შიდა შემოსავლებიდან – მათ შორის ბილეთების გაყიდვა, სტადიონის შემოსავალი – $800 მილიონის მოგება მიიღო. NFL-ის სხვა არცერთ გუნდს შიდა შემოსავლებში $400-მილიონიანი ნიშნულისთვის არ გადაუჭარბებია.

ამერიკული ფეხბურთის გუნდების შემოსავალზე დადებითად ლიგის ბიზნესმოდელიც აისახება. სახელფასო ლიმიტისა და საერთო შემოსავლის წყალობით, NFL-ის გუნდების საოპერაციო შემოსავალმა 2023 წელს საშუალოდ $143 მილიონი შეადგინა. ეს ლიგის გუნდებს, მაღალი მოგების პირობებშიც კი, ხარჯების გაკონტროლებაში ეხმარება. მსგავსად, MLB-ში „კონკურენტული ბალანსის გადასახადი“ მოქმედებს, რაც ლიგის გუნდების მიერ მოთამაშეებისთვის გადაჭარბებული ხელფასების გადახდას აკონტროლებს.

განსხვავებით ევროპული კლუბებისაგან, როგორიცაა „ბარსელონა“ (2022-23 წლების სეზონი $145 მილიონის საოპერაციო ზარალი) და „პარი სენ-ჟერმენი“ ($126 მილიონის საოპერაციო ზარალი), რომლებიც მოთამაშეების ხელფასზე თანხას მკაცრი შეზღუდვების გარეშე ხარჯავენ. Forbes-ის შეფასებით, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ეს კლუბები სხვა სპორტულ გუნდებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან.

მეთოდოლოგია: 20 ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდის რეიტინგი დაფუძნებულია MLB-ის, MLS-ის, NBA-ს, NFL-ის, NHL-ისა და ევროპული ფეხბურთის კლუბების Forbes-ის 2024 წლის შეფასებებზე და აერთიანებს მათ მიერ უახლესი ხელმისაწვდომი სეზონისთვის მიღებულ საოპერაციო შემოსავალს. მათ შორის: 2023 წლის სეზონი MLB-ის, MLS-ისა და NFL-ისთვის; 2023-24 წლების სეზონი NBA-სა და NHL-ისთვის; 2022-23 წლების სეზონი ევროპული ფეხბურთისთვის.

რეიტინგში წარმოდგენილი თანხები მოიცავს გუნდის მიერ გამომუშავებულ თანხებს (მათ შორის სტადიონებისა და არასპორტული ღონისძიებების შემოსავლებს), თუმცა გამორიცხავს სტადიონის უძრავი ქონებისა და სხვა აქტივებში არსებული კაპიტალის ღირებულებას. მონაცემთა წყაროები ეფუძნება გუნდის აღმასრულებლების, სპორტული ბანკირებისა და ინდუსტრიის ანგარიშებს.

2025 წლის ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდები

#1. $564 მილიონი
Dallas Cowboys

ლიგა: NFL | ღირებულება: $10.1 მილიარდი

ფოტო: Kevin Jairaj
#2. $286 მილიონი
Los Angeles Rams

ლიგა: NFL | ღირებულება: $7.6 მილიარდი

ფოტო: Jayne Kamin-Oncea
#3. $261 მილიონი
New England Patriots

ლიგა: NFL | ღირებულება: $7.4 მილიარდი

ფოტო: New England Patriots
#4. $213 მილიონი
Edmonton Oilers

ლიგა: NHL | ღირებულება: $2.65 მილიარდი

ფოტო: Charles LeClaire
#5. $199 მილიონი
Los Angeles Lakers

ლიგა: NBA | ღირებულება: $7.1 მილიარდი

ფოტო: usatoday.com
#6. $190 მილიონი
New York Giants

ლიგა: NFL | ღირებულება: $7.3 მილიარდი

ფოტო: New York Giants
#7. $187 მილიონი
Manchester United

ლიგა: Premier League | ღირებულება: $6.55 მილიარდი

ფოტო: Paul ELLIS / AFP
#8. $182 მილიონი
New York Knicks

ლიგა: NBA | ღირებულება: $7.5 მილიარდი

ფოტო: Charles Wenzelberg / New York Post
#9. $164 მილიონი
Houston Texans

ლიგა: NFL | ღირებულება: $6.1 მილიარდი

#10. $161 მილიონი
Tottenham Hotspur

ლიგა: Premier League | ღირებულება: $3.2 მილიარდი

ფოტო: Shaun Botterill
#11. $160 მილიონი
Houston Rockets

ლიგა: NBA | ღირებულება: $4.9 მილიარდი

ფოტო: Alex Slitz
#11. $160 მილიონი
Washington Commanders

ლიგა: NFL | ღირებულება: $6.3 მილიარდი

ფოტო: hogshaven.com
#13. $158 მილიონი
Dallas Mavericks

ლიგა: NBA | ღირებულება: $4.7 მილიარდი

ფოტო: Chitose Suzuki
#13. $158 მილიონი
Philadelphia Eagles

ლიგა: NFL | ღირებულება: $6.6 მილიარდი

ფოტო: Matt Slocum/AP
#15. $148 მილიონი
Manchester City

ლიგა: Premier League | ღირებულება: $5.1 მილიარდი

ფოტო: Lee Smith
#16. $146 მილიონი
Indianapolis Colts

ლიგა: NFL | ღირებულება: $4.8 მილიარდი

ფოტო: stampedeblue.com
#17. $144 მილიონი
San Francisco 49ers

ლიგა: NFL | ღირებულება: $6.8 მილიარდი

ფოტო: Kyle Terada
#18. $143 მილიონი
Los Angeles Kings

ლიგა: NHL | ღირებულება: $2.9 მილიარდი

ფოტო: Andre Ringuette
#19. $142 მილიონი
Golden State Warriors

ლიგა: NBA | ღირებულება: $8.8 მილიარდი

ფოტო: Troy Wayrynen/USA TODAY
#19. $142 მილიონი
Montreal Canadiens

ლიგა: NHL | ღირებულება: $3 მილიარდი

ფოტო: Stephen R. Sylvanie
Previous Post

რუმინეთში დემონსტრანტები გაუქმებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებენ

Next Post

Forbes Georgia | 2025 წლის თებერვლის ნომერი

Salo Papalashvili

Next Post
Forbes Georgia | 2025 წლის თებერვლის ნომერი

Forbes Georgia | 2025 წლის თებერვლის ნომერი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result