Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გათამაშება ინდ. მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკისგან – ინტერვიუ მაიკო გორგილაძესთან

by Nina Getsadze
November 14, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გათამაშება ინდ. მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკისგან – ინტერვიუ მაიკო გორგილაძესთან
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში პირველად, ინდივიდუალური მეწარმეების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით, გათამაშება დაიწყო. გათამაშებას საქართველოს ბანკი ახორციელებს და ინდ. მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ციფრულ არხებში შესრულებული ტრანზაქციებითა და აქტივობებით, ფულადი პრიზები მიიღონ. 

გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე სამ ეტაპად მიმდინარეობს და თითოეული ეტაპის ბოლოს ინდ. მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, 10 000, 500, 200, 100 და 50 ლარის  ოდენობის ფულადი პრიზები მიიღონ. სამივე ეტაპის ბოლოს კი, იანვარში მთავარი პრიზები – 50 000, 30 000 და 10 000 ლარი თამაშდება.  

აღსანიშნავია, რომ ახლახან პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, ამ ინტერვიუში კი მაიკო გორგილაძე, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს ბანკში ინდ. მეწარმეების გათამაშების მნიშვნელობაზე გვესაუბრება. 

  • საქართველოს ბანკის გათამაშება ინდივიდუალური მეწარმეებისთვის უნიკალური ინიციატივაა ადგილობრივ ბაზარზე. რა არის კამპანიის მიზანი და როგორ უკავშირდება ის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით საქართველოს ბანკის ხედვებს?

გათამაშება მართლაც უნიკალურია, რადგან აქამდე ქართულ ბაზარზე ინდივიდუალური მეწარმეებისთვის მსგავსი ინიციატივა არ განხორციელებულა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ სეგმენტს ჩვენ პირველებმა შევთავაზეთ წამახალისებელი აქტივობა და მივეცით შესაძლებლობა, ფულადი პრიზების მიღებასთან ერთად, საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო ციფრული გახადონ.  

კამპანიის მიზანი ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებაა.  ისეთი პლატფორმების გამოყენებით, როგორებიცაა ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი, ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ, მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო და რესურსები, რაც მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.  

ეს ინიციატივა ზუსტად ერგება საქართველოს ბანკის ხედვას მცირე ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით, რადგან ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, რომ დავეხმაროთ მათ ზრდასა და წარმატების მიღწევაში. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მეწარმეებს მივცეთ წვდომა ისეთ ინსტრუმენტებზე, რომლებიც მათ განვითარებისთვისა და ციფრულად ინკლუზიური ბიზნესგარემოს შექმნისთვის სჭირდებათ. 

  • ციფრული საბანკო მომსახურების გამოყენება ნელ-ნელა ყველა ზომის ბიზნესისთვის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. როგორ უწყობს ხელს ეს გათამაშება ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას, რა მიმართულებითაც საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ინოვატორი და არაერთი ჯილდოს მფლობელია?

გათამაშებას აქვს პრაქტიკული დანიშნულება, რომ მეწარმეებმა აღმოაჩინონ და აითვისონ ციფრული არხები საბაზისო, ყოველდღიური ტრანზაქციების შესასრულებლად. ჩვენი ბიზნეს მობილბანკისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის გამოყენებით, მცირე მეწარმეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, არა მარტო მიიღონ ფულადი პრიზები, არამედ გამოცადონ ციფრული საბანკო მომსახურების მოსახერხებელი და ეფექტიანი მხარეები.  

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ინოვატორები ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით, რასაც არაერთი ჯილდო მოწმობს, და ადგილობრივი ბიზნესისთვის ვქმნით ისეთ პლატფორმებს, რომელთაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. მათ შორისაა, მაგალითად, Ads მენეჯერი, გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი და სხვა.  

რაც მთავარია, გათამაშებით კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მეწარმეებში ციფრული აზროვნების განმტკიცებისკენ და ბიზნესის მართვის სხვადასხვა კომპონენტში ტექნოლოგიების დანერგვისკენ. 

  • როგორია გათამაშების სტრუქტურა? როგორ ეხმარება ეს დივერსიფიცირებული ჯილდოს სისტემა მეწარმეების ჩართულობის შენარჩუნებაში კამპანიის ხანგრძლივობის განმავლობაში?

ბიზნესის გაციფრულების პარალელურად, ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიური ტრანზაქციების ონლაინ შესრულებით, 50-დან 50 000 ლარამდე პრიზების მოგების შანსი გაზარდონ.   

გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ხორციელდება. გამარჯვებული ინდ. მეწარმეები კი  თითოეული ეტაპის ბოლოს გამოვლინდებიან.  

პირველი ეტაპის გათამაშება 6 ნოემბერს გაიმართა და მეწარმეებმა 10 000, 500, 200, 100 და 50 ლარის ფულადი პრიზები მიიღეს. იანვარში კი მათ  მთავარი პრიზების მფლობელები შეუერთდებიან, რომლებიც 50 000, 30 000 და 20 000 ლარის ოდენობის პრიზებს მიიღებენ. 

გათამაშების ბილეთები ბიზნეს ინტერნეტბანკში და ბიზნეს მობილბანკში შესრულებული ტრანზაქციებით გროვდება. სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელების შედეგად, მომხმარებლებს სხვადასხვა რაოდენობის  ბილეთი ერიცხებათ.  მათ შორის ბილეთები გროვდება ბიზნეს ინტერნეტბანკში ან ბიზნეს მობილბანკში გადარიცხვების, გადახდების, ვალუტის კონვერტაციისა და სხვა მრავალი ოპერაციის შესრულებისას. 

საგულისხმოა, რომ მეწარმეებს გათამაშების მომდევნო ეტაპებზეც გაქვთ შესაძლებლობა, დააგროვოთ ბილეთები. ამასთან სამივე ეტაპზე დაგროვებული ბილეთები ფინალური პრიზის – 50 000, 30 000 ან 20 000 ლარის მოსაგებად გამოიყენება. 

  • გათამაშების გარდა, კიდევ რა ინიციატივებს ახორციელებს საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის გაციფრულების და ზრდის მხარდასაჭერად? შეგიძლიათ გაგიზიაროთ კონკრეტული ინსტრუმენტების მაგალითები, რომლებსაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ საქართველოს ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში?

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის არაერთ შესაძლებლობას ქმნის ტექნოლოგიური თვალსაზრისით.  

მაგალითისთვის, Ads მენეჯერით ჩვენ ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, იპოვონ შეხების წერტილები საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ მომხმარებელთან და გაუშვან სასურველ სეგმენტზე შეთავაზებები, რომელიც მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე გამოჩნდება. გადახდების მენეჯერი კი ეხმარება ბიზნესებს, მოითხოვონ, დააინტეგრირონ და მართონ გადახდის სისტემები როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში და დააკვირდნენ მიღებულ ტრანზაქციებს. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაწილია იმ ციფრული შესაძლებლობებისა, რომელთაც ჩვენ ბიზნესებს ვუზიარებთ. 

  • კიდევ რა ინიციატივები ან პროგრამები აქვს საქართველოს ბანკს მიკრო და მცირე ბიზნესის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობისთვის და რას შეიძლება ელოდონ მეწარმეები მომავალში?

საქართველოს ბანკში უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს. მაგალითისთვის, მათთვის ხელმისაწვდომს ვხდით ბიზნესშეთავაზებებს – ადმინისტრაციული, მარკეტინგული, ფინანსური თუ სხვა საკითხების მოსაგვარებლად; ვავითარებთ საგანმანათლებლო პროექტებს ქალი მეწარმეებისთვის ან რეგიონში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის; ვქმნით გაციფრულების პროგრამებს და რეგულარულად ვატარებთ ვორკშოპებს, რათა მეწარმეებმა მიიღონ საჭირო უნარები თანამედროვე გამოწვევებზე გასამკლავებლად. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ უახლესი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას უკეთესი საბანკო მომსახურების და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების მისაღწევად. 

Previous Post

რა არის არაპირდაპირი გადასახადი?

Next Post

თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს – „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

Nina Getsadze

Next Post
თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს   – „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“  ჩაატარებს

თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result