Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სტარტაპები, რომლებშიც 2024 წელს ჯეფ ბეზოსმა ინვესტიცია განახორციელა

by Salo Papalashvili
January 9, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
სტარტაპები, რომლებშიც 2024 წელს ჯეფ ბეზოსმა ინვესტიცია განახორციელა
0
SHARES
0
VIEWS

Amazon-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა გასულ წელს ინვესტიცია ჯამში, სულ მცირე, ცხრა სტარტაპში განახორციელა – ძირითადად ხელოვნური ინტელექტის, განვითარებადი ტექნოლოგიებისა და რობოტექნიკის მიმართულებით. ბეზოსის 2024 წლის ინვესტიციებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული Swiss-Mile-ი იყო, ციურიხში დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც AI-რობოტების განვითარებაზე მუშაობს.

Swiss-Mile-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკო ბჟელონიკია. კომპანია 2023 წელს დაარსდა და მუშაობს რობოტებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იმართება და ამანათების მიწოდების ფუნქციას ასრულებს. ბჟელონიკმა ბეზოსის ყურადღება Amazon 6-Pager-ის საშუალებით გაგზავნილი წერილის წყალობით მოიპოვა, რომლის შემდეგაც მილიარდერმა ინვესტორმა სტარტაპერთან სატელეფონო შეხვედრაც დანიშნა. 2024 წლის აგვისტოში, ბეზოსი Swiss-Mile-ის დაფინანსების რაუნდის თანახელმძღვანელიც იყო, რომლის საშუალებითაც კომპანიამ $22 მილიონი მოიზიდა.

Swiss-Mile-ი ერთ-ერთია იმ ცხრა სტარტაპიდან, რომლებშიც მსოფლიოს მეორე უმდიდრესმა ადამიანმა გასულ წელს ინვესტიცია განახორციელა. საინტერესოა, რომ PitchBook-ის, Preqin-ისა და Forbes-ის ინფორმაციით, ამ ცხრა ბენეფიციარიდან შვიდი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპია. ოთხი სტრარტაპი, მათ შორის Figure AI და Swiss-Mile-ი კი კონკრეტულად AI-რობოტების განვითარებაზე მუშაობენ. თავად ბეზოსის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მათთან ერთად, გასულ წელს ბეზოსის მიერ დაფინანსებულ რობოტიკის სტარტაპებს შორის მოხვდა Physical Intelligence-ი და Skild AI. ეს სტარტაპები ავტონომიურ რობოტებს ავითარებენ, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ ისეთი ამოცანები, როგორიცაა კარის გაღება, ამანათების მართვა და ადამიანებთან ურთიერთობა ისეთ გარემოში, როგორიცაა საწყობები და საავადმყოფოები.

რობოტიკის მიმართ მილიარდერი ინვესტორის ინტერესი სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2007 წელს, ბეზოსი ავტონომიური რობოტების სტარტაპ  Rethink Robotics-ის ადრეულ ინვესტორებს შორის იყო. გარდა ამისა, Amazon-ში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ბეზოსის ყოფნის დროს, ამერიკულმა კომპანიამ რობოტიკის რამდენიმე ფირმაც შეისყიდა – მათ შორის 2012 წელს Kiva Systems-ი და 2019 წელს Canvas Technology.

რობოტიკის გარდა, გასულ წელს ბეზოსმა ინვესტირება ორ სხვა კომპანიაშიც განახორციელა. მათგან ერთი, AI-ზე მომუშავე საძიებო სისტემა Perplexity AI-ია, რომელიც ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა. სტარტაპის წინააღმდეგ ოქტომბერში სარჩელი Dow Jones & Co.-მ შეიტანა და ფირმა საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოების ფართომასშტაბიან უკანონო კოპირებაში დაადანაშაულა. ბეზოსის მიერ დაფინანსებულ კომპანიებს შორის მოხვდა ჩიპების მწარმოებელი Tenstorrent-ი, რომელიც Nvidia-სთვის კონკურენციის გაწევას ისახავს მიზნად, ასევე ფინტექი Outgo და მომვლელთა მხარდაჭერის ფირმა Magnolia.

1998 წელს Google-ში $250 ათასის ინვესტირებიდან დღემდე, ბეზოსის პორტფელმა, სხვადასხვა ინდუსტრიებში, სულ მცირე 108 სტარტაპი მოიცვა. ბეზოსის ადრეული ინვესტირებები გასული ათწლეულების ისეთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ IPO-ებს უკავშირდება, როგორიც 2008 წელს Twitter-ი, 2009 წელს Airbnb-ი, 2012 წელს Uber-ი და 2013 წელს Nextdoor-ი იყო.

პარალელურად კი ამერიკელი ბიზნესმენი Amazon-ის აქციების გაყიდვასაც განაგრძობს. კომპანიის საჯაროდ დალისტვის პერიოდიდან, ბეზოსმა Amazon-ის 32 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა, მათ შორის თითქმის 14 მილიარდი დოლარის – გასულ წელს. მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსი Amazon-ის საქმიანობაში ყოველდღიურად ჩართული აღარაა, კომპანია, რომელშიც ის ამჟამად 9%-იან წილს ფლობს, კვლავ მისი სიმდიდრის უდიდეს წყაროს წარმოადგენს. Forbes-ის შეფასებით, ბეზოსი $236 მილიარდით მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია და მას მხოლოდ ილონ მასკი ($416 მილიარდი) უსწრებს.

Previous Post

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტს გამოაცხადებს

Next Post

2024 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული მხატვრული ნამუშევრები

Salo Papalashvili

Next Post
2024 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული მხატვრული ნამუშევრები

2024 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული მხატვრული ნამუშევრები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result