Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მეტი ვიდრე ტრადიციული კონსალტინგი – დღევანდელ ეკონომიკას მორგებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები გრანთ თორნთონისგან

by იზა გვარამაძე
November 19, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
მეტი ვიდრე ტრადიციული კონსალტინგი – დღევანდელ ეკონომიკას მორგებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები გრანთ თორნთონისგან
0
SHARES
0
VIEWS

ევროპასთან ინტეგრაციისკენ სწრაფვისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის სწრაფი ტემპის ფონზე, ახალ რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ქართული კომპანიები აქტიურად მუშაობენ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ეს ვითარება ზრდის მოთხოვნას მაღალი დონის ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებებზე, რათა კომპანიებმა შეძლონ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, ოპერაციების მოდერნიზაცია და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.

ამ ვითარებაში, კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურებები მეტად მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესებისთვის, იმისათვის რომ მათ შეძლონ პოზიციების გამყარება ადგილობრივ ბაზარზე და წარმატებას გლობალურ კონკურენციის პირობებში. ამაზე მეტყველებს გრანთ თორნთონის მიერ 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევა, რომელიც ამჟამინდელი ბაზრის საჭიროებების მნიშვნელოვან ხედვას წარმოაჩენს. კვლევის დროს მოხდა 2023-2024 წლების განმავლობაში საჯაროდ ხელმისაწვდომი ტენდერების გაანალიზება, რომლებიც განთავსებულია ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა tender.ge, etenders.ge და procurement.gov.ge. შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული საკონსულტაციო მომსახურებების ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები.

შედეგები, რომლებიც თანდართულ დიაგრამაშია ვიზუალიზებული, გვაჩვენებს, რომ ბაზარზე დომინირებს მოთხოვნა შეფასების (Valuation) მომსახურებებს მიმართ, რაც 45.6%-ს შეადგენს. სხვა მნიშვნელოვანი სფეროებია ადამიანური კაპიტალი/ტრენინგები (14.8%), სტრატეგია/ბაზრის კვლევა (11.2%), ბიზნესსტრატეგია (8.3%) და შიდა აუდიტი (7.7%). ფინანსური მართვა, ბიზნესტრანსფორმაცია, IT აუდიტი, პროგრამების მართვა და ოპერაციების გაუმჯობესებაც მნიშვნელოვანი მიმართულებებია, თუმცა ბაზრის შედარებით მცირე ნაწილს იკავებს.

ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გრანთ თორნთონმა სტრუქტურულად გადააწყო საკონსულტაციო გუნდი, რათა უკეთ შეესაბამებოდეს ქართული ბაზრის მრავალფეროვან საჭიროებებს. ჩვენი გუნდი აღჭურვილია სპეციალიზებული უნარებითა და მრავალმხრივი გამოცდილებით, რაც გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ ჩვენს კლიენტთა კონკრეტულ მოთხოვნებს. ჩვენს ექსპერტებს შეუძლიათ ბიზნესს შესთავაზონ კვალიფიციური გადაწყვეტილებები, რაც ეყრდნობა როგორც საქართველოს ადგილობრივ, ასევე ევროპულ ბაზარზე მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას. შესაბამისად ბიზნესს ვთავაზობთ რეგიონულ და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გრანთ თორნთონი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართულ კომპანიებს რეგულაციებთან ადაპტირებაში, ციფრულ ტრანსფორმაციაში და მდგრადი განვითარების შენარჩუნებაში. ჩვენი საკონსულტაციო მომსახურებების ფართო სპექტრით, ჩვენ მიზნად ვისახავთ კომპანიების გაძლიერებას, იმისათვის რომ მათ შეძლონ წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურ ბაზარზე.

საშემფასებლო მომსახურებები ეფექტიანი ფინანსური და სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის

შეფასების მომსახურებაზე მოთხოვნა საქართველოში თითქმის ყველა სექტორში აქტუალურია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. გრანთ თორნთონის კვლევის პარალელურად, CRRC-Georgia-ს კვლევის შედეგები ასევე ხაზს უსვამს გამჭვირვალობისა და სიზუსტის მნიშვნელობას შეფასების პროცესში, რაც აუცილებელია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტორებისთვის (CRRC-Georgia, 2022). გრანთ თორნთონ საქართველო კომპანიებს სთავაზობს მოძრავი და უძრავი ქონების, ასევე ბიზნესის და არამატერიალური აქტივების შეფასების მომსახურებებს. შეფასების საჭიროება მუდმივად არსებობს და შეფასებების მიზანი განსხვავებულია: კომპანიის აუდიტორისათვის ფინანსურ ანგარიშგებაში ასასახად, აქტივის ყიდვა-გაყიდვისას, ქონების გადასახადის დასადგენად საგადასახადო მიზნებისთვის და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ გუნდს აქვს გამოცდილება და სიღრმისეული ცოდნა ტრანზაქციის სამართლიანი ფასის დადგენაში (Fairness Opinions), რაც უზრუნველყოფს კლიენტებისთვის ზუსტი და გამჭვირვალე შეფასებების მიწოდებას, ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.

ადამიანური კაპიტალის განვითარება სამუშაო ძალის გამოწვევების გადასაჭრელად

საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პროფესიული და მენეჯერული როლების, კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა. მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემები მიუთითებს, რომ ქართული კომპანიების 40%-ზე მეტი ადამიანური კაპიტალის არასაკმარის განათლებას მნიშვნელოვან შეზღუდვად მიიჩნევს, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს. ტრადიციული შიდა ტრენინგი ხშირად არ არის საკმარისი, რადგან ის ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ სამუშაოს სპეციფიკურ უნარებზე და უგულებელყოფს ისეთ მნიშვნელოვან კომპეტენციებს, როგორიცაა ლიდერობა, სტრატეგიული აზროვნება და კომუნიკაცია (World Bank, 2022). ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, გრანთ თორნთონ საქართველო კომპანიებს სთავაზობს ადამიანური კაპიტალის მომსახურებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ტექნიკური და რბილი უნარების (Soft Skills) განვითარებას, ინდივიდუალურად მორგებული ტრენინგების საშუალებით.

ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის ხელშეწყობა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს IT სექტორი სწრაფად ვითარდება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სხვა ინდუსტრიებში კვლავ შეზღუდულია, და ქვეყანაში ციფრული ხელმისაწვდომობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. მხოლოდ 2023 წელს IT სექტორმა 27.4%-იანი ზრდა აჩვენა, თუმცა ბევრ კომპანიას კვლავ არ აქვს საკმარისი შესაძლებლობები გამოიყენოს ციფრული პროდუქტები საქმიანობის პროცესში. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი აძლიერებს ტექნოლოგიური პროგრესის საჭიროებას, რაც ბიზნესებს უბიძგებს ადაპტირდნენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა (World Bank, 2023). ბიზნესტრანსფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის მომსახურებებით, გრანთ თორნთონ საქართველო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანად გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ეს მხარდაჭერა ქართულ ფირმებს აძლევს საშუალებას გააუმჯობესონ პროდუქტიულობა, დაიმკვიდრონ კონკურენტული პოზიცია გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში და განავითარონ ციფრული უნარები, რაც უკეთ უპასუხებს მომავალ გამოწვევებს.

ტექნოლოგიური ინვესტიციების ოპტიმიზაცია მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად

ინვესტორების ინტერესს წარმოადგენს საქართველოს ციფრული ქვე-სექტორები – ელექტრონული კომერცია, ფინტექი, გასართობი ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა. მრავალი წარმატებული ქართული ციფრული ბიზნესი უპირატესობას ანიჭებს B2B მოდელს, რაც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ საწყისი დაბალი საინვესტიციო კაპიტალით და ახასიათებთ სწრაფი ზრდის პოტენციალი. ტექნოლოგიური ინვესტიციები უნდა იყოს სტრატეგიული და შესაბამისობაში ბიზნესის მიზნებთან (World Bank, 2023). გრანთ თორნთონის ტექნოლოგიური საკონსულტაციო მომსახურებები მოიცავს ბიზნესანალიტიკას, ტექნოლოგიური ინვესტიციების ოპტიმიზაციას და მონაცემთა მართვას, რაც კომპანიებს ეხმარება პროცესების გამარტივებაში, ტექნოლოგიის ღირებულების გაზრდაში და მდგრადი ზრდის მიღწევაში.

ბაზრის კვლევა და ანალიზი ბიზნესსტრატეგიის გასაძლიერებლად 

ბაზრის კვლევა და ანალიზი აუცილებელია სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ გაფართოებას, ოპერაციების ადაპტაციას და ოპტიმიზაციას. ამ საჭიროებას ხაზს უსვამს კვლევისა და სტრატეგიის დაგეგმვის მომსახურებებზე მზარდი მოთხოვნა, რაც დადასტურებულია გრანთ თორნთონის შიდა კვლევით. 2023 და 2024 წლებში საკონსულტაციო სექტორში საჯაროდ გამოცხადებული ტენდერების თითქმის 20% დაკავშირებულია ამ მომსახურებებთან, განსაკუთრებით ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში. გრანთ თორნთონს კვლევისა და სტრატეგიის მომსახურებები კომპანიებს სთავაზობს კრიტიკულ შეხედულებებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა კვლევებს, ბაზრის ანალიზებს, მდგრადობის შეფასებებსა და მომხმარებლის გამოცდილების მართვის სტრატეგიებს. ეს მონაცემები ქართულ კომპანიებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ოპერაციების ოპტიმიზაციასა და მდგრადი ზრდის შენარჩუნებაში.

ESG სტანდარტებთან შესაბამისობა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა

ESG შესაბამისობაზე მოთხოვნების ზრდასთან ერთად, ქართული კომპანიები ვალდებულნი არიან, შესაბამისობაში იყონ გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის სტანდარტებთან. „საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ ავალდებულებს საზოგადოებრივ ინტერესის სუბიექტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, გამოაქვეყნონ ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა გარემოსდაცვითი გავლენა, სოციალური ჩართულობა და კორუფციის საწინააღმდეგო ზომები (საქართველოს ეროვნული ბანკი, 2023).

აღნიშნული შესაბამისობის უზრუნველყოფა (ევროკავშირის ნორმებთან და საქართველოს ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოსთან), მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, მომავალში დაინტერესებულ მხარეებთან სანდოობის მოპოვებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. გრანთ თორნთონის ESG საკონსულტაციო მომსახურებები კომპანიებს ეხმარება ამ სტანდარტების დაკმაყოფილებაში და ეთიკური ბიზნესპრაქტიკის დანერგვაში, რაც მათ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

კომპლექსური ფინანსური მენეჯმენტი

სტრუქტურირებული ფინანსური სტრატეგიები აუცილებელია მდგრადი ზრდისა და გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად. გრანთ თორნთონ საქართველოს შიდა კვლევის მიხედვით, საჯაროდ გამოცხადებული ტენდერების დაახლოებით 10% ფინანსურ მომსახურებებზეა ფოკუსირებული, ხოლო კლიენტები მოიცავს თითქმის ყველა სფეროს. გრანთ თორნთონის ფინანსური მომსახურებები – მათ შორის ფინანსური ტრანსფორმაცია და ხარჯების ოპტიმიზაცია – ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას რომ მათ ეფექტიანად იმოქმედონ, შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და დააკმაყოფილონ რეგულაციების მოთხოვნები. ეს ფინანსური მდგრადობა აუცილებელია დინამიკურ ბიზნესგარემოში ნავიგაციისთვის.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად ბიზნესგარემოში, ქართული კომპანიები დგანან ორმაგი გამოწვევის წინაშე – ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა და მომზადება მდგრადი ზრდისთვის, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. შეფასების მომსახურებები, ციფრული ტრანსფორმაცია, კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარება, სტრატეგიული დაგეგმვა და ESG შესაბამისობა კომპანიებისთვის წარმოადგენს წარმატების საწინდარს. გრანთ თორნთონ საქართველო მზად არის მხარი დაუჭიროს კომპანიებს ამ სირთულეების გადალახვაში. ჩვენი მომსახურებების ფართო სპექტრი (მონაცემთა ანალიტიკიდან და ტექნოლოგიური საკონსულტაციო მომსახურებებიდან დაწყებული ადამიანური კაპიტალის განვითარების თუ ფინანსური მენეჯმენტის სერვისებით დამთავრებული) ეხმარება ქართულ კომპანიებს ბაზარზე წარმატების მიღწევაში. კომპანიების სტრატეგიული მხარდაჭერით, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ეკონომიკური ლანდშაფტის გაძლიერებას, იმისათვის რომ კომპანიებმა წარმატებას მიაღწიონ როგორც დღეს ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მომავალშიც გლობალურად.

წყაროები:

World Bank 2022:

https://documents1.worldbank.org/curated/en/099435012022237049/pdf/P17548605921fd062093cb077bd2d45cd13.pdf?fbclid=IwAR0LNCa6FIdoglGKL6BfM9Luj5J62auoUxXdrsGs-n4KuSIeHeS_-zMEaWc

World Bank 2023:

https://www.ifc.org/content/dam/ifc/doc/2023/georgia-country-private-sector-diagnostic-en.pdf

Word Bank (n.a.):

https://www.worldbank.org/en/country/georgia/overview#1

CRRC-Georgia 2022:

https://saras.gov.ge/Content/files/WB%20Business%20Report%2026152022_FINAL%20ENG_for%20send.pdf

Previous Post

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1,000 დღე გავიდა | ომის დასრულების პერსპექტივა

Next Post

Rocket Lab-ის დამფუძნებელი მილიარდერი გახდა

იზა გვარამაძე

Next Post
Rocket Lab-ის დამფუძნებელი მილიარდერი გახდა

Rocket Lab-ის დამფუძნებელი მილიარდერი გახდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result