Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავები

by Salo Papalashvili
November 13, 2024
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Forbes: 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავები
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში შემავალმა ცამეტმა ვარსკვლავმა, რომელთა შორის მუსიკოსები, მწერლები, სპორტსმენები თუ სხვა ცნობილი სახეები არიან, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში $1.196 მილიარდი გამოიმუშავეს – რაც 150%-იანი ზრდაა გასული წლის $470 მილიონთან შედარებით.

გარდაცვლილ ვარსკვლავთა ქონების ზრდის უდიდესი ნაწილი მაიკლ ჯექსონის შემოსავლებზე მოდის. პოპის მეფე რეიტინგის სათავეში გასულ წელს დაბრუნდა და ლიდერობა წელსაც შეინარჩუნა. თუ გასული წლის მონაცემებით, ჯექსონის მიერ მიღებული შემოსავალი $115 მილიონს უტოლდებოდა, 2024 წლის ანგარიშით, ეს მონაცემი, $600 მილიონამდეა გაზრდილი.

2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგში, გასული წლების მსგავსად, ასევე მოხვდნენ ფრედი მერკური, ბობ მარლი, ელვის პრესლი, უიტნი ჰიუსტონი. გარდაცვლილ შემსრულებელთათვის, შემოსავლის მთავარ წყაროდ მათი მუსიკალური კატალოგის შემოსავლები და საკუთრებაზე გარიგებები რჩება.

მიმდინარე წელს, ჯექსონის მიერ გამომუშავებული თანხის ზრდაზე დადებითად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახა, რომელმაც Sony-ისთვის პოპის მეფის კატალოგის მიყიდვის პროცესის გაგრძელების ნებართვა გასცა. Forbes-ის შეფასებით, 2009 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ჯექსონმა $3.3 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.

2020 წლის შემდეგ, დაახლოებით $250-მილიონიანი გამომუშავებით, Forbes-ის რეიტინგში დაბრუნდა ფრედი მერკური. მიმდინარე წლის ივნისში Queen-ის მუსიკალური კატალოგი, $1 მილიარდად, Sony-მ შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგებიდან მიღებული თანხა მერკურისა და ჯგუფის დარჩენილ სამ წევრს შორის, თანაბრად გადანაწილდა.

Forbes-ის წლევანდელ სიაში მოხვდა Friends-ის გარდაცვლილი ვარსკვლავი მეთიუ პერი. პოპულარული ამერიკული სიტკომიდან, პერი, მთავარი როლის შემსრულებელ სხვა მსახიობების მსგავსად ყოველწლიურად $18 მილიონის ჰონორარს გამოიმუშავებს.

მეთოდოლოგია: გამოცემის მიერ შედგენილი რეიტინგი მოიცავს გარდაცვლილი ვარსკვლავების მიერ მიღებულ შემოსავლებს გაყიდვებიდან, ლიცენზირების გარიგებებიდან, სტრიმინგიდან და ა.შ. შემოსავლები 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდშია დათვლილი. გარდა ამისა, Forbes-ის რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია Luminate-ის მონაცემები და ინტერვიუები ინდუსტრიის ინსაიდერებთან. აგენტების, მენეჯერებისა და იურისტების გადასახადი დაქვითული არ არის.

Forbes-ის 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. მაიკლ ჯექსონი – $600 მილიონი
  2. ფრედი მერკური – $250 მილიონი
  3. დოქტორი სიუზი – $75 მილიონი
  4. ელვის პრესლი – $50 მილიონი
  5. რიკ ოკასეკი – $45 მილიონი
  6. პრინსი – $35 მილიონი
  7. ბობ მარლი – $34 მილიონი
  8. ჩარლზ შულცი – $30 მილიონი
  9. მეთიუ პერი – $18 მილიონი
  10. ჯონ ლენონი – $17 მილიონი
  11. ჯეიმს ბრაუნი – $15 მილიონი
  12. არნოლდ პალმერი – $14 მილიონი
  13. უიტნი ჰიუსტონი – $13 მილიონი
Previous Post

მეთიუ მილერმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ კითხვებს უპასუხა

Next Post

Bitcoin-ის ფასმა 7-თვიან მაქსიმუმს მიაღწია

Salo Papalashvili

Next Post
ბიტკოინის ფასი $60,000-ს უახლოვდება – ყველაზე დიდი თვიური ზრდა 2020 წლის შემდეგ

Bitcoin-ის ფასმა 7-თვიან მაქსიმუმს მიაღწია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result