Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს დონალდ ტრამპის კაბინეტი?

by დავით ბერაძე
ნოემბერი 8, 2024
in ეკონომიკა, თავდაცვა, მილიარდერები, მსოფლიო, პოლიტიკა, ფინანსები, ყველა სიახლე
0
როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს დონალდ ტრამპის კაბინეტი?
0
SHARES
0
VIEWS

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საზოგადოება მისი პოტენციური კაბინეტის ფორმირების შესახებ სულ უფრო აქტიურად საუბრობს. იანვარში, ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში შესვლასთან ერთად, ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ახალი წევრები უნდა წარადგინოს. პოლიტიკური ანალიტიკოსები, წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის გუნდზე დაყრდნობით, ასევე წინა ვადის გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენიმე სავარაუდო ვარიანტს განიხილავენ.

საინტერესოა, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ტრამპის პირველი ვადის დროს მისი გარემოცვის უახლოეს წრეს წარმოადგენდა, უკან დაბრუნების სურვილს არ გამოთქვამს. თუმცა მის გუნდში არიან „ერთგული“ წევრებიც, რომლებიც დიდი ალბათობით, კვლავ უმაღლეს თანამდებობებზე აღმოჩნდებიან.

რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი

დიდი ალბათობით, მისი სამთავრობო კაბინეტის წევრი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმისშვილი, აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორისა და სენატორის, რობერტ ფიცჯერალდ კენედის შვილი, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი იქნება. აღნიშნული პიროვნება აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაში ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად გამოჩნდა. თავდაპირველად ის კენჭს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად იყრიდა, მოგვიანებით კი დამოუკიდებელ კანდიდატად გავიდა. თუმცა, საბოლოოდ, საკუთარი კანდიდატურა ჩახსნა და მხარი ტრამპს დაუჭირა. რობერტ კენედი უმცროსი პროფესიით იურისტია. ის ცნობილი ანტი-ვაქსერი და კონსპირაციული თეორიების გულშემატკივარია. დონალდ ტრამპი რობერტ კენედი უმცროსის კანდიდატურას აშშ-ის ჯანდაცვის უწყებებში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) და სურსათისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციაში (FDA) განიხილავს.

სუზი უაილსი

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის თავმჯდომარეს სუზი უაილსს აშშ-ის მთავრობაში მაღალ თანამდებობას უწინასწარმეტყველებენ. პოლიტიკური ანალიტიკოსების მოსაზრებით, კამალა ჰარისის დამარცხებაში დიდი წვლილი სწორედ მის მიერ დაგეგმილ კამპანიას მიუძღვის. უაილსის კანდიდატურა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის როლზე განიხილება. ტრამპის განცხადებით, ის ამ თანამდებობაზე ნომინირებული პირველი ქალი იქნება.

ილონ მასკი

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ახალი მთავრობის წევრი ამერიკელი მილიარდერი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ილონ მასკიც გახდება. შეგახსენებთ,მასკი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში ბოლო თვეებში ჩაერთო და მას მხარი ღიად დაუჭირა. მასკმა ტრამპის მხარდასაჭერად $100 მილიონზე მეტი შემოწირულება გაიღო. დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის მიერ გავრცელებული განცხადებებით, მასკის კანდიდატურა სრულიად ახალ პოზიციაზე, „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად განიხილება. ტრამპის ხედვით, ამ პოზიციის დანიშნულება სამთავრობო ხარჯების მაქსიმალურად შემცირება, ბიუროკრატიის დასუსტება და რეგულაციების რეფორმირება იქნება. ახალი დეპარტამენტის (Department of Government Efficiency) აკრონიმი ინგლისურად DOGE იქნება, რაც ილონ მასკის საყვარელი კრიპტოვალუტის, DOGE-ის აკრონიმია.

მაიკ პომპეო

ანალიტიკოსები ვარაუდობენ დონალდ ტრამპის წინა კაბინეტის უმნიშვნელოვანესი წევრის, მაიკ პომპეოს დაბრუნებასაც. პომპეო ტრამპის ადმინისტრაციაში ჯერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, მოგვიანებით კი სახელმწიფო მდივნის როლს ასრულებდა. მაიკ პომპეო ძალისმიერი საგარეო პოლიტიკის გულშემატკივარი გახლდათ. სწორედ მის დროს გადავიდა აშშ-ის საელჩო ისრაელში თელ-ავივიდან იერუსალიმში. მის სახელს უკავშირდება „აბრაამის შეთანხმების“ ფინალიზებაც, რომლის შედეგად ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოაწერა ხელი. საუდის არაბეთთან ურთიერთობების ნორმალიზების ერთ-ერთი ინიციატორიც სწორედ ის იყო. მაიკ პომპეოს დიდი წვლილი მიუძღვის ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანაშიც. მისი კანდიდატურა ამჯერად აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოზიციაზე განიხილება.

რიჩარდ გრენელი

რიჩარდ გრენელი ტრამპის პირველი ვადის დროს გერმანიაში აშშ-ის ელჩის და ბალკანურ ქვეყნებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციებს იკავებდა. ის გახლდათ ეროვნული დაზვერვის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელიც. სექტემბერში, ტრამპის ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას გუნდიდან სწორედ ის ესწრებოდა. რიჩარდ გრენელი ტრამპის უკრაინაში ომის 24 საათში დასრულების იდეის აქტიური მხარდამჭერია. ის აღმოსავლეთ უკრაინაში ბუფერული ზონის შექმნას აქტიურად ადვოკატირებს, რასაც უკრაინული მხარე ეწინააღმდეგება.

რიჩარდ გრენელის კანდიდატურა ორ პოტენციურად უმნიშვნელოვანეს როლზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ან ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციაზე განიხილება.

ქეროლაინ ლევიტი

ქეროლაინ ლევიტი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის პრესსპიკერი იყო. მისი პრეზიდენტობის დროს კი თეთრი სახლის პრესსპიკერის ასისტენტის პოზიციას იკავებდა. ამჯერად, დონალდ ტრამპი მის კანდიდატურას თეთრი სახლის სპიკერის როლზე განიხილავს.

ტომ ჰომენი

ტომ ჰომენი ტრამპის პირველი ვადის დროს აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო დეპარტამენტის მოქმედი ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. თუმცა 2018 წელს დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მოგვიანებით ის ტრამპის მიგრანტთა მასიური დეპორტაციის გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა. ამჟამად, მისი კანდიდატურა აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე განიხილება.

Previous Post

პუტინმა ტრამპთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

Next Post

Nvidia-ს ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

დავით ბერაძე

Next Post
Nvidia-ს ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Nvidia-ს ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

Recent News

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result